XeXe.Ucoz.Com
ორშაბათი, 2024-04-29, 6:31 PM
შესვლის ფორმა

სექციის კატეგორიები
თამაშები [356]
ქართული ფილმები [17]
ფილმები [309]
პროგრამები [192]
სიმღერები [54]
კლიპები [43]
ვიდეოები [72]
სურათები [74]
ანიმაცია [23]
მანქანები [6]
სპორტი [86]
ახალი ამბები [26]
სერიალები [34]
სხვა და სხვა [67]
მობილურისათვის [69]
ვებ-მასტერებს [15]
მონადირეებისათვის [13]
მხოლოდ გოგონებისთვის [6]
ჯავა თამაშები [15]
ქაუნთერი cs [351]

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ჩანაწერების არქივი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი საგანი გიყვართ?
Всего ответов: 141

მინი-ჩეთი

საიტის მეგობრები

Block title






სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

მთავარი » მონადირეებისათვის
შავი კოდალა

შავი კოდალა – Dryocopus martius – Желна

შავი კოდალა მოიპოვება ევროპაში, აზიის დიდ ნაწილში.

საქართველოში შავი კოდალა ფართოდაა გავრცელებული როგორც მობინადრე ფრინველი. ვერტიკალრუად ვრცელდება 2000 მ – მდე.

შავი კოდალა ბინადრობს ტყეებში, ჭალებში, ზოგჯერ ბაღებში, ადამიანის სამოსახლოს მიდამოში. ბუდეს იკეთებს მაღალ ხეზე, ფუღუროში. დებს 3 – 5 კვერცხს. კრუხობა გრძელდება 12 – 14 დღემდე. ძირითად საკვებს შეადგენენ მწერები და მათი მატლები. მავნე მწერების მასობრივად განადგურებით შავ კოდალას სახალხო მეურნეობისათვის მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვს.

ცნობილია ამ ფრინველის რამდენიმე ქვესახე, რომელთაგან საქართველოში გვხდება დასავლური შავი კოდალა - Dryocopus martius penetorum
ავტორი: Nick ნანახია: (718) კომენტარები(0) სრულად ნახვა
საერთაშორისო კონფერენცია – „კლიმატის ცვლილება კავკასიაში“

სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში VII საერთაშორისო კონფერენცია – “კლიმატის ცვლილებებისადმი ადაპტაცია, გამოწვევები და შესაძლებლობები კავკასიაში” გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ და ევროკავშირის ელჩის მოადგილემ ბორის იაროშევიჩმა გახსნეს. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ჰოლანდიის ელჩი პიტერ იან ლანგენბერგი, შვეიცარიის ელჩი გიუნტერ ბეხლერი და ლიხტენშტეინის სატყეო, ბუნების და ლანდშაფტის სამთავრობო განყოფილების გენერალური დირექტორი ფელიქს ნეშერი.

„კლიმატის ცვლილება არის პრობლემა, რომლის შესახებაც დიდი ხანია საუბრობენ და მომავალშიც აქტიური იქნება ეს საკითხი. დღევანდელი კონფერენცია REC კავკასიის ორგანიზებით ტარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის მიერ ერთობლივად ხდება ამ პრობლემის განხილვა და სამომავლო გეგმების განსაზღვრა,” აღნიშნა გოგა ხაჩიძემ.

ყოველწლიურ კონფერენციაზე ბუნებრივი, ანთროპოგენული, გარემოსა და სოციალური ფაქტორების გათვალისწინებით კლიმატის ცვლილების შესახებ დისკუსია გაიმართა და მონაწილეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. ასევე, მოეწყო კლიმატის ცვლილების შესახებ კლიპის პრეზენტაცია. შეხვედრას დაესწრნენ სხვადასხვა სამინისტროების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ტარდება ასეთი კონფერენცია. ღონისძიებაში სამი კავკასიური ქვეყანა იღებს მონაწილეობას, რაც გვაფიქრებინებს, რომ თქვენ ზრუნავთ თქვენი რეგიონის ბუნებაზე. კლიმატის ცვლილების საკითხებზე მუშაობა მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისათვის, სწორედ ამიტომ მხარს ვუჭერთ თქვენს ინიციატივას,” გა ... კითხვის გაგრძელება »
ავტორი: Nick ნანახია: (666) კომენტარები(0) სრულად ნახვა
როგორ გავუმკლავდეთ ძაღლის სპეციფიკურ სუნს

ძაღლის შეძენისას სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რაოდენ მნიშვნელოვანია ჰიგიენური ნორმების დაცვა. როგორც ცნობილია, ძაღლი სახლში უფრო ჰიგიენურია, ვიდრე ეზოში. გარეთ მცხოვრებს ძაღლს შეხება აქვს მეტნაკლებად დაბინძურებულ გარემოსთან, მისი თათების თუ ცხვირის გასუფთავებაც ვერ მოხდება ინტენსიურად, რადგან მას ვერ აუხსნით, რომ არ გაიაროს ტალახში, არ დაწვეს ჭუჭყიან ადგილას. როცა ძაღლი ოთახის პირობებშია, მისი ჰიგიენის დაცვა უფრო მოსახერხებელია. ამიტომ ძაღლის სახლში ყოლა ჰიგიენურად უფრო გამართლებულია. ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია პარტონის დამოკიდებულება ძაღლის მიმართ, არის შემთხვევები, როდესაც პატრონი თავის ძაღლს უფლებას აძლევს თავისი თეფშიდან აჭამოს, ან ონკანიდან პირდაპირ დაალევინოს წყალი. ეს ჰიგიენური ნორმების დარღვევაა. ყველა ძაღლს თავისი საკუთრი ჭურჭელი და საწოლი უნდა ქონდეს, და მის გამოყენებას ლეკვობიდანვე უნდა მიეჩვიოს. რაც შეეხება პატრონის აბაზანით სარგებლობას, შესაძლებელია, თუ ძაღლის დაბანის შემდეგ აბაზანა კარგად გაიწმინდება. რაც შეეხება ძაღლის სუნს, არსებობს ჯიშები, რომლებსაც აქვთ დამახასიათებელი სპეციფიკური სუნი და ასევე ისეთი ჯიშები, რომლებსაც არ აქვთ სუნისკენ მკვეთრად გამოხატული მიდრეკილება. ნებისმიერ შემთხვევაში პატრონმა მაქსიმალურად უნდა დაიცვას ძაღლის ჰიგიენა. დაბანა ძაღლისთვის განკუთვნილი სპეციალური შამპუნით უნდა მოხდეს, რადგან ადამიანის შამპუნი ისეთი შემადგენლობისაა, რომ მისი გამოყენება ცხოველებთან რეკომენდებული არ გახლავთ. ასევე მნიშვნელოვანია ზომიერების დაცვა ნებისმიერ შემთხვევაში, არც უყურადღებოდ დატოვება ვარგა და არც გადამეტებ ... კითხვის გაგრძელება »
ავტორი: jaba ნანახია: (683) კომენტარები(0) სრულად ნახვა
ინგლისური კოკერ სპანიელი

ინგლისური კოკერ სპანიელი მსოფლიოში ერთ-ერთი გავრცელებული სპანიელია. მისი ფესვები XIV საუკუნის ესპანეთიდან (spaniel) მოდის, რასაც უკავშირდება ჯიშის სახელწოდება, ხოლო კოკერი (cocker)_ კი სავარაუდოდ სიტყვა "Woodcock”_ იდან წარმოიშვა, რაც ინგლისურად ტყისქათამს ნიშნავს. სახელწოდება მიგვანიშნებს, რომ ადრეულ წლებში კოკერ სპანიელებს ძირითადად ტყისქათამზე იყენებდნენ. XVIII საუკუნის ბოლოს ბრიტანელებმა კოკერ სპანიელები, სპრინგერ სპანიელები და წყლის სპანიელები ერთმანეთისგან გამოყვეს და მათ სერიოზულ მოშენებას მიჰყვეს ხელი. ინგლისური კოკერ სპანიელი მოძრავი, ენერგიული, ოჯახის მოყვარული, მუდამ მხიარული და უცხო პირთა მიმართ კეთილგანწყობილი ძაღლია. თუმცა არცთუ ცოტაა შემთხვევა, როდესაც ინგლისური კოკერები უზომოდ ავები, ნერვიულები და არაჯანსაღი ფსიქიკის პატრონები არიან. ეს ყველაფერი კი არასწორი მოშენების ბრალია. შესაბამისად კოკერ სპანიელის მსურველმა უნდა შეიძინოს მხოლოდ გამოცდილი კოკერ სპანიელების მშობლებისაგან.
ხასიათი: კარგი მონადირეა, გამოირჩევა ხანგრძლივი სიცოცხლით, მხიარულია, მეტად მოზომილი, მის მოგრძო ბეწვს და თათებზე ესაჭიროება განსაკუთრებული მოვლა.
სიმაღლე მინდაოში: ხვადი 39-41 სმ. ძუ 38-39 სმ. წონა: 12,5-14,5 კგ.
შეფერილობა: წითური, შავი, ორფეროვანი ან სამფეროვანი.
წარმომავლობა: დიდი ბრიტანეთი.

ავტორი: jaba ნანახია: (775) კომენტარები(0) სრულად ნახვა
ძაღლის ჭირი

ჭირით ყველა სახის ცხოველი ავადდება, მაგრამ უფრო ამთვისებელია 2-5 თვის ასაკის ლეკვი. ძუძუ სწოვის ასაკში ლეკვი იშვიათად ავადდება. ვაქცინირებული და ბუნებრივად დაავადებამოხდილი დედის ლეკვი, როგორც წესი არ ავადდება. კოლოსტრალური იმუნიტეტი შენარჩუნდება ლეკვში 2 კვირა დედიდან მოცილების შემდეგ. თუ მას ამ ვადის გასვლის შემდეგ არ აუცრიან, ის შეიძლება დაავადდეს.
ინფექციის აღმძვრელის წყაროა დაავადებული ცხოველი, რომელიც გამოყოფს ვირუსს გარემოში ინკუბაციის და რეკონვალესცენციის პერიოდში. ვირუსი იმყოფება თვალისა და ცხვირის გამონადენში, ფეკალში და სხვა სეკრეტში ჩვეულებრივად 10-51 დღე. დაავადებამოხდილმა ძაღლმა შეიძლება ვირუსი გამოყოს 3 თვის, ენოტმა-9, სხვა ბეწვიანმა ნადირმა 3-5 თვის განმავლობაში.
ჯანმრთელი ცხოველი სნებოვნდება ავადმყოფთან ან დაავადებამოხდილთან ერთად შენახვის პირობებში, დაინფიცირებული საკვების მიღებისას, რესპირაციული გზით და დაგრილებისას. დადგენილია ვირუსის გადაცემის ვერტიკალური გზაც, პლაცენტით-ავადმყოფი დედიდან შთამომავლობაზე.
ჭირის ვირუსის გადაცემის ფაქტორია: ჭირის ვირუსით დაინფიცირებული ცხოველის მოვლის საგნები, მომვლელის სპეციალური ტანსაცმელი, საკვები, მწერი, ფრინველი და მღრნელი მარტო მექანიკური გადამტანი კი არ არიან, არამედ შეიძლება მათ ვირუსი გამოყონ ისე, რომ დაავადების ნიშნები არ გამოავლინონ.
ბუნებაში ჭირის აღმძვრელის რეჭირით ყველა სახის ცხოველი ავადდება, მაგრამ უფრო ამთვისებელია 2-5 თვის ასაკის ლეკვი. ძუძუ სწოვის ასაკში ლეკვი იშვიათად ავადდება. ვაქცინირებული და ბუნებრივად დაავადებამოხდილი დედის ლეკვი, როგორც წესი არ ავადდება. კოლოსტრალური იმუნიტეტი ... კითხვის გაგრძელება »
ავტორი: jaba ნანახია: (1008) კომენტარები(0) სრულად ნახვა
იტალიური ბრაკო

იტალიური ბრაკო, მე-19 საუკუნის დასაწყისიდან ჯიშის გაკეთილშობილება ინგლისურ პოინტერებთან შეჯვარებით დაიწყეს და მიიღეს უფრო მსუბუქი, შედარებით ელეგანტური და სწრაფი იტალიური ბრაკო, მე-19 საუკუნის დასაწყისიდან ჯიშის გაკეთილშობილება ინგლისურ პოინტერებთან შეჯვარებით დაიწყეს და მიიღეს უფრო მსუბუქი, შედარებით ელეგანტური და სწრაფი მეძებარი. იტალიური ბრაკო გამოირჩევა მაღალი ყნოსვით, ყველგან განსხვავებული ძებნის მანერით (ეძებს ჩორთით). იგეშება ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. იდეალური კომპანიონია. იგი გულადი და ამტანიცაა. მისი გამოყენება ნებისმიერი სახის ნადირობისას შეიძლება. თავის მონაცემებიდან გამომდინარე საჭიროებს მუდმივ და რეგულარულ ვარჯიშებს რადგან არ დაკარგოს სანადირო ფორმა.
ავტორი: jaba ნანახია: (677) კომენტარები(0) სრულად ნახვა
დიდი მუდო

ყოფილ საბჭოთა კავშირში მისი გავრცელების ადგილები იყო: კავკასიის შავი ზღვის სანაპირო და რუსეთის სამხრეთი ნაწილი.

საქართველოში შენიშნულია კოდორში ზუგდიდის რაიონში, შავი ზღვის სანაპიროზე. ცხოვრების ნირის შესახებ ცნობები არაა. ტყვეობაში დღე და ღამე ჭამს, იკვებება მწერებით და მღრღნელებით.

ავტორი: jaba ნანახია: (912) კომენტარები(0) სრულად ნახვა
ტუჩა დათვი

მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი დათვისებრთა ოჯახისა. ტუჩა დათვის სხეულის სიგრძე 1.5-1.9 მ, წონა 90-135 კგ აღწევს. მისი სიმაღლე მხრებში 60-90 სმ-ია. სიცოცხლის ხანგრძლივობა 30 წელია. ტუჩა დათვი ყველაზე პატარა სახეობაა დათვებს შორის. იგი ბინადრობს ინდოეთსა და შრილანკაზე. მალაიური დათვის მსგავსად, ისიც ღამის ცხოველია და ასევე ერთადერთ მეწყვილე ჰყავს მთელი ცხოვრების განმავლობაში.
თუჩა დათვის გარეგნული განსხვავება ისაა, რომ მისი შავი ბეწვი ძალიან გრძელი და გაბურძგნულია. მის მოთეთრო დრუნჩზე ბეწვი ნაკლებად იზრდება. ხოლო მისი ტუჩები სრულიად არ არის დაფარული ბეწვით და კარგად ჩანს. სახელწოდებას სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება. ტუჩა დათვს აქვს გრძელი და მოღუნული ბრჭყალები, რომელთა საშუალებითაც იგი ადვილად ეკიდება ხეებზე.
სხვა დათვების მსგავსად, ტუჩა დათვიც მრავალნაირ საკვებს მიირთმევს, ტუმცა უპირატესობას ტერმიტებს ანიჭებს. ნესტოები, რომლებიც იხურება, ჩაღრმავებული სასა და რამდენიმე წინა კბილის ნაკლებობა საშვალებას აძლევს ტუჩა დათვს ადვილად იკვებოს ამ ცხოველებით.
ტუჩა დათვი ბუნაგს იკეთებს მხოლოდ თავშესაფრის მიზნით, მას ზამთარში არ სძინავს. შრილანკაზე მას დაწყვილების პერიოდი არ აქვს განსაზღვრული და პარტნიორის მოძებნა წელიწადის ნებისმიერ დროს შეუძლია. ინდოეთში კი დაწყვილების პერიოდი აპრილიდან ივნისამდე მერყეობს.
ავტორი: jaba ნანახია: (856) კომენტარები(0) სრულად ნახვა
წითელი მგელი

წითელი მგელი, მტაცებელი ძუძუმწოვარი ძაღლისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 76-103 სმ, მასა 14-21 კგ. ქვედა ყბაზე მესამე ძირითადი კბილი არ აქვს. საერთო შეფერილობა ჟანგისფერ-წითელია, მუცელი კი უფრო ღია ფერისაა. გავრცელებულია ცენტრალურ და სამხრეთ აზიაში, ინდოჩინურ მალაკის ნახევარკუნძულისა, კუნძულ სუმატრისა და იავის ჩათვლით. ყოფილ სსრკ-ში — შორეული აღმოსავლეთის მთებში, დასავლეთ საიანებზე, შუა აზიაში. ბინადრობს მთებში ალპურ ზონმდე. ყველგან საკმაოდ იშვიათია. აქტიურია უმთავრესად ღამით. ნადირობს ირემზე, ცხვარზე, თხასა და შველზე. მაკეობის ხანგრძლივობა 62-64 დღე გრძელდება. შობს 5-9 ლეკვს.
ავტორი: jaba ნანახია: (708) კომენტარები(0) სრულად ნახვა
არგენტინული დოგი

არგენტინული დოგის პირდაპირი წინაპრები მასტიფისებრი თეთრი ძაღლები (perro de pelea corbodes) იყვნენ. ისინი გამოირჩეოდნენ საუკეთესო დაცვისუნარიანობით, თუმცა უამრავი ნაკლი გააჩნდათ: იყვნენ ზედმეტად მასიურები (რაც მათ ნადირობაში ხელს უშლიდა) მძიმედ იტანდნენ არგენტინულ ცხელ ჰავას და ა.შ XX საუკუნის დასაწყისში არგენტინელმა კინოლოგმა ანტონიო მარტინესმა შეიმუშავა გეგმა, თუ როგორ შეექმნა მასტისებური თეთრი ძაღლიდან იდეალური მონადირე. 1929 წელს ანტონიომ დაიწყო ექსპერიმენტი, მან შეურია მასტიფისებურ თეთრ ძაღლს ბულტერიერის სისხლი (მეტი სითამამისათვის), ბულდოგის სისხლი (მეტი თავდაჯერებულობისათვის) გერმანული დოგის სისხლი (ელეგანტურობისათვის) ინგლისური პოინტერის სისხლი (ყნოსვის იდეალიზაციისათვის) ირლანდიური მგელთამგუდავის სისხლი (სისხარტუსათვის) და ბორდონული დოგის სისხლი (სიძლიერისთვის) საბოლოოდ მარტინესმა მიიღო იდეალური მონადირე (პუმაზე,იაგუარზე და ტახზე). ის საუკეთესო ოჯახის მცველი და რაც მთავარია ამ ყველაფერთან ერთად შესანიშნავი კომპანიონია.

1964 წელს არგენტინული დოგი დარეგისტრირდა საერთაშორისო კინოლოგიურ ფედერაციაში, როგორც დამოუკიდებელი ჯიში. დღევანდელმა „არგენტინელმა" შემოინახა ყველა ის თვისება რაც მას ექიმმა მარტინესმა შესძინა. ის ადვილად ეგუება ნებისმიერ კლიმატს, ადვილად იწვრთნება, იშვიათად იყეფება, ადვილად ეგუება პატარა საცხოვრებელ ფართს (ამ შემთხვევაში ითხოვს რეგულარულ სეირნობას ბუნებაში, ნუ დაგავიწყდებათ – ის მონადირეა)

დადებითი თვისებები:
1.ერთგული
2.საუკეთესო მონადირე
3.აგზოტიკური ექსტერიერი

თავისებურება: ჯიუტი

მინიშნებები:
1.არ შეიძინოთ ა ... კითხვის გაგრძელება »
ავტორი: jaba ნანახია: (844) კომენტარები(0) სრულად ნახვა
1 2 »
Copyright MyCorp © 2024