XeXe.Ucoz.Com
ოთხშაბათი, 2024-05-15, 5:00 AM
შესვლის ფორმა

სექციის კატეგორიები
თამაშები [356]
ქართული ფილმები [17]
ფილმები [309]
პროგრამები [192]
სიმღერები [54]
კლიპები [43]
ვიდეოები [72]
სურათები [74]
ანიმაცია [23]
მანქანები [6]
სპორტი [86]
ახალი ამბები [26]
სერიალები [34]
სხვა და სხვა [67]
მობილურისათვის [69]
ვებ-მასტერებს [15]
მონადირეებისათვის [13]
მხოლოდ გოგონებისთვის [6]
ჯავა თამაშები [15]
ქაუნთერი cs [351]

ძებნა

კალენდარი
«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ჩანაწერების არქივი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი საგანი გიყვართ?
Всего ответов: 141

მინი-ჩეთი

საიტის მეგობრები

Block title






სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

მთავარი » 2011 » მაისი » 24 » "ზიდანი ყოველთვის მეუბნება: "ითამაშე შენი ფეხბურთი"
3:45 PM
"ზიდანი ყოველთვის მეუბნება: "ითამაშე შენი ფეხბურთი"
22 წლის ასაკში მადრიდის "რეალში" თამაშობდე და იყო ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი - ეს მესუთ იოზილმა შეძლო. გერმანელმა ფეხბურთელმა მისი პირველი მადრიდული დასრულებული სეზონი შეაჯამა "კიკერის" კორესპონდენტ კარლ-ჰაინც ვილდთან საუბარში.

როგორ შეაფასებდით თქვენს პირველ სეზონს "რეალში"?

კმაყოფილი ვარ, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ჩვენი ახალგაზრდა გუნდი ბევრი ახალი ფეხბუერთელების რაოდენობით სეზონის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა და შემდეგ სეზონში ჩვენ უფრო ძლიერები ვიქნებით, რადგან გუნდი უფრო კარგად თამაშს დაიწყებს.

თქვენს გადასვლას მოჰყვა უსიამოვნო განწყობა. თქვენი აზრით სკეპტიკოსები დაადუმეთ?

"რეალში" იმიტომ გადავედი, რომ კარგად ვიცოდი ჩემი პოტენციალი. მე ვესაუბრე ჩემს აგენტს, ოჯახს და ასევე ჟოზე მოურინიოს. მას სურდა თავის გუნდში ვენახე, ეს ჩემთვის ყველაზე მთავარი იყო. მოხარული ვარ, რომ ეს გზა ავირჩიე.

გინანიათ თუ არა თქვენს მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი?

არასდროს. აქ მე ყოველდღე დიდ სიამოვნებას ვიღებ.

კმაყოფილი ხართ თქვენი პირადი ბალანსით?

დიახ, მაგრამ რა თქმა უნდა მეტიც შემიძლია. იმედი მაქვს შემდეგ სეზონში უფრო მეტი გოლის გატანას მოვახერხებ. შემიძლია კიდევ უფრო კარგად თამაში. ჩემი მიზანი ყოველთვის არის გავაუმჯობესო ჩემი შედეგი, ვიდრე გასულ სეზონში.

მოურინიომ თქვენ "მაგიური" გიწოდათ, სპორტულმა დირექტორმა, ხორხე ვალდანომ - "საოცრება". როგორ იღებთ ამ კომპლიმენტებს?

რა თქმა უნდა, ეს მე მსიამოვნებს. მაგრამ მე ზიდანი არ ვარ, მე ახალგაზრდა მოთამაშე ვარ, რომელიც კარგ გზას ადგას. მაგრამ გასაგებად ვამბობ, რომ მსურს გავხდე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, ამიტომ ვარ აქ : რათა განვითარდე და მოვიგო ტიტულები.

თქვენს თავს "რეალის" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად მიიჩნევ?

დიახ.

როგორ შეაფასებდით შედეგებს მადრიდის "რეალისთვის"?

ჩემი მიზანი ტიტულების მოგებაა. ერთ-ერთი მათგანი, სამეფო თასი კი უგვე მოვიგეთ.

ეს სანუგეშო ჯილდოა?

გახარებულნი ვართ, რომ მინიმუმ ერთი ტიტული მაინც გაგვაჩნია.

რატომ არ გამოგივიდათ არაფერი "ბარსელონას" წინააღმდეგ "ჩემპიონთა ლიგაზე" და "ლა ლიგაში"?

სამეფო თასის ფინალში, სადაც ჩვენ 1:0 გავიმარჯვეთ, ჩვენ მათზე უკეთესები ვიყავით. "სანტიაგო ბერნაბეუზე", სადაც ანგარიში 0:2 დაფიქსირდა, ბარსელონა უფრო ძლიერი აღმოჩნდა. ეს იყო მწარე მარცხი. ამის გარდა, "რეალს" ბევრი წითელი ბარათები ჰქონდა.

იზიარებთ თქვენი მწვრთნელის შეთქმულების თეორემას?

არ მინდა ამაში ჩავერიო. ჩვენ გვსურდა გამარჯვება, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ.

რატომ?

ჩვენ დავინახეთ, რომ "ბარსელონას" წინააღმდეგ გამარჯვება შეგვეძლო და ნაწილობრივ უფრო ძლიერნი ვიყავით. ჩვენ გაგვაჩნია იმის პოტენციალი, რომ "ბარსა" დავამარცხოთ.

კმაყოფილი იყავით გერმანელი მსაჯის, ვოლფგანგ შტარკის მუშაობით "ჩემპიონთა ლიგის" მატჩში?

არ მსურს ამაზე ლაპარაკი.

ვინ მოიგებს შაბათს, ლონდონში გასამართ ფინალში: "ბარსელონა" თუ "მანჩესტერი?

"მანჩესტერს" საკუთარი მოედნის უპირატესობა გააჩნია.

რითი მოახერხა "ბარსამ" "რეალის" გადასწრება?

ისინი ერთად რამდენიმე წელია თამაშობენ. შემდეგ სეზონში ჩვენ უფრო ძლიერად ვითამაშებთ "ბარსელონას" წინააღმდეგ.

"რეალი" "ბარსას" კიდევ უფრო მიუახლოვდება?

ნებისმიერ შემთხვევაში. მე ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მომდევნო სეზონში უფრო მეტ ტიტულს მოვიგებთ.

ამგვარად, იწვევთ თუ არა "ბარსელონას" ომში?

სწორედ მასეა.



როდემდე მოგვიწევს ლოდინი, რათა "რეალი" "ბარსაზე" უფრო ძლიერი გახდეს?

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ წარმატებას მივაღწევთ მომავალ სეზონში. ახალი ფეხბურთელებით გუნდი უფრო ძლიერი გახდება.

გადავიდეთ ნური შაჰინზე. იის თქვენი პარტნიორი გახდება თუ კონკურენტი?

ის შესანიშნავი მოთამაშეა, რომელიც ყველაფერს ძალიან კარგად აკეთებს. შაჰინი სწრაფია, მე-6 ან მე-8 ნომერი, მე კი "ათიანი" ვარ.

რა ადგილები დარჩება სამი ხედირასთვის?

მას შეუძლია როგორც მარჯვენა ნახევარცმველად, ისე მარცხენა ნახევარმცველად თამაში.

როგორია მოურინიო მოთამაშეებთან ურთიერთობაში?

ის სუპერ- ადამიანია, რომელის ბევრს საუბრობს ფეხბურთელებთან და პირველ რიგში ახალგაზრდებთან. ის არამარტო მწვრთნელი, არამედ მეგობარიცაა.

როგორ იტანთ, როდესაც სათადარიგოთა სკამზე ზიხართ?

ეს ჩვეულებრივი რამაა ნებისმიერი მოთამაშითვის და მუშაობის ნაწილია. ხშირად მწვრთნელს სურს ჩემი დასვენება. საერთოდ, მე ყოველთვის თამაში მსურს.

რა "მოგვხდათ თვალში" ესპანურ ფეხბურთში განსაკუთრებით?

ერთადერთი განსხვავება: პატარა გუნდებს კარგად თამაში შეუძლიათ. "ბუნდესლიგაში" ასეთი გუნდები, სწრაფად ბრძოლაში ვერ იღებენ მონაწილეობას. ესპანეთში დონე გაცილებით მაღალია.

გიადვილდებათ ესპანეთში თამაში? თუ ძნელია იმის გამო, რომ "რეალის" წინააღმდეგ ყველა თავის მაქსიმუმს იღებს?

ესპანეთში გაცილებით ძნელია თამაში. ყოველ გუნდს სურს, რომ "რეალის" წინააღმდეგ 200%-ით დაიხარჯოს.

განსაკუთებით რა მოგეწონათ ამ ერთი წლის განმავლობაში?

მეგობრული მიღება. ჩვენ, სინამდვილეში, ისე ვართ, როგორც პატარა ოჯახი. ერთმენთს ვუგზავნით ტექსტურ შეტყობინებებს, როდესაც გვაქვს თავისუფალი დრო და ვცდილობთ ოჯახში კარგი დრო გავატაროთ.

რამდენად ხშირად საუბრობთ ზიდანთან?

მატჩის წინ ის მე ყოველთვის წარმატებას მისურვებს ხოლმე და მეუბნება: "ითამაშე შენი ფეხბურთი"! ის ჩემი კერპია და ძალიან კარგი პიროვნებაა.

რა ისწავლეთ როგორც ფეხბურთელმა და როგორც ადამიანმა?

სხვაგვარი კულტურა, ვახშამი 22 საათზე. და სხვანაირი დისციპლინა, გერმანიიაში ყოფნის დროსაგან განსხვავებული.

თქვენ კერ კიდევ სწავლობთ ესპანურს?

ახალ სეზონში კვლავ დავიწყებ შესწავლას. შემიძლია ყველას გავაგებინო ჩემი საუბარი ესპანურად და ინგლისურად.

როგორ შეიცვალეთ ადამიანობის მხრივ?

მე ისევ ის მესუთი ვარ. და მე ძველებურად მყავს მეგობრები. ამის გარდა, მე მეხმარებიან ჩემი თანაგუნდელები. მაქვს ხშირი ურთიერთობა სერხიო რამოსთან, ის ჩემი მეზობელია.

თქვენ კასილასს მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ მიიჩნევთ. ნოიერი?

კასილასმა მოიპოვა უამრავი ტიტული, იყო მსოფლიოს საუკეთესო მეკარა და მას დიდი გამოცდილება აქვს. ასევე მანუელ ნოიერიც მსოფლიოს დონის მეკარეა.

როგორ შეიცვალეთ "რეალში", როგორც ფეხბურთელი?

მე გამოყოფილად, ჩემთვის ცალკე ვარჯიშობ სისწრაფეზე, დარტყმაზე და ა.შ. ასევე ვარჯიშობ საჯარიმო დარტყმებზე. ამ მხრივ ყოველ მეორე დღეს ვმუშაობ და ეს მე უფრო მეტ თავდაჯერებულობას მმატებს.

თქვენ გსურთ გააუმჯობესოთ მარჯვენა ფეხით და თავით თამაში?

თავით თამაში ალბათ არა, ხოლო მარჯვენა ფეხით თამაში გაუმჯობესდება.

დღეისთვის სხვანაირად თამაშობთ?

ეხლა უფრო მომწიფებული ვარ, როგორც ფეხბურთელი და უფრო მოძრავი გავხდი მოედანზე, ასევე საშიშიც.

რა იქნება შემდგომი ნაბიჯი?

ნებისმიერ შემთხვევაში მსურს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გავხდე.

ამის შემდეგ ეს თქვენთვის უფრო ადვილი იქნება?

ეხლა უკვე უფრო გართულდება თამაში, რადგან მოწინაღმდეგეებმა უკვე იციან, თუ როგორ ვთამაშობ. მაგრამ ვეცდეები კიდევ გავაუმჯობესო ჩემი თამაში.



ეს სამი თამაში ეროვნულ ნაკრებში იქნება სიამოვნება თუ მძიმე მოვალეობა?

ყოველთვის მიხარია ეროვნულ ნაკრებში თამაში. გვსურს სამივე შემთხვევაში გამარჯვებას მივაღწიოთ.

მოიგებს გერმანია ევრო 2012-ს?

ეს ჩვენი მთავარი მიზანია.

თქვენი პოზიცია ეროვნულ ნაკრებში მადრიდში გადასვლის შემდეგ შეიცვალა?

დიახ, მაგრამ მოედანზე მე მანამდეც გავდიოდი.

"ელ კლასიკოს" დროს მომხდარი ინცინდენტი იქონიებს თუ არ გავლენას ესპანეთის ნაკრებზე?

არ ვიცი. ჩვენ ყველაფერს ვნახავთ და შესაძლოა მომავალში ესპანელებს კვლავ დავუპირისპირდეთ.

სად დგას გერმანიის ნაკრები?

ზევით.

ითვლება თუ არა გერმანია ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ფავორიტად?

ნებისმიერ შემთხვევაში- ორ ან სამ გუნდთან ერთად, იგივე ესპანეთთან ერთად. ჩვენ იმაზე უკეთე შეგვიძლია თამაში, ვიდრე ეს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოვახერხეთ.

ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ტრიუმფით გამოსვლის შემდეგ, ესპანეთის ნაკრები უკვე დაკმაყოფილებულია მიღწეული შედეგებით?

ამას საერთოდ ვერ ვამჩნევ.

სეზონის დასაწყისამდე კრისტიან ნერლინგერმა თქვა, რომ იოზილს და ხედირას არ შეუძლია "ბაიერნისთვის" წარმატების მოტანა. ეს გამოთქმა გაღიზიანებთ?

მე პატივს ვცემ ყველა მოთამაშესა და კლუბს. ვთამაშობ ბრწყინვალე კლუბის ძირითად შემადგენლობაში და ეს ყველაფერზე მეტყველებს.

თქვენ ძალიან მშვიდი ადამიანი ხართ. ოდესმე თუ ბრაზდებით?

მხოლოდ წაგების შემდეგ.

მიხაილ ბალაკს "ფეისბუქზე" დაახლოებით 400 ათასამდე გულშემატკივარი ჰყავს, თქვენ 2,35 მილიონი. თვლით თუ არა თავს მსოფლიო ვარკსვლავად?

ვარსკვლავობა, ან მსოფლიო ვარსკვლავობა - მე ორივე მომწონს. მე კონცენტრირებული ვარ ფეხბურთზე. მაგრამ სადაც არ უნდა წავიდე, ხალხი ყველგა მცნობს.

რა შეიძლება კიდევ მიიღოთ კარიერისგან, როდესაც უკვე 22 წლის ასაკში "რეალში" გადადიხარ?

ჩემი მიზანი "რეალში" რაც შეიძლება დიდი ხნით დარჩენაა.

ვალდანო და მოურინიო ამბობდნენ, რომ თქვენ შეისაძლოა კიდევ 10 წელი სამეფო კლუბში გაჩერდეთ.

ბედნიერი ვარ, რომ ისინი ჩემით კმაყოფილნი არიან. მსურს მადრიდში დიდი ხნით დარჩენა.

კონკურენცია, რომელიც იხება საუკეთესოთა შორის საუკეთესოს, საკმაოდ "სასტიკია" : მესი, რონალდუ.

და ასევე უეინ რუნი. ისინი ყველანი თავდამსმხელები არიან. მოედნის ცენტრში თამაშით ძნელია გახდე მსოფლიოში საუკეთესო.


ინფორმაციის წყარო: Kicker

კატეგორია: სპორტი | ნანახია: 729 | დაამატა: jaba | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024