XeXe.Ucoz.Com
ხუთშაბათი, 2024-05-16, 6:34 PM
შესვლის ფორმა

სექციის კატეგორიები
თამაშები [356]
ქართული ფილმები [17]
ფილმები [309]
პროგრამები [192]
სიმღერები [54]
კლიპები [43]
ვიდეოები [72]
სურათები [74]
ანიმაცია [23]
მანქანები [6]
სპორტი [86]
ახალი ამბები [26]
სერიალები [34]
სხვა და სხვა [67]
მობილურისათვის [69]
ვებ-მასტერებს [15]
მონადირეებისათვის [13]
მხოლოდ გოგონებისთვის [6]
ჯავა თამაშები [15]
ქაუნთერი cs [351]

ძებნა

კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930

ჩანაწერების არქივი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი საგანი გიყვართ?
Всего ответов: 141

მინი-ჩეთი

საიტის მეგობრები

Block title






სტატისტიკა

სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 14 » საერთაშორისო კონფერენცია – „კლიმატის ცვლილება კავკასიაში“
11:23 PM
საერთაშორისო კონფერენცია – „კლიმატის ცვლილება კავკასიაში“
სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში VII საერთაშორისო კონფერენცია – “კლიმატის ცვლილებებისადმი ადაპტაცია, გამოწვევები და შესაძლებლობები კავკასიაში” გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ და ევროკავშირის ელჩის მოადგილემ ბორის იაროშევიჩმა გახსნეს. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ჰოლანდიის ელჩი პიტერ იან ლანგენბერგი, შვეიცარიის ელჩი გიუნტერ ბეხლერი და ლიხტენშტეინის სატყეო, ბუნების და ლანდშაფტის სამთავრობო განყოფილების გენერალური დირექტორი ფელიქს ნეშერი.

„კლიმატის ცვლილება არის პრობლემა, რომლის შესახებაც დიდი ხანია საუბრობენ და მომავალშიც აქტიური იქნება ეს საკითხი. დღევანდელი კონფერენცია REC კავკასიის ორგანიზებით ტარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის მიერ ერთობლივად ხდება ამ პრობლემის განხილვა და სამომავლო გეგმების განსაზღვრა,” აღნიშნა გოგა ხაჩიძემ.

ყოველწლიურ კონფერენციაზე ბუნებრივი, ანთროპოგენული, გარემოსა და სოციალური ფაქტორების გათვალისწინებით კლიმატის ცვლილების შესახებ დისკუსია გაიმართა და მონაწილეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. ასევე, მოეწყო კლიმატის ცვლილების შესახებ კლიპის პრეზენტაცია. შეხვედრას დაესწრნენ სხვადასხვა სამინისტროების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ტარდება ასეთი კონფერენცია. ღონისძიებაში სამი კავკასიური ქვეყანა იღებს მონაწილეობას, რაც გვაფიქრებინებს, რომ თქვენ ზრუნავთ თქვენი რეგიონის ბუნებაზე. კლიმატის ცვლილების საკითხებზე მუშაობა მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისათვის, სწორედ ამიტომ მხარს ვუჭერთ თქვენს ინიციატივას,” განაცხადა ევროკავშირის ელჩის მოადგილემ ბორის იაროშევიჩმა.

ორდღიანი კონფერენცია კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (RECC) ორგანიზებით და ლიხტენშტეინის გარემოსდაცვითი, მიწათსარგებლობის, სატყეო და სასოფლო-სამეურნეო სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით იმართება.
[i]
კატეგორია: მონადირეებისათვის | ნანახია: 669 | დაამატა: Nick | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024