XeXe.Ucoz.Com
ხუთშაბათი, 2024-05-16, 7:46 PM
შესვლის ფორმა

სექციის კატეგორიები
თამაშები [356]
ქართული ფილმები [17]
ფილმები [309]
პროგრამები [192]
სიმღერები [54]
კლიპები [43]
ვიდეოები [72]
სურათები [74]
ანიმაცია [23]
მანქანები [6]
სპორტი [86]
ახალი ამბები [26]
სერიალები [34]
სხვა და სხვა [67]
მობილურისათვის [69]
ვებ-მასტერებს [15]
მონადირეებისათვის [13]
მხოლოდ გოგონებისთვის [6]
ჯავა თამაშები [15]
ქაუნთერი cs [351]

ძებნა

კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930

ჩანაწერების არქივი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი საგანი გიყვართ?
Всего ответов: 141

მინი-ჩეთი

საიტის მეგობრები

Block title






სტატისტიკა

სულ ონლაინში: 11
სტუმარი: 11
მომხმარებელი: 0

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 14 » Notorius B.I.G. Discography 11 CD
11:06 PM
Notorius B.I.G. Discography 11 CD
ბიოგრაფია:

კრისტოფერ ჯორჯ ლეიტორ უოლესი (Christopher George Latore Wallace; (დ. 21 მაისი 1972, ბრუკლინი, ნიუ-იორკი - გ. 9 მარტი 1997, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია) იყო ცნობილი ამერიკელი რეპერი. ასევე ცნობილია როგორც ბიგი სმოლსი და ფრენკ უაიტი, ყველაზე მეტად - როგორც The Notorious B.I.G.

რეპერი ბავშვობიდანვე გამრჩეული იყო სიმღერისა და ხატვის ნიჭით. მას ნიუ იორკში ასევე ზედმეტსახელ ბიგ კრისითაც იცნობდნენ. მას მხატვრობა უნდოდა, მაგრამ უბანმა თავისი გავლენა მოახდინა და ერთხელაც ის ჩრდილო კაროლინის შტატში ნარკოტიკების შენახვისთვის დააკავეს, მან მხოლოდ ცხრა თვეში შეძლო ციხის დატოვება.
მისი პირველი ალბომი Ready to Die 1994 წლის 13 სექტემბერს გამოვიდა. ალბომმა მას წარმატება მოუტანა და ის ნიუ იორკის მეინსტრიმული სცენის საუკეთესო წარმომადგენელი გახდა. 1995 წელს Source Music Awards-ის დაჯილდოვებაზე ბიგი საუკეთესო ახალ შესმრულებლად აღიარეს. ასევე Billboard Music Awards-ის დაჯილდოებაზე მისი სინგლმა Big Poppa წლის საუკეთესო სინგლის წოდება მოიპოვა.
დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროებს შორის ნამდვილი ომი დაიწყო ბიგისა და ტუპაკ შაკურის შორის დაპირისისპირებით. ამ მოვლენების დროს ბევრი მკვლელობა მოხდა, რომელიც არ გახმაურებულა.
1997 წლის 9 მარტს მისი მთავარი მტრის ტუპაკის მკვლელობიდან რამოდენიმე თვეში ბიგი საკუთარ მანქანაში მოკლული იპოვეს. მის მკვლელობას სხვადასხვა ცნობილ და უცნობ ადამიანებს უკავშირებდნენ. პირველი ვერსიით მკვლელობა სნუპ დოგის დაკვეთილი იყო. ასევე ეჭვი მიტანილი იყო მისი მთავარი მეტოქის ტუპაკის გარემოცვის წევრებსა და ფანებზე, რომლებიც ბიგის ადანაშაულებდნენ შაკურის მკვლელობაში. საბოლოოდ არც ერთი ეჭვი ბოლომდე არ დადასტურებულა.
1997 წლის 25 მაისს მისი მეორე ალბომი Life After Death გამოვიდა. მისი დებიუტი გახიდვების ჩარტების პირველ ადგილზე მოხდა და ის პირველ ადგილას კიდევ დიდხანს დარჩა, სინგლების Mo Money, Mo Problems-სა და Sky's the Limit.-ის წყალობით. ბიგი ჟურნალმა Spin წლის საუკეთესო შემსრულებლად დაასახელა. ასევე ალბომმა სხვადასხვა დაჯილდოვებებზე საუკეთესო ალბომის ნომინაციებში გაიმარჯვა. მის სამოქალაქო პანაშვიდზე ათასობით ადამიანი მოვიდა. საგულისხმოა, რომ ადგილი ჰქონდა შეტაკებებს პოლიციასთან და ათი ადამიანი პოლიციამ დააკავა.
სიკვდილიდან ორი წლის შემდეგ მისმა ჩამწერმა სტუდიამ ალბომი Born Again გამოუშვა. მან უდიდესი წარმატება მოიპოვა. დისკის ჩაწერაში მონაწილეობას იღებდნენ ბევრი ცნობილი რეპერები, როგორებიც არიან: ლილ კიმი, ლილ სიზი, სნუპ დოგი, ბასტა რაიმსი, აის კიუბი და სხვები. სიკვდილის შემდეგ მას ცოლი და ორი შვილი დარჩა. მისი მკვლელობის გამოძიება დღესაც მიმდინარეობს, მაგრამ ჯერ არცერთი დაკავება არ მომხდარა.
2005 წლის 11 დეკემბერს მისი პი დიდის მიერ პროდუსირებული მორიგი ალბომი Duets - The Final Chapter-ი გამოვიდა. ის ბიგის ძველ ჩანაწერების მიხედვით შეიქმნა და ჩაწერაში მონაწილეობა ბევრმა ახალმა რეპერმა მიიღო.
[i][b]
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 734 | დაამატა: Nick | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024