XeXe.Ucoz.Com
ხუთშაბათი, 2024-05-16, 12:36 PM
შესვლის ფორმა

სექციის კატეგორიები
თამაშები [356]
ქართული ფილმები [17]
ფილმები [309]
პროგრამები [192]
სიმღერები [54]
კლიპები [43]
ვიდეოები [72]
სურათები [74]
ანიმაცია [23]
მანქანები [6]
სპორტი [86]
ახალი ამბები [26]
სერიალები [34]
სხვა და სხვა [67]
მობილურისათვის [69]
ვებ-მასტერებს [15]
მონადირეებისათვის [13]
მხოლოდ გოგონებისთვის [6]
ჯავა თამაშები [15]
ქაუნთერი cs [351]

ძებნა

კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ჩანაწერების არქივი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი საგანი გიყვართ?
Всего ответов: 141

მინი-ჩეთი

საიტის მეგობრები

Block title






სტატისტიკა

სულ ონლაინში: 7
სტუმარი: 7
მომხმარებელი: 0

მთავარი » 2011 » მარტი » 26
ლელიანის კატა

 


                                            ლელიანის კატა, მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 80 სმ, მასა 16 კგ აღწევს. აქვს გრძელი ფეხები, ყურის ბოლოზე მოკლე ფუნჯები,კუდი შედარებით მოკლე აქვს და ბოლოში შეინიშნება პატარ-პატარა რგოლები. ბეწვის შეფერილობა მოყვითალო. ბინადრობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკის წინა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მდინარეთა ხეობების ხშირ ბარდებში. ყოფილ სსრკ-ში — ვოლგის დელტაში, კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროზე, შუა აზიის მდინარეთა ხეობებში. საქართველოში — მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილში. მთებში 800 მ-ზე მაღლა არ ადის საქართველოში გხვდება ძირითად აღმოსავლეთ რაინობში მდინარეთა: ალაზნის, ივრის, ხრამის, მტკვრის გასწვრივ.
ბინადრობს ბუჩქთა ხშირ ბარდნარებში, ლელქაშისა და ლელის შალდამებში, მდინარეებისა და ტბების ნაპირებზე. ბუდეს იკეთებს ბარდებში მიწის ზედაპირზე ან სხვა ცხოველების მიტოვებულ სოროში.იკვებება ფრინველებით, ძუძუმწოვრებით. ზოგიერთ ადგილებში სარეწაო ნადირ-ფრინველის განადგურებით ერთგვარი ზიანი მოაქვს სანადირო მეურნეობისათვის. მძუნაობა მიმდინარეობს თებერვალ-მარტში, მაკეობის ხანგძლივობა 66 დღემდეა. მდედრი შობს 2-5 კნუტს , ისინი თვალებს იხელენ 9-10 დღის ასაკში.
ამ კატის ბეწვი მდარე ხარისხისაა და სპეციალურად მისი დამზადება არ წარმოებს. მცირე სარგებლობა მოაქვს თაგვისნა ... კითხვის გაგრძელება »
ავტორი: jaba ნანახია: (1556) კომენტარები(0) სრულად ნახვა

მოურინიო:"მომავალი სეზონი "რეალის" იქნება"

 


                                                  მადრიდის "რეალის" თავკაცმა ჟოზე მოურინიომ "ას"-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მომავალი წელი, მისი გუნდის წელი იქნება. პორტუგალიელი სპეციალისტი კვლავ ამტკიცებს იმას, რომ მას ძალიან ახალგაზრდა გუნდი ჰყავს."

"მე კვლავ ვთვლი, რომ ჩვენ ძალზე ახალგაზრდა გუნდი გვყავს. ვფიქრობ, მომავალი სეზონი "რეალის" წელი იქნება, თუმცა ჯერ ამ სეზონზეც შეიძლება ფიქრი. აპრილი ჯერ მხოლოდ ეხლა იწყება. ჩვენ გვაქვს შანსი მაქსიმალურ შედეგებს მივაღწიოთ სამივე ფრონტზე, ამიტომაც ჩვენ ამისთვის ვიბრძოლებთ. ვფიქრობ, რომ უკვე ახლა "რეალი" სერიოზულ ძალას წარმოადგენს"-განაცხადა მოურინიომ

ავტორი: jaba ნანახია: (672) კომენტარები(0) სრულად ნახვა
ბრწყინვალე გამარჯვება!!!

 


                                    სულ ახლახანს დასრულდა საქართველო-ხორვატიის მატჩი,რომელიც ჩვენების დიდი გამარჯვებით დასრულდა. მატჩის 90-ე წუთზე ლევან კობიაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა და გუნდს ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი მისცა. ყველა ქომაგს გილოცავთ ამ ბრწყინვალე გამარჯვებას და მარავალი მომელოცოს კიდევ!

ავტორი: jaba ნანახია: (675) კომენტარები(0) სრულად ნახვა
Cоuntеr-Strikе Sоurсe ZombieMod v34.2 (2010/ENG/PC)

 


                                     დასახელება: Cоuntеr-Strikе Sоurсe v34.2 - ZombieMod
წელი: 2010
ჟანრი: Action / FPS (First Person Shooter)
გამომცემი: Valve Software
მწარმოებელი: Valve
ენა: ინგლისური და რუსული
გამშვები: არ სჭირდება

თამაშის შესახებ:
Counter Strike: Soruce - ეს არის განახლებული ნაწილი, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ამავე დასახელების თამაშების წინა სერიებისგან. თამაშში არის ძალიან დახვეწილი გრაფიკა და რეალიზმი, ასევე რეალური გრავიტაცია და ეფექტები, რასაც ვერ შეხვდებით თამაშის წინა სერიებში. ახლა კი გთავაზობთ თამაშის Zombie Mod-ს რომელის შეშვეობითაც მებრძოლთა ჯგუფი ორად გაიყოფა, ადამიენები ზომბების წინააღმდეგ.

მინიმალური სისტემური მოთხოვნები:
ოპერაციული სისტემა: Windows XP / Vista / 7
პროცესორი: Pemtium 4, 1.8 Ghz
ოპერატიული მეხსიერება: 512 MB - Xp / 1 GB - Vista
ვიდეოკარტა: 128 MB
თავისუფალი ადგილი დისკზე: 3.5 GB 

                                                           

ავტორი: jaba ნანახია: (685) კომენტარები(0) სრულად ნახვა
მგელი

მგელი ეკუთვნის ძაღლების ოჯახს.საქართველოში გავრცელებულია კავკასიური მგელი.
აღწერილობა:სხეულის სიგრძე 105-160სმ,კუდის-35-52სმ. მამრები უფრო დიდია ვიდრე მდედრები,მამრების სხეულის წონა 34-65 კგ,მდედრების 30-42.ბეწვი უხეშია,მურა-რუხი,ხოლო გვერდებზე და მუცელზე უფრო ბაცი.ბეწვის შეფერადების სეზონური ცვალებადობა უმნიშვნელოა.
გავრცელება: ევროპა, აზია, ჩრდილო ამერიკა, დასავლეთ ევროპის მრავალ ადგილას მოსპობილია. ყოფილ საბჭოთა კავშირში თითქმის ყველგანაა გავრცელებული, ზოგიერთ ადგილას მრავალრიცხოვანია. საქართველოს ტერიტორიაზე გვხვდება ყველგან, 3000 მ სიმაღლემდე ზღვის დონიდან
ცხოვრების ნირი:ადგილსამყოფელები მრავალნაირია. ბინადრობს ტყეებში,ბუჩქნარებში,ველებზე და ალპურ ზონაში,ძალიან მოძრავი ცხოველია.ზამთრობით მგლების უმრავლესობა თავს იყრის სასოფლო-სამეურნეო პირუტყვის სადგომების ახლოს,ხოლო გაზაფხულზე ადგილს ინაცვლებს საზაფხულო საძოვრებისაკენ.ბუნაგს იკეთებს ყოველთვის წყლის ახლოს ყრუ ადგილებში ბუჩქებით დაფარულ ხევში და ა.შ.ერთი და იგივე ბუნაგს იყენებს მრავალი წლის განმავლობაში კლდის ქვეშ,კლდის ნაპრალებში,მღვიმებში და მხოლოდ ყველა ლეკვის დაღუპვის შემთხვევაშიი იცვლის ადგილსამყოფელს.ზოგჯერ იყენებს სხვა ნადირის ბუნაგს ან სოროს.ბუნაგში იმყოფება მხოლოდ ლეკვების აღზრდის პერიოდში,დანარჩენ დროს დაძრწის თავის სამონადირეო უბანზე.ნადირობს ჩვეულებრივად ღამით,ერთი ღამის განმავლობაში შეუძლია გაირბინოს 25-40 კილომეტრი,ნადირობს მიპარვით ან თავშესაფრებული,ძლიერი ამტანია და ცბიერი.ზამთარში დიდი თოვლის დროს ნადირ ... კითხვის გაგრძელება »
ავტორი: tazo ნანახია: (813) კომენტარები(0) სრულად ნახვა
კურდღელზე ნადირობა

                                               

კურდღელი ჩვენში მეტნაკლები რაოდენობით, თითქმის ყველგან მოიპოვება. გვხვდება ყველა ვერტიკალურ ზონაში, გარდა ალპურის ზედა ზონისა და მყინვარების მიმდებარე ტერიტორიაზე. განსაკუთრებით ეტანება გაშლილ ადგილებს, ველებსა და ნახევარუდაბნოებს, ბორცვებსა და მთისპირებს. არ ერიდება არც ტყის მასვიებს, მაგრამ მაინც ტყის პირებს ამჯობინებს. უყვარს ბუჩქნარი, ჩალიანი და კულტურული ლანდშაფტები.

კურდღელი საშუალო ზომის ცხოველია, მისი წონა 5-6 კგ-ს აღწევს. მაკეობს წელიწადში სამჯერ (თბილი ზამთრის პერიოდში ოთხჯერასც) . მაკეობა 45-48 დღეს გრძელდება. ბადებს 2-3 თვალხილულ ბალნით შემოსილ ნაშიერს. ვინაიდან კურდღელს მუდმივი საცხოვრებელი სორო არ გააჩნია, იგი ბაჭიებს მოფარებულ ადგილზე ტოვებს და დრო და დრო აკითხავს მათ გამოსაკვებად. ლიტერატურაში არის ცნობები იმის შესახებ, რომ ბაჭიებს შეიძლება სრულიად უცხო დედალმა კურდღელმაც მოაწოვოს. ახალგაზრდები სწრაფად ვიტარდებიან და თვე-თვენახევარში სრულიად დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ. სქესობრივ სიმწიფეს 1 წლის ასაკში აღწევენ. ცოცხლობენ 10 წლამდე.

ეს ცხოველი მხოლოდ მცენარეებით იკვებება. თბილ პერიოდში ისინი ნორჩ ბალახს, ჯეჯილს და ახალგაზრდა ყლორტებს ჭამენ; არ ერიდებიან ბოოსტნებში შესვლას და ეტანებიან კომბოსტოს, სტაფილოსა და სხვა ბოსტნეულს. ძამთრობით მათი საკვები ძირითადად ... კითხვის გაგრძელება »
ავტორი: tazo ნანახია: (765) კომენტარები(0) სრულად ნახვა

Copyright MyCorp © 2024