XeXe.Ucoz.Com
ორშაბათი, 2024-04-29, 6:35 PM
შესვლის ფორმა

სექციის კატეგორიები
თამაშები [356]
ქართული ფილმები [17]
ფილმები [309]
პროგრამები [192]
სიმღერები [54]
კლიპები [43]
ვიდეოები [72]
სურათები [74]
ანიმაცია [23]
მანქანები [6]
სპორტი [86]
ახალი ამბები [26]
სერიალები [34]
სხვა და სხვა [67]
მობილურისათვის [69]
ვებ-მასტერებს [15]
მონადირეებისათვის [13]
მხოლოდ გოგონებისთვის [6]
ჯავა თამაშები [15]
ქაუნთერი cs [351]

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ჩანაწერების არქივი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი საგანი გიყვართ?
Всего ответов: 141

მინი-ჩეთი

საიტის მეგობრები

Block title






სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

მთავარი » სპორტი
რტეტა: "გოლით დაბრუნება დიდებულია!"

იკელ არტეტამ წელს ორჯერ შეძლო ბლექბერნ როვერსის დამწუხრება. პირველად სეზონის სტარტზე, როცა არსენალმა მოულოდნელი მარცხი განიცადა უპირობო აუტსაიდერთან და მეორედ ახლა, როცა იგივე გუნდს არსენალმა კუდით ქვა ასროლინა.
ეს ესპანელის მეოთხე გოლია მიმდინარე სეზონში.

"ჩვენ ძალიან ბევრი ფორვარდი გვყავს და ძნელია ასეთ დროს თავის გამოჩენა, მაგრამ მაინც შემექმნა რამდენიმე მომენტი და მოხარული ვარ რომ ერთი გოლის გატანა მოვახერხე." - ამბობს გახარებული არტეტა.

ესპანელი ნახევარმცველი თავის გოლს არაფრად აგდებს და აღფრთოვანებულია კაპიტნის, რობინ ვან პერსის თამაშით, რომელმაც უკვე 22-ე გოლი გაიტანა პრემიერლიგაში და საუკეთესო ბომბარდირობისთვის ბრძოლაში ჯერჯერობით უკონკურენტოა.
ავტორი: gavxa ნანახია: (798) კომენტარები(0) სრულად ნახვა
ჩემპიონობის 7 მიზეზი

"მარკამ" შემოგვთავაზა 7 მიზეზი, თუ რატომ გახდება ლა ლიგის ჩემპიონი "რეალი."
1. მარტივი კალენდარი
ესპანეთში მიიჩნევენ, რომ მომავალი თამაშების სიადვილის მხრივ, "რეალს" გაუმართლა.აღსანიშნავია ის ფაქტორიც, რომ მოურინიოს შეგირდებს რამდენიმე 30 დღის განმავლობაში არ მოუწევთ დედაქალაქიდან გასვლა, თუ არ ჩავთვლით ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირებას.
"თეთრების" უახლოესი მოწინააღმდეგეების სია ასე გამოიყურება: "ლევანტე," "რასინგი," "რაიო," "რეალ სოსიედადი" და "ბეტისი."რაც შეეხება "კულეებს," ისინი "ოსასუნას," "ატლეტიკოს," "ვალენსიას" და "სევილიას" დაუპირისპირდებიან.

2. გრძელი სათადარიგო სკამი
ამ მომენტისათვის კატალონიელთა ლაზარეთში უფრო ბევრი ფეხბურთელია თავმოყრილი.მათ შორის გუნდის უდავო ლიდერები: ინიესტა, ბუსკეტსი & ვილია.
ტრავმიანობის მხრივ ყველაფერი რიგზე არც მადრიდშია, თუმცა გავრელებული ინფორმაციებით დი მარიაცა და ხედირაც მალე დაბრუნდებიან (ალბათ, დამეთანხმებით, რომ ფეხბურთელების არყოფნა "ბლაუგრანას" მეტად ეტყობა - ავტ).

3. 71 გოლი 21 შეხვედრაში
ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ ასეთი მაჩვენებელი მხოლოდ მომავალ ჩემპიონს შეიძლება ჰქონდეს."ბლანკოსები" მართლაც ჩინებულ სეზონს ატარებენ.მოუს გუნდი საშუალოდ 3.38 ბურთს ახვევენ მეტოქის კარში.ამასთანავე მათ ბოლო 17 თამაშიდან 16 მოიგეს.

4. ტიტულის მოგების წყურვილი
როგორც იცით, "ბარსელონას" ზედიზედ 3 წელია ახერხებს პრიმერა დივიზიონის ტიტულს ზეიმობას.აქედან გამომდინარე, "რეალში" ბევრია ისეთი მოთამაშე, რომელსაც ესპანეთის პირველობის ჩემპიონობის გემო ჯერ კიდევ არ გაუგია.მაშას ... კითხვის გაგრძელება »
ავტორი: Nick ნანახია: (756) კომენტარები(0) სრულად ნახვა
გილოცავთ კრისტიანო !!!

1985 წლის 5 თებერვალს ქვეყანას მოევლინა კრისტიანო რონალდო... 27 წლის შემდეგ კი ის მსოფლიო ვარსკვლავია.. დღეს რონალდოს დაბადების დღეა !!!
კრისტიანოს 27 წელი შეუსრულდა.. მინდა ჰალამადრიდ.გე-ს სახელით მივულოცო ( მართალია ვერ ნახავს ) მას დაბადების დღე და კარიერაში უფრო მეტი წარმატება ვუსურვო...
ავტორი: Nick ნანახია: (764) კომენტარები(0) სრულად ნახვა
ლუკასი საკუთარ თავსა და მსოფლიო კლასის ფეხბურთელებზე

დღეს “ლივერპულის” ოფიციალურ საიტთან ლუკას ლეივამ საკუთარი პროგრესისა და მსოფლიო დონის ფეხბურთელებზე ისაუბრა.

24 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი რაფაელ ბენიტესმა, როგორც “ახალი კაკა” ისე იყიდა, მაგრამ საბოლოოდ ლუკასი ნამდვილ ჩამშლელად ჩამოყალიბდა. ფეხბურთელს ხშირად აკრიტიკებდნენ, თუმცა-ღა დღეს მერსისაიდელთა ერთ-ერთი ლიდერია.

ლუკასი “ლივერპულისა” და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია. კითხვაზე, თუ როგორ შეიცვალა მისი პოზიცია, “გრემიოს” ყოფილმა მოთამაშემ უპასუხა:

- “მე სრულიად შევიცვალე. “ლივერპულში” გადმოსვლამდე ყველამ კარგად იცოდა ჩემი როლი მოედანზე, ვთამაშობდი გამთამაშებლად და მეორე ფორვარდად, მაგრამ აქ მოსვლის შემდეგ სულ სხვა ტენდენციით გავიარე ადაპტირება. ვფიქრობ, ყველაზე მეტად ფიზიკურად გავძლიერდი. ჩემი ამჟამინდელი როლით ნამდვილად კმაყოფილი ვარ.

სერხიო ბუსკეტსი კარგი მოთამაშეა. რათქმაუნდა მას ახლომახლო ისეთი ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც დაეხმარებიან, მაგრამ ხალხი ხედავს, თუ როგორი ნიჭიერია ის.

რაც შეეხება ხაბი ალონსოს, ის ისეთი ფეხბურთელია, რომლის თამაშებსაც დღემდე ვუყურებ და ვცდილობ, რომ მისგან რაც შეიძლება მეტი ვისწავლო. მასთან ერთად რამოდენიმე წელიწადი გავატარე და ვარჯიშებზე მისი თამაშით აღფრთოვანებული ვრჩებოდი. ჩემი აზრით, ხაბი თავის პოზიციაზე საუკეთესო ფეხბურთელია.”

ლუკასმა ბოლო წლებში რამოდენიმე პირადი ტიტული მოიგო. მაგალითად: ის 2010-11 წლების “ლივერპულის” საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ცოტა ხნის წინ კი ჩრდილო-დასავლეთის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. მიუხედავად ამის ... კითხვის გაგრძელება »
ავტორი: Nick ნანახია: (816) კომენტარები(1) სრულად ნახვა
რონალდუ: "სამივე ტიტულისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ"

სამეფო კლუბის პორტუგალიელმა გოლეადორმა, "ნაიკის" ახალი ბუცების პრეზენტაციაზე, ჟურნალისტებთან ინტერვიუ ჩაწერა.

"ჩვენ არ გვანაღვლებს "ბარსელონას" ბედი და რასაკვირველია, არ ვფიქრობთ რევანშზე და მსგავს თემებზე.მათთან დაპირისპირებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი.რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ კატალონიელებთან 3 ქულიანი ჰანდიკაპი გვაკავშრებს."

"მოხარული ვარ, ევრო 2012-ის საგზურის მოპოვებით.ვაღიარებ, რომ საკმაოდ რთული თამაშები გვერგო ბოსნიის წინააღმდეგ, თუმცა კარგად გავართვით თავი ყველაფერს."

"შეიძლებაცდა საუკეთესო კოდიციებში ვიმყოფები.ჩემი მიზანია, ფორმის შენარჩუნება და თამაშის კიდევ უფრო გაუმჯობესება.ვგონებ, დღევანდელი "რეალი" ერთ-ერთი საუკეთესოა ისტორიაში.საჭიროა ტემპის შენარჩუნება.სამივე ტიტულისათვის ბოლომდე ვიბრძოლებთ!"

""მესტალიაზე" რთული გამოცდა გველის.მართალია, შარშან იქ 6 გოლი გავიტანეთ, მაგრამ წლეულს, "ღამუღები" უკეთ გამოიყურებიან.იმედია, 3 ქულას წამოვიღებთ."

"ამ ეტაპზე, ნამდვილად არ მაღელვებს "ოქროს ბურთი.""

"კარვალიო დაბრუნებისთვის ემზადება.წარმატებებს ვუსურვებ მას, ხოლო რაც შეეხება შაჰინს, მას დიდი მომავალი აქვს მადრიდში."

"მარკას" ცნობით, პორტუგალიელი ფეხბურთელის დაზიანება სერიოზული არ არის და გამომდინარე აქედან, რონი შეძლებს ვალენსიაში თამაშს.
ავტორი: Nick ნანახია: (806) კომენტარები(0) სრულად ნახვა
პრესა: "რონალდუ პორტუგალიური ფეხბურთის მესიაა"

L'Equipe: "მადლობა რონალდუ!"
"სამეფო კლუბის თავდასხმელმა, ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საგზური მოუტანა."

La Gazzetta dello Sport: "სუპერ რონალდუ ეევროპაზე მიდის."

El Correio da Manha: "სუპერ რონალდუს გოლების სერია."

Record: "რონალდუ ნაკრების სუნთქვაა."
"კრიშტიანუ საუკეთესოა ნაკრების ისტორიაში."

Jogo: "რონალდუ ნამდვილი ლიდერია! მესი!!! მესი!!!"

Zenica: "დაუძახეთ მას მესია."

A Bola: "დაიმსხვრა თეორია, თითქოსდა რონი მხოლოდ კლუბში ასპარეზობს მაღალ დონეზე."
ავტორი: Nick ნანახია: (783) კომენტარები(0) სრულად ნახვა
ლისის ტბის ადრენალინი

"გახსოვს ლისი?.. ქარი მისი, ცის კიდურზე მზის ლიცლიცი, სივრცეები, სივრცეები, ტყიანი და მარადისი, სევდით სავსე გამოხედვა, დარდი მოგყვა მაინც მისი?!”

ლისის ტბის გზას დავადგები თუ არა, გალაკტიონის ეს ლექსი მახსენდება. ალბათ, სხვასაც, რადგან თუ რაიმე სევდა გაქვს, ლისი პირველი წამალია თავისი სილამაზით და სიმშვიდით. ჩემი თუ არ გჯერათ, ჰკითხეთ მათ, ვინც ლისის ტბისკენ გზას დილაადრიან აუყვებიან შემოდგომის ფერების შესასრუტად.
მართლაც ულამაზესია აქაურობა – გარს მოოქროსფერებული შიშველი ბორცვები აკრავს, მერე – ფიჭვისა და ჭადრის მწვანობი მოჩანს, შუაში კი – ტბა. ამბობენ, დიდი კომუნისტის, ფილიპე მახარაძის ძმის გაშენებულია ეს ყველაფერი და ახლა არავის ახსოვსო.

მახარაძე იქით იყოს და: ახლა ერთად ავიდეთ ლისზე, სადაც ჩვენამდე მეთევზეებიც ასულან შვილებიანად. თქვენ არ დაგყავთ შვილები სათევზაოდ? ძალიანად ცუდი, რადგან პატარა ბიჭებს მამის გვერდით ყოფნასა და წყალში გადაგდებულ ანკესზე მეტად არაფერი უყვართ. მაშინ ხომ ცას ეწევიან სიხარულით, თუ ანკესმა ზარიც დარეკა, ესე იგი, თევზმა სრიალა პირი ანკესს მიადო და ზარიც აწკრიალდება, – ამწიეო! აი, ანდროც ლისზეა. მართალია, თევზები ხშირად ატყუებენ, მაგრამ ანდრო მაგარი ბიჭია და მაინც ახერხებს თითო-ოროლას ანკესზე წამოგებას.

- აქ მამიკოსთან ერთად ამოვდივარ, – მეუბნება რიხით და პატარა თითებს ძალუმად უჭერს ანკესს, ზოგჯერ შუადღემდე ვრჩებით, მერე სანამ დედა არ დაგვირეკავს, წასვლა არ გვინდა, მაგრამ მამა იტყვის, ავიბარგოთო და მივდივართ. ბევრჯერ არა, მაგრამ თევზი ჩემს ანკესსაც მოჰყოლია.

როცა ტბა გაყინულია, თევზი ყინულის ქვეშ დაცურავს ... კითხვის გაგრძელება »
ავტორი: jaba ნანახია: (793) კომენტარები(0) სრულად ნახვა
"კლასიკო" 10 დეკემბერს 22 საათზე ჩატარდება

მინდა მოგახსენოთ, რომ მადრიდის "რეალის" და კატალონიის "ბარსელონას" თამაშის დრო და თარიღი უკვე ცნობილია...

როგორც ესპანური გამოცემა "Marca" გვამცნობებს, კლასიკო 10 დეკებერს, ესპანეთის დროით 22 საათზე ჩატარდება. (თბილისის დროით ღამის პირველ საათზე.) ეს ინფორმაცია მალე ოფიციალურად "LFP"–სგან დადასტურდება.

ინფორმაციის წყარო Marca.com

ავტორი: jaba ნანახია: (749) კომენტარები(0) სრულად ნახვა
Rugby Challenge (2011/ENG/RePack By GUGUCHA)

დასახელება: Rugby Challenge
გამოშვების წელი: 2011
ჟანრი: Sport (Rugby) / 3D
პლათფორმა: PC
შემქმნელი: Sidhe Interactive
გამომშვები: Home Entertainment Suppliers
ინტერფეისის ენა: ინგლისური
გახმოვანების ენა: ინგლისური
გამოშვების ტიპი: RePack
წამალი: მოყვება (SKIDROW)

თამაშის შესახებ:
თქვენ საყურადღებოთ წარმოდგენილია ერთერთი საუკეთესო სპორტული სიმულატორი რეგბი! მხოლოდ "Rugby Challenge" თქვენ შეძლებთ შეიგრძნოთ ნამდვილი მამაკაცების ძალა: შეიმუშავეთ საკუთარი ტაქტიკა, გააკეთეთ ცვლილებები, შეისყიდეთ ახალი მოთამაშეები – ყველაფერი ეს ხელმისაწვდომია მხოლოდ თქვენთვის! სატურნირო ცხრილში ბრძოლა იქნება სასტიკი, ყოველი გუნდი ცდილობს დაიმკვიდროს თავისი ადგილი ოლიმპში...

სისტემური მოთხოვნილებები:
►ოპერაციული სისტემა: Windows XP / Vista / Windows 7
►პროცესორი: Intel с тактовой частотой 2,2 ГГц или аналогичный AMD с тактовой частотой 2,5 ГГц
►ოპერატიული მეხსიერება: 2 Gb
►ვიდეოკარტა: GeForce 8800 или Radeon HD3850 с 512 Мб видеопамяти
►თავისუფალი ადგილი მყარ დისკზე: 6 Gb
ავტორი: Graffitter ნანახია: (785) კომენტარები(0) სრულად ნახვა
Football Manager 2012 (2011/ENG/RePack By Catalyst)

დასახელება: Football Manager 2012
გამოშვების წელი: 2011 წელი
ჟანრი: Strategy (Manage/Busin. / Turn-based) / Sport (Soccer)
პლათფორმა: PC
გამომცემელი: SEGA
შემქმენლი: Sports Interactive
გამოცემის ტიპი: RePack
ინტერფეისი ენა: ინგლისური
გახმოვანების ენა: ინგლისური
რეპაკის ავტორი: Catalyst
რეპაკის ზომა: 1.14 GB
წამალი: მოყვება!

თამაშის შესახებ:
ფეხბურთი თამაში, რომელმაც დაიპყრო მილიონობით გული და გამოირჩევა შეუცვლელი წამრატობით. ის პროფფესიონალური სპორტის ხარისხის გარდა ასევე ვირტუალური გართობის ფორმატიცაა. თამაში არის მათთვის ვინც თავს არ თვლიან ფორვარდებათ მცველებად და არც მეკარეებად არამედ უხილავი ფრონტის მებრძოლებად, თამაში განკუთვნილია ეფექტური და ნიჭიერი მენეჯერებისთვის.

სისტემური მოთხოვნილებები:
►ოპერაციული სისტემა: Windows XP/Vista/7
►პროცესორი: Процессор с частотой 1.4 GHz (XP) и 2.0 GHz (Vista/7)
►ოპერატიურლი მეხსიერება: 512MB (XP) / 1GB (Vista/7)
►ვიდეოკარტა: Nvidia FX 5900 Ultra / ATI Radeon 9800 / Intel 82915G/82910GL
►თავისუფალი ადგილი დისკზე: 2 GB
ავტორი: Graffitter ნანახია: (784) კომენტარები(0) სრულად ნახვა
1 2 3 ... 8 9 »
Copyright MyCorp © 2024