ინფორმაცია ფაილზე: დასახელება: Luis Nani - I Will Go Far ჟანრი: სპორტი/ფეხბურთი წელი: 2009
მოკლე აღწერა: შესანიშნავი ვიდეო "მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელ ვარსკვლავ ლუიშ ნანიზე მხოლოდ და მხოლოდ ამ წლის საუკეთესო ეპიზოდები, გოლები, ფინტები, სულ ახლახანს გამოსული ვიდეო, რაც მთავარია ეს ყველაფერი უმაღლეს ხარისხში ძალიან ეფექტური გაფორმებებით და ძალიან კარგი მუსუკით, მოკლედ ოთხ წუთიანი სიამოვნება "მანჩესტერ იუნაიტედის" და ლუიშ ნანის გულშემატკივრებს.
ჟოზე მოურინიომ ესპანელ ჟურნალისტებთან სეზონის დასკვნით ნაწილზე ისაუბრა...
”საჭიროა, თავდაუზოგავი მუშაობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ფეხბურთელმა იფიქროს, თუ რა ევალება მას მოედანზე. ყველა მატჩს სრული სერიოზულობით უნდა მივუდგეთ და წარმატებასაც მივაღწევთ”.
”რეალის ფეხბურთელებს, მე ჩემ ოჯახად აღვიქვამ და როგორც ამ ოჯახის ლიდერს, მევალება მათი დაცვა. ეს ასე, რომ არ იყოს, დღეს არ ვიქნებოდი სამეფო კლუბის მთავარი მწვრთნელი. ჩვენ ერთი დიდი კოლექტივი ვართ და ერთნაირი მიზნები გვაქვს დასახული”.
”არ აქვს მნიშვნელობა, თუ სად შევხვდებით, ”ბარსელონას” პირველად. თუ ერთხელ წავაგეთ, ეს არ იმოქმდებეს მეორე თამაშზე. ჩემმა ბიჭებმა კარგად იციან ასეთი შეხვედრების ფასი”.
”ძალიან კარგად ვმუშაობთ და ბევრს ვვარჯიშობთ წარმატების მისაღწევად. არ არის მარტივი სამივე ტიტულის მოგება. ეს თვეები იქნება გადამწყვეტი და ძალიან გაწბილებული დავრჩები, თუ ვერცერთი ტიტლი ვერ მოვიგეთ”.
”მსაჯებიც ადამიანები არიან და მათაც მოსდით შეცდომები. შეიძლება ისინი კონკრეტულ სიტუაციაში გავაკრიტიკო, მაგრამ საზოგადოდ მათ კრიტიკას ნამდვილად არ დავიწყებ”.
”ძალიან მინდა, რომ ამ გუნდში რაც შეიძლება დიდი ხანი დავრჩე, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ კლუბის ხელმძღვანელობა 100%-ით მენდობა და ფანებსაც ვუყვარვარ. მადრიდული კარიერის შემდეგ, პრემიერ ლიგაში დავბრუნდები”.
როგორც მოგეხსენებათ, არგენტინემა ფორვარდმა, ტრავმა, ვადაზე ადრე მოირჩინა, რითაც ჟოზე მოურინიო ბედნიერია...
”პიპიტამ შესანიშნავად ითამაშა ”კასტილიასთან”. ეს იმას ნიშნავს, რომ მას არ გაუჭირდება დაბრუნება”.
”მან 60 წუთი ითამაშა. რა თქმა უნდა იგუაინი არ არის 100%-ით მზად, მაგრამ ის სულ მალე დაგვიბრუნდება”.
”არ ვიცი, იგი რამდენად მოახერხებს ”ხიხონთან” დაბრუნებას, მაგრამ ერთი კი ფაქტია, გონსალოს მოედანზე სულ მალე ვიხილავთ. ძალიან კარგია, რომ მის გამოყენებას ამ სეზონშიც მოვახერხებ
”მანჩესტერ იუნაიტედის” მესვეურებს, ჟოზე მოურინიო, სერ ალექსის სრულფასოვან შემცვლელად მიაჩნიათ...
აღსანიშნავია, რომ ჟოზეს ძალიან კარგად შეუძლია ახალი ტალანტების აღმოჩენა. სწორედ ასეთი თავკაცის ხილვა სურთ ”წითელ ეშმაკებს” თავიანთ რიგებში. მოურინიო დღესდღეობით ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია მსოფლიოში და არც არის გასაკვირი ინგლისური კლუბის მისდამი ინტერესი.
ფეხბურთის პორტუგალიელ სპეციალისტს ჰყავს ისეთი ტალანტები აღმოჩენილი როგორებიც არიან: მარიო ბალოტელი და სანტონი. დღეს ორივე უმაღლეს დონეზე თამაშობენ. ასევე ჟოზე დიდ ყურადღებას აქცევს ალვარო მორატას, სარაბიას და კასადოს.
”მანჩესტერის” გარდა, ”რეალის” მწვრთნელის გადაბირება, ”სიტის” და ”ჩელსის” სურთ.
მადრიდის ”რეალი” უკვე 11 წელია არ ყოფილა ასე ახლოს ტრიპლეტთან...
წლევანდელი სეზონი მართლაც გამორჩეულია მადრიდის ”რეალისთვის”. ”ბლანკოსი” უკვე კოპა დელ რეის ფინალშია, ასევე გასულია ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში და ლა ლიგაში ”ბარსელონას” მისდევს, ასე, რომ შესაძლებელია წელს გუნდმა ტრიპლეტი შეასრულოს.
გუნდი იდეალურ სეზონს ატარებს, თუ არ ჩავთვლით ”ბარსელონასთან” საზარელ მარცხს ანგარიშით, 5-0. გუნდი სამივე ფრონტზე ძალიან მაღალ დონეზე ასპარეზობს, რაც ჟოზე მოურნიოს დამსახურებაც არის.
ტრიპლეტთან ასე ახლოს, ”რეალი” 1999 წელს იყო, მას შემდეგ სამეფო კლუბი სამ ტიტულთან ახლოსაც არ ყოფილა.
ჟოზე მოურინიომ "სანტიაგო ბერნაბეუს" მოედანზე "თეთრების" მწვრთნელის რანგში ფეხი 2010 წლი 31 მაისს დადგა. მას შემდეგ ზუსტად 300 დღე გავიდა, სწორედ ამ ხნის მანძილზე იყო "მადრიდის რეალის" გემი პორტუგალიელი სპეციალისტის ხელში.
კლუბი ჯერ კიდევ ინარჩუნებს ჩემპიონობის შანსს, "თეთრები" ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალშიც გავიდნენ და ამას დამატებული "მესტალიაზ" სამეფო თასის დაუფლებისთვის იბრძოლებენ. ამ ხანგრძლივი გზის მანძილზე, მოურინიოს, როგორც თავად ამბობს, მოუწის არამარტო სათამაში დაბრკოლებების გადალახვამ, არამედ საარბიტრო, საკალენდარო, პრესის და თავად კლუბის რამოდენიმე წარმომადგენლის დაბრკოლებისაც კი.
პლიუსები
ლა ლიგა
კლუბი ხუთი ქულით ჩამორჩება "ბარსელონას". ამასთანავე სეზონის ბოლომდე ჯერ კიდევ ცხრა ტურია სათამაშო, რაც მთავარია, მათ შორისაა სათამაშო ტური "სანტიაგო ბერნაბეუზე". კლუბის წარმატების საიდუმლო მათ საშინაო არენაზე კარგ თამაშშია:14 თამაშიდან 14 მოგება. 46 გატანილი გოლი და 6 გაშვებული. "მადრიდის რეალს" შეუძლია იამაყოს იმით, რომ ერთადერთი კლუბია, რომელსაც საშინაო შეხვედრა არ აქვს წაგებული.
ჩემპიონთა ლიგა და სამეფო თასი
მოურინიომ მოახერხა 1/8 ფინალური წყევლის დაძლევა. 7 წლიანი წარუმატებლობის შემდეგ, პოტუგალიელმა "მადრიდის რეალი" ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გაიყვანა. ეს გზა მან საკმაოდ დამაჯერებლად გაიარა. გარდა ამისა, 2003-2004 წლების შემდეგ, "თეთრები" პირველად გავიდნენ სამეფო თასის ფინალში. ერთი წლის წინ, ამ დროისთვის "მადრიდის რეალი" ზემოთხსენებული ორივე ტურნირიდან გამოვარდნილი იყო...