XeXe.Ucoz.Com
პარასკევი, 2024-05-17, 1:50 AM
შესვლის ფორმა

სექციის კატეგორიები
თამაშები [356]
ქართული ფილმები [17]
ფილმები [309]
პროგრამები [192]
სიმღერები [54]
კლიპები [43]
ვიდეოები [72]
სურათები [74]
ანიმაცია [23]
მანქანები [6]
სპორტი [86]
ახალი ამბები [26]
სერიალები [34]
სხვა და სხვა [67]
მობილურისათვის [69]
ვებ-მასტერებს [15]
მონადირეებისათვის [13]
მხოლოდ გოგონებისთვის [6]
ჯავა თამაშები [15]
ქაუნთერი cs [351]

ძებნა

კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930

ჩანაწერების არქივი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი საგანი გიყვართ?
Всего ответов: 141

მინი-ჩეთი

საიტის მეგობრები

Block title






სტატისტიკა

სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 18 » ლუკასი საკუთარ თავსა და მსოფლიო კლასის ფეხბურთელებზე
11:13 PM
ლუკასი საკუთარ თავსა და მსოფლიო კლასის ფეხბურთელებზე
დღეს “ლივერპულის” ოფიციალურ საიტთან ლუკას ლეივამ საკუთარი პროგრესისა და მსოფლიო დონის ფეხბურთელებზე ისაუბრა.

24 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი რაფაელ ბენიტესმა, როგორც “ახალი კაკა” ისე იყიდა, მაგრამ საბოლოოდ ლუკასი ნამდვილ ჩამშლელად ჩამოყალიბდა. ფეხბურთელს ხშირად აკრიტიკებდნენ, თუმცა-ღა დღეს მერსისაიდელთა ერთ-ერთი ლიდერია.

ლუკასი “ლივერპულისა” და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია. კითხვაზე, თუ როგორ შეიცვალა მისი პოზიცია, “გრემიოს” ყოფილმა მოთამაშემ უპასუხა:

- “მე სრულიად შევიცვალე. “ლივერპულში” გადმოსვლამდე ყველამ კარგად იცოდა ჩემი როლი მოედანზე, ვთამაშობდი გამთამაშებლად და მეორე ფორვარდად, მაგრამ აქ მოსვლის შემდეგ სულ სხვა ტენდენციით გავიარე ადაპტირება. ვფიქრობ, ყველაზე მეტად ფიზიკურად გავძლიერდი. ჩემი ამჟამინდელი როლით ნამდვილად კმაყოფილი ვარ.

სერხიო ბუსკეტსი კარგი მოთამაშეა. რათქმაუნდა მას ახლომახლო ისეთი ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც დაეხმარებიან, მაგრამ ხალხი ხედავს, თუ როგორი ნიჭიერია ის.

რაც შეეხება ხაბი ალონსოს, ის ისეთი ფეხბურთელია, რომლის თამაშებსაც დღემდე ვუყურებ და ვცდილობ, რომ მისგან რაც შეიძლება მეტი ვისწავლო. მასთან ერთად რამოდენიმე წელიწადი გავატარე და ვარჯიშებზე მისი თამაშით აღფრთოვანებული ვრჩებოდი. ჩემი აზრით, ხაბი თავის პოზიციაზე საუკეთესო ფეხბურთელია.”

ლუკასმა ბოლო წლებში რამოდენიმე პირადი ტიტული მოიგო. მაგალითად: ის 2010-11 წლების “ლივერპულის” საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ცოტა ხნის წინ კი ჩრდილო-დასავლეთის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. მიუხედავად ამისა, “წითლების” 21-ე ნომერი თვლის, რომ არის კიდევ რაღაცეები, რასაც ისურვებდა, რომ მის თამაშში ჩაემატებინა:

- “ნამდვილად ბედნიერი ვარ, მადლობას ვუხდი იმ ხალხს, ვინც ხმა მომცა. დარწმუნებული ვარ თითოეული “ლივერპულის” ფანი ცდილობდა, რომ ჩემთვის მხარი დაეჭირა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ, იმისათვის, რომ პრიზის მოგებაში დამეხმარნენ. ისინი ყოველთვის გვერდში მიდგანან და მინდა სამაგიერო მოედანზე ჩემი კარგი თამაშით გადავუხადო.

მინდა, რომ გოლების გატანაც დავიწყო. ეს იქნება საუკეთესო გზა, რათა კიდევ უფრო განვვითარდე. ჩემი როლი იმას ნიშნავს, რომ ყოველთვის საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე უნდა ვიზრუნო, მაგრამ თუკი ერთი-ორჯერ გავრისკავ და მეტოქის ნახევარზეც გადავალი, იმედია ხანდახან გავიტან კიდეც.

მინდა კომენტარი ლუის საურესზეც გავაკეთო. ის საუკეთესო იყო “კოპა ამერიკაზე” და მოიგო კიდევაც ტიტული. საუკეთესოა “ლივერპულშიც” და იგივეს მალე გაიმეორებს. ვიღაცამ ფეისბუქის გვერდიც გააკეთა სახელწოდებით “ლუის სუარესი – ახალი მესი”, მაგრამ ეს ასე არაა.

რათქმაუნდა მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და ბევრ გოლს იტანს, მაგრამ იგივეს აკეთებდა ლუი “აიაქსშიც” და აქაც. ისინი განსხვავებული სტილის ფეხბურთელები არიან. ლუისი ფიზიკურად ძალიან ძლიერია და მარტოს შეუძლია მომენტების შექმნა, მესი კი დიდი ნიჭის პატრონია და მისი უნარის ამოცნობა შეუძლებელია.

ეს იგივეა, რომ ლეო რონალდოს შეადარო. კრისტიანოც და მესიც სხვადასხვანაირ ფეხბურთს ტამაშობენ, მაგრამ ვთვლი, რომ ამ დროსითვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები მესი და სუარესი არიან. რონალდოსა და მესის შეჩერებას დიდი შრომა სჭირდება, ლუისი შეჩერება კი უბრალოდ შეუძლებელია!
კატეგორია: სპორტი | ნანახია: 819 | დაამატა: Nick | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 1


   3)  
[u][i][b]tu gsurt baneris gacvla www.geotamashi.do.am ze mommartet [/b]
[/i][/u]
[hide][u][i][b]Skype : lasho_-_lasho
FaceBook : lasha-giorgi xadiashvili [/b][/i][/u][/hide]


დრო: 2011-11-24 პროფილი | წერილის მიწერა | საიტი: ნახვა
PK   ! Эь•7f 
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024