XeXe.Ucoz.Com
ხუთშაბათი, 2024-05-16, 6:34 AM
შესვლის ფორმა

სექციის კატეგორიები
თამაშები [356]
ქართული ფილმები [17]
ფილმები [309]
პროგრამები [192]
სიმღერები [54]
კლიპები [43]
ვიდეოები [72]
სურათები [74]
ანიმაცია [23]
მანქანები [6]
სპორტი [86]
ახალი ამბები [26]
სერიალები [34]
სხვა და სხვა [67]
მობილურისათვის [69]
ვებ-მასტერებს [15]
მონადირეებისათვის [13]
მხოლოდ გოგონებისთვის [6]
ჯავა თამაშები [15]
ქაუნთერი cs [351]

ძებნა

კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ჩანაწერების არქივი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი საგანი გიყვართ?
Всего ответов: 141

მინი-ჩეთი

საიტის მეგობრები

Block title






სტატისტიკა

სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0

მთავარი » სპორტი
ხედირა: ”კონკურენცია არ მაშინებს”

სამეფო კლუბის გერმანელმა ფეხბურთელმა, სმაი ხედირამ, ინტერვიუში აღნიშნა, რომ მიესალმება შაჰინის ტრანსფერს.

-როგორ უყურებთ შაჰინის ტრანსფერს?
- კონკურენცია არ მაშინებს, ჩემი აზრით კარგია როდესაც გუნდში ერთ პოზიციაზე ბევრი ფეხბურთელი გყავს. მივესალმები ნური შაჰინის გადმოსვლას ის კარგი ადამიანი და შესანიშნავი ფეხბურთელია. მას შეუძლია კარგი სამსახური გაუწიოს სამეფო გრანდს.

- როგორ ფიქრობთ, მიმდინარე სეზონი შთამბეჭდავი იყო თქვენთვის?
- ჩემთვის ყველაფერი შთამბეჭდავი იყო: კლუბის სახელი, სტადიონი, ქვეყანა, ქალაქი და რათქმაუნდა გულშემატკივარი

მადრიდში თავს ბედნიერად ვგრძნობ, მე ერთი სიტყვაც კი არ მესმოდა ესპანურად და ვერ ვგებულობდი რას ითხოვდა ჩემგან მთავარი მწვრთნელი, მაგრამ ამ პრობლემის დაძლევაში მადრიდის რეალის ფეხბურთელები დამეხმარნენ.

”დარწმუნებული ვარ მომავალ სეზონში ჩვენ არაერთი ტიტულის მოგებას შევძლებთ და გავახარებთ გულშემატკივრებს, ჩვენ ხომ მათთვის ვთამაშობთ ფეხბურთს” - ამ სიტყვებით დაასრულა ინტერვიუ გერმანელმა ნახევარმცველმა.

ავტორი: jaba ნანახია: (625) კომენტარები(0) სრულად ნახვა
ფერგი "ბლექპულზე" საუბრობს...

„მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწრთვნელის სერ ალექს ფერგიუსონის აზრით „ბლექპულის" გავარდნა პრემიერ ლიგის დანაკარგია.შეგახსენებთ,რომ „ოლდ ტრაფორდზე" მარცხის შემდეგ „ბლექპული" ჩემპიონშიფში ჩამოქვეითდა.

„ბლექპულს უყვარს თავისი ფეხბურთით თამაში.ისინი ძალიან შემტევ და სანახაობრივ ფეხბურტს თამაშობენ.ეს პრემიერ ლიგისთვის დიდი დანაკლისი იქნება."-დასძინა ფერგიუსონმა Sky Sports-თან საუბრისას.

მატჩის დასრულების შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედი" დამსახურებულად იქნა 19-ე პრემიერ ლიგის ტიტულით დაჯილდოებული.

„ჩვენ ეს დავიმსახურეთ,ჩვენი გუნდი მთელი სეზონი გულიანად ირჯებოდა რათა მე-19-ე ტიტული მოეპოვებინათ."-დაასრულა ფერგიმ.




წყარო: www.Manutd8.Com

ავტორი: jaba ნანახია: (622) კომენტარები(0) სრულად ნახვა
ბენზემა გუნდში დარჩება

ფრანგი ფორვარდი "ლა ლიგაში" გუნდის ძირითად შემადგენლობაში 20-ჯერ გამოვიდა და ასევე 13 შემთხვევაში თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. მან ესპანეთის ჩემპიონატში 15 გოლის გატანა მოახერხა. "ჩემპიონთა ლიგაში" გუნდის ძირითადში ბენზემა 8-ჯერ გამოვიდა და 6 გოლი გაიტანა. მაგრამ გატანილი გოლების გარდა, ამ სეზონში ბენზემა ხშირად ბრუნდება თავის მოედნის ნახევარზე და აქტიურად იღებდა მონაწილეობას მოწინააღმდეგე გუნდისთვის ბურთის წასართმევად. მისგან სწორედ ეს სურდა ჟოზე მოურინიოს და მან დაინახა ფრანგი ფეხბურთელის პროგრესი. ახლახანს სამეფო კლუბის მთავარი მწვრთნელი კარიმს ელაპარაკა, მისი გუნდში დარჩენის თაობაზე.

სწორედ მოურინიომ აიძულა ფეხბურთელი ამგვარად ეთამაშა. საბოლოოდ მწვრთნელის პროგრესმა იმოქმედა მოთამაშეზე, მაგრამ ამ პროცესში დიდი წვლილი მადრიდის "რეალის" მწვრთნელის მთავარ დამხმარეს, ზინედინ ზიდანსაც მიუძღვის, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ ბენზემა მსოფლიოს დონის მოთამაშეა და ადრე თუ გვიან, ის ყველას ყველაფერს დაუმტკიცებდა.

იგუაინის ტრავმა კარიმს დაეხმარა თავი უფრო თავდაჯერებულად ეგრძნო, ხოლო კლუბში ემანუელ ადებაიორის გადმოსვლის შემდეგ, ფრანგმა უფრო აგრესიულად დაიწყო თამაში და გატანილ გოლებსაც უფრო მოუხშირა.

ამჟამად მისით დაინტერესებულნი არიან ისეთი კლუბები, როგორებიცაა "მანჩესტერ იუნაიტედი"," მილანი", "ინტერი", "იუვენტუსი" და "არსენალი", მაგრამ უკვე შეგვიძლია დარწმუნებით იმისა თქმა, რომ ბენზემა არსად არ გადავა და კვლავ "ბლანკოსში" გააგრძელებს თავის კარიერას.

კარიმს გუნდთან კონტრაქტი 2016 წლამდე აქვს...


ინფორმაციის წყარო: AS.com ... კითხვის გაგრძელება »
ავტორი: jaba ნანახია: (628) კომენტარები(0) სრულად ნახვა
"ზიდანი ყოველთვის მეუბნება: "ითამაშე შენი ფეხბურთი"

22 წლის ასაკში მადრიდის "რეალში" თამაშობდე და იყო ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი - ეს მესუთ იოზილმა შეძლო. გერმანელმა ფეხბურთელმა მისი პირველი მადრიდული დასრულებული სეზონი შეაჯამა "კიკერის" კორესპონდენტ კარლ-ჰაინც ვილდთან საუბარში.

როგორ შეაფასებდით თქვენს პირველ სეზონს "რეალში"?

კმაყოფილი ვარ, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ჩვენი ახალგაზრდა გუნდი ბევრი ახალი ფეხბუერთელების რაოდენობით სეზონის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა და შემდეგ სეზონში ჩვენ უფრო ძლიერები ვიქნებით, რადგან გუნდი უფრო კარგად თამაშს დაიწყებს.

თქვენს გადასვლას მოჰყვა უსიამოვნო განწყობა. თქვენი აზრით სკეპტიკოსები დაადუმეთ?

"რეალში" იმიტომ გადავედი, რომ კარგად ვიცოდი ჩემი პოტენციალი. მე ვესაუბრე ჩემს აგენტს, ოჯახს და ასევე ჟოზე მოურინიოს. მას სურდა თავის გუნდში ვენახე, ეს ჩემთვის ყველაზე მთავარი იყო. მოხარული ვარ, რომ ეს გზა ავირჩიე.

გინანიათ თუ არა თქვენს მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი?

არასდროს. აქ მე ყოველდღე დიდ სიამოვნებას ვიღებ.

კმაყოფილი ხართ თქვენი პირადი ბალანსით?

დიახ, მაგრამ რა თქმა უნდა მეტიც შემიძლია. იმედი მაქვს შემდეგ სეზონში უფრო მეტი გოლის გატანას მოვახერხებ. შემიძლია კიდევ უფრო კარგად თამაში. ჩემი მიზანი ყოველთვის არის გავაუმჯობესო ჩემი შედეგი, ვიდრე გასულ სეზონში.

მოურინიომ თქვენ "მაგიური" გიწოდათ, სპორტულმა დირექტორმა, ხორხე ვალდანომ - "საოცრება". როგორ იღებთ ამ კომპლიმენტებს?

რა თქმა უნდა, ეს მე მსიამოვნებს. მაგრამ მე ზიდანი არ ვარ, მე ახალგაზრდა მოთამაშე ვარ, რომელიც კარგ გზას ადგას. მაგრამ გასაგებად ვამბობ, ... კითხვის გაგრძელება »
ავტორი: jaba ნანახია: (729) კომენტარები(0) სრულად ნახვა
რომიდან ლონდონამდე

2 წლის შემდეგ ”ბარსელონა” და ”მანჩესტერ იუანიტედი” კვლავ შეხვდებიან ჩემპიონთა ლიგის ფინალში. თუმცა დრო არ ჩერდება და donbalon.com ადარებს გუნდების მაშინდელ და ახლანდელ შემადგენლობებს.

ახალი სახეები ”ბარსელონაში”

- მასკერანო. ტურეს წასვლის შემდეგ სწორედ ის არის მზად ჩემპიონთა ლიგის ფინალში სათამაშოდ.

- აფელაი. ჰოლანდიელი ფეხბურთელი ცდილობს გუნდში ახალი სისხლი შეიტანოს. ის, ბოიანი და ჟეფრენი შეიძლება გახდნენ ”ბარსას” წამყვანი ფეხბურთელების შემცვლელები ფინალში.

- აბიდალი. წინა ფინალი ფრანგმა ფეხბურთელმა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. 1/2 ფინალურ მატჩში, ”ჩელსისთან” მან წითელი ბარათი მიიღო. მაშინ ის სილვინიომ შეცვალა, თუმცა ავადმყოფობის შემდეგ დაბრუნებული ერიკი ყოველ მატჩში იღდგენს ფორმას და დიდი შანსი აქვს, რომ ლონდონში ძირითად შემადგენლობაში ითამაშოს.

- დანი ალვეში. ბრაზილიელიც წინა ფინალს დისკვალიფიკაციის გამო ტოვებდა. ახლა ალვეშს ჯანმრთელობასთან პრობლემები არ აქვს და მზად არის ტიტულის მოსაგებად.

- ვილია. ასტურიელი ოტო’ოს შეცვალს შეეცდება. ესპანელი თავდამსხმელი ”ბარსელონამ” სწორედ ასეთი შეხვედრებისთვის შეიძინა და გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან მის შედეგიან თამაშს.

წავიდნენ:

- სამუელ ეტო’ო. სწორედ კამერუნელი, რომელიც ”ბარსას” მიერ ნათამაშებ ბოლო 2 ფინალში ხსნიდა ანგარიშს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დანაკარგი, მაგრამ არა ერთადერთი. ახლანდელ ფინალში კატალონიელთაგან ვერ ითამაშებენ ანრი, სილვინიო და ტურე. 2009 წლის ”ბარსას” შემადგენლობაში იყვნენ ხორკერა, კასერასი, გუდიონსენი, ვიქტო ... კითხვის გაგრძელება »
ავტორი: jaba ნანახია: (579) კომენტარები(0) სრულად ნახვა
აბიდალის ინტერვიუ



მარტში მომხდარ ინციდენტამდე ერიკ აბიდალი საუკეთესო სეზონს ატარებდა თავის კარიერაში. ფრანგმა მაინც შეძლო და მესამედ მოიგო ლა ლიგა, ხოლო წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალი ელის. მარტში მან შეიტყო, რომ ღვიძლის სიმსიმნე ჰქონდა. ოპერაციამ წარმატებულად ჩაიარა და რამდენიმე კვირის შემდეგ აბიდალი დაბრუნა. მან რამდენიმე წუთი ითამაშა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ. ფრანგმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა "უეფას" ოფიციალურ საიტს, სადაც ისაუბრა თავის დაავადებაზე, განკურნებაზე, "უემბლის" მსტიურ მნიშნველობაზე "ბარსელონას" ისტორისთვის. როგორც იცით, ერიკ აბიდალმა გამოტოვა 2009 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი რომში.



– რა იგრძენით, როდესაც სიმსიმნის შესახებ შეიტყვეთ?



– ამან მე ცოტათი შემცვალა. ამ დროს ყოველთვის ცუდზე ფიქრობ და ნაკლებად ელოდები კარგს. ასეთ მომენტში ფიქრობ: რა მოხდება ხვალ, თუ მე აღარ ვიქნები? როგორ გადაიტანს ამას ჩემი ოჯახი? ყველაფერი დავალაგე გონებაში. თავში სულ სხვა ფიქრები მიტრიალებდა. ეს ჰგავდა ჩემს არდადეგებს, რომელიც არასდროს დამიგეგმავს. მე მხოლოდ ხვალინდელ დღეს ვგეგმავდი.



– შეგიძლიათ ფინალში ასპარეზობა?



– შევეცდები ფორმაში ჩავდგე. უბედნიერესი ვარ გუნდში დაბრუნებით. ყველაფერი ნელ–ნელა ნაბიჯ–ნაბიჯ იქნება, რადგანაც ძალიან მძიმე ტრავმა გადავიტანე. თავს კარგად ვგრძნობ, თუმცა 100 %–ით მაინც არ ვარ მზად. შემიძლია გუნდის დახმარება, მაგრამ არანაირი პრობლემა არ იქნება, თუ ფინალს გამოვტოვებ. მე ფანტასტიური სამუშაო მაქვს და მთავარია ჯანმრთელობ ... კითხვის გაგრძელება »
ავტორი: jaba ნანახია: (769) კომენტარები(0) სრულად ნახვა
გალათასარაიმ შეთანხმებას მიაღწია?!

ინგლისური პრესა გვამცნობს რომ გალათასარაის ხელმძღვანელები დიდიე დროგბას თაობაზე სულ მალე ჩელსისთან შეთანხმებას მიაღწევენ.ამ ინფორმაციას ადასტურებს გალათასარაის პრეზიდენტი,ის ამბობს რომ დროგბას ტრანსფერი მხოლოდ და მხოლოდ დროის საკითხია.სავარაუდოთ ამ ინფორმაციას ოფიციალურად დაადასტურებს ლონდონური მხარე.პრესის ცნობით ამ ორი გუნდის ხელმძღვანელები ფარულად აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს და როდესაც ამ ტრანსფერის ფინალი წარმატებული აღმოჩნდა,თურქები დიდიეს მიმართ გაჩენილ ინტერესებს აღარ მალავენ.ჯერჯერობით არ სახელდება თუ რა თანხის გადახდას აპირებენ თურქები კოდ დივუარელის სანაცვლოდ,თუმცა გეტყვით იმასაც რომ დიდიეს მსგავსად გალათასარაის სურს შეიძინოს ჩელსის კიდევ ერთი კოდ დივუარელი თავდამსხმელი სოლომონ კალუ,ისინი მზად არიან კალუს ნაცვლად 11 მილიონი ევრო გადაიხადონ
ავტორი: jaba ნანახია: (668) კომენტარები(0) სრულად ნახვა
კაპელომ შემადგენლობა დაასახელა

ინგლისის ეროვნული ნაკრების იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ დაასახელა ის ფეხბურთელები რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას ევრო-1012 ის შესარჩევ მატჩში შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ. იტყობინება BBC. განაცხადში მოხდა "ჩელსის" 3 წამყვანი ფეხბურთელი. გთავაზობთ ინგლისის ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელებს.

მეკარეები: კარსონი (ვესტ-ბრომვიჩი) ჰარტი (მანჩესტერ სიტი) სტოკდეილი (ფულჰემი)


მცველები: ბეინსი (ევერტონი) კეჰილი (ბოლტონი) ეშლი კოული (ჩელსი) ფერდინანდი (მანჩესტერ იუნაიტედი) იაგელკა (ევერტონი) ჯონსონი (ლივერპული) ლესკოტი (მანჩესტერ სიტი) ჯონ ტერი (ჩელსი) უოლკერი (ასტონ ვილა)

ნახევარმცველები: ბარი (მანჩესტერ სიტი) ა.ჯონსონი (მანჩესტერ სიტი) დაუნინგი (ასტონ ვილა) კერიკი (მანჩესტერ იუნაიტედი) ფრენკ ლემპარდი (ჩელსი) მილნერი (მანჩესტერ სიტი) პარკერი (ვესტ-ჰემი) უოლკოტი, უილშირი (არსენალი) ეშლი იანგი (ასტონ ვილა)

თავდამსხმელები: ბენტი (სანდერლენდი) პიტერ კრაუჩი (ტოტენჰემი) დეფო (ტოტენჰემი) ზამორა (ფულჰემი)

ავტორი: jaba ნანახია: (582) კომენტარები(0) სრულად ნახვა
ენდი: "ჩემი მიზანი მომავალ სეზონში არანაკლებ 15 გოლის გატანაა”

”ლივერპულის” ინგლისერი თავდამსხმელი ენდი ქეროლი, რომელიც ახლა ტრავმის გამო ტოვებს მატჩს აცხადებს, რომ მომავალი სეზონიდან კონკრეტული მიზნები აქვს.

”ყველას ”ლივერპულში” გვაქვს შინაგანი განცდა, რომ მომავალი სეზონი იქნება ჩვენთვის ძალიან კარგი. როგორ ჩანს, ჩვენ გვაქვს უფრო მეტი საშვალება, რადგან ეს გრძობა გაგვიჩნდა. მე ახლახანს გამდოვედი კლუბში, მაგრამ უკვე ახლოს ვარ მასთან და მსურს რომ ამ კლუბის ნაწილი დიდი ხნის გადმავლობაში ვიყო. ჩემი მიზანი მომავალ სეზონში არანაკლებ 15 გოლის გატანაა”. - ციტირებს ქეროლი ”გლობალ სპირტთან” ინტერვიუშ

ავტორი: jaba ნანახია: (632) კომენტარები(0) სრულად ნახვა
უეინს "ბლექპულთანაც" უნდა თამაში

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა უეინ რუნიმ განუცხადა თავის მწვრთნელს სერ ალექს ფერგიუსონს რომ მას უნდა მიიღოს მონაწილეობა პრემიერ ლიგის ბოლო ტურში "ბლექპულის" წინააღმდეგ რომ დარჩეს კარგ ფორმაში.როგორც ცნობილია "წითელმა ეშმაკუნებმა" უკვე მოიპოვეს ინგლისის ჩემპიონის წოდება და ხვალ "ოლდ ტრაფორდზე" თასსაც აიწევს მთელი გუნდი.მოსალოდნელია რომ ფერგი "ბლექპულთან" რეზერვის შემადგენლობას გამოიყვანს თუმცა უეინმა შემდეგი განაცხადა.

რუნი:"ის რა შემადგენლობით ვითამაშებთ ჩვენ მომდევნო მატჩში მწვრთნელზეა დამოკიდებული თუმცა მე დარწმუნებული ვარ რომ ყველა ფეხბურთელს უნდა თამაში.ფეხბურთს ზუსტად ასეთი მატჩებისთვის თამაშობენ და მე იმედი მაქვს რომ მწვრთნელი მომცემს უფლებას ვითამაშო კვირას.მინდა ფორმაში დავრჩე"

წყარო: Fapl.Ru

ავტორი: jaba ნანახია: (527) კომენტარები(0) სრულად ნახვა
« 1 2 3 4 5 ... 8 9 »
Copyright MyCorp © 2024