XeXe.Ucoz.Com
ოთხშაბათი, 2024-05-15, 6:32 PM
შესვლის ფორმა

სექციის კატეგორიები
თამაშები [356]
ქართული ფილმები [17]
ფილმები [309]
პროგრამები [192]
სიმღერები [54]
კლიპები [43]
ვიდეოები [72]
სურათები [74]
ანიმაცია [23]
მანქანები [6]
სპორტი [86]
ახალი ამბები [26]
სერიალები [34]
სხვა და სხვა [67]
მობილურისათვის [69]
ვებ-მასტერებს [15]
მონადირეებისათვის [13]
მხოლოდ გოგონებისთვის [6]
ჯავა თამაშები [15]
ქაუნთერი cs [351]

ძებნა

კალენდარი
«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ჩანაწერების არქივი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი საგანი გიყვართ?
Всего ответов: 141

მინი-ჩეთი

საიტის მეგობრები

Block title






სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0

მთავარი » 2011 » მაისი » 21 » ინიესტას ინტერვიუ
9:24 PM
ინიესტას ინტერვიუ
"სტემფორდ ბრიჯის" გმირი ბრუნდება ინგლისში, ამჯერად ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად, რომელიც "უემბლიზე" გაიმართება. მას შემდეგ, რაც მონაწილეობა მიიღო რომის ფინალში და გაიტანა გამაწყვეტი გოლი მსოფლიო ჩემპიონატზე, ანდრესი აცხადებს: "ყველაფერზე მეტად ახლა გამარჯვება მსურს. ასეთი მომენტები ხშირი ნამდვილად არ არის ჩვენს ცხოვრებაში".



ანდრეს ინიესტა საუკეთესო სეზონს ატარებს. მის გოლებსა და ფინტებს აღფრთოვანებაში მოჰყავს ფანები. სტადიონზე შეკრებილი პუბლიკა ყოველთვის ოვაციებით ხვდება მას. ანდრეს ინიესტას სჯერა თავისი გუნდის და ცდილობს მესამედ მოიგოს ჩემპიონთა ლიგა. ინგლისი ძალიან კარგ მოგონებებთან ასოცირდება მისთვის. მოედანი სხვაა, თუმცა მიზანი იგივე: კვლავ თასის მოგება. მან ინტერვიუ მისცა "ბარსა ტვ"–სა და "ბარსელონას" ოფიციალურ საიტს.



– ევროპულ თასებთან დაკავშირებით რა მოგონებები გაქვთ?



– ევროპული თასის ტურინირი ყოველთვის ძალიან განსხვავებულია, ძალიან სანახაობრივი, სადაც ფეხბურთელებიც და ფანებიც განსაკუთრებულად იხარჯებიან. ყოველთვის ვოცნებობდი ასეთ ტურნირში მიმეღო მონაწილეობა და მე ეს ოცნება ამიხდა, 2–ჯერ მოვიგე ჩემპიონთა ლიგა.



– რა გახსოვს 1992 წლის 20 მაისიდან?



– ნამდვილად არ მახსოვს როდის და ვისთან ერთად ვუყურებდი ამ მატჩს. მაშინ სულ რაღაც 8 წლის ვიყავი. მე მახსოვს იმ მატჩის მომენტები, სურათები. ვაანალიზებდი ამ თასის მნიშნველობას, რადგანაც ეს ჩვენი პირველი ევროპული ტიტული იყო.



– და "ოცნების გუნდი"?



– ჩემი გმირები სწორედ მანდ თამაშობდნენ: გვარდიოლა და ლაუდრუპი. მიყვარდა მათი თამაშის ცქერა და მსურდა მათსავით დიდი ფეხბურთელი გავმხდარიყავი.






– როდესაც ლაუდრუპს შეხვდით, ღელავდით თუ ჩვეულებრივად შეეგუეთ ამას, რადგანაც პროფესიონალი ხართ?



– მე მას მხოლოდ 2–ჯერ თუ 3–ჯერ შევხვდი, მაგრამ ყოველთვის ძალიან ვღელავდი. ძალიან ვაფასებ და მიყვარს ის. ლაუდრუპი ჩემი კუმირია.



– არის თუ არა დღევანდელი "ბარსელონა" "ოცნების გუნდის" გაუმჯობესებული ვარიანტი?



– ის განსხვავებული გუნდი იყო და სხვა დროში თამაშობდა. ჩვენ სხვადასხვა გუნდებიდან საუკეთესოს ვსწავლობთ და ვაერთიანებთ საკუთარ თამაშში, რათა დავემსგავსოთ ისეთ გუნდებს, როგორებიც არიან "ოცნების გუნდი" და სხვა. ჩვენი კლუბი ერთიანია და ყოველ წელს ვვითარდებით, ვძლიერდებით, რათა მოვიგოთ მეტი და მეტი ტიტული. ყველანაირი ტიტული გვაქვს მოგებული, თუმცა მოტივაციას არ ვკარგავთ, ვცდილობთ ვიპოვოთ ახალი გზა, ახალი ვარიანტები, რათა მრავალფეროვანი თამაში შევთავაზოთ გულშემატკივარს.



– თქვენ 27 წლის ხართ და უკვე ჩაატარეთ 70 მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე. შეგიძლიათ სადებიუტო შეხვედრა გაიხსენოთ?



– რა თქმა უნდა. ეს მატჩი იყო "ბრიუგესთან" გასვლაზე. ეს ჩემი პირველი შეხვედრა იყო ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსას" მაისურით. ძალიან კარგად მახსოვს ის დღე. ძალიან ვნერვიულობდი, რადგანაც ამიხდა ის ოცნება, რომელზეც ვფიქრობდი "ლა მასიაში" ყოფნისას. ძალიან ამაღელვებელი და დაძაბული დღე იყო.







– თქვენ გაქვთ 6 გატანილი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე, თუმცა ყველასგან გამოსარჩევია გოლი, რომელიც გაუტანეთ "ჩელსის" "სტემფორდ ბრიჯზე". როდესაც ამ მომენტს იხსენებთ ისევ ისეთი გახარებული და ემოციამოზღვავებული ხართ?



– დიახ და ამაზე მუდამ ვიფიქრებ. ყოველთვის ვუყურებ ხოლმე ამ მატჩს. ვაცნობიერებ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს გოლი გუნდისთვისა და გულშემატკივრებისთვის. ხშირად ვუყურებ ამ მომენტს და ემოციების მოზღვავებს ვგრძნობ. მახსოვს როგორ გავიტანე გოლი და შემდეგ გონებადაბინდული აღვნიშნავდი ამ მომენტს.



– ფიქრობთ, რომ ამ გოლმა თქვენ "დიდებულად" გაქციათ?



– პიროვნული თვალსაზრისით არა. ვფიქრობ, რომ ზუსტად ისევე ვთამაშობ, როგორც ადრე. მე ვცდილობ ყოველდღე უკეთ ვითამაშო, ეს გოლები კი მე არავისზე მაღლა არ მაყენებს, ასე მხოლოდ პრესაში ჩანს. ანდრეს ინიესტა, როგორც ფეხბურთელი არ შეცვილილა "სტემფორდ ბრიჯსა" და მსოფლიო ჩემპიონატზე გატანილი გოლების შემდეგ. ინიესტა უკეთესო მხოლოდ შრომის შედეგად ხდება და არა ასეთი მომენტების.



– ახლა შევეხოთ შენს ძველ ფინალს. პარიზში შეცვლაზე შემოხვედი...



– დიახ და ეს იყო ჩემს კარიერაში უდიდესი იმედგაცრუება. 1/4 და 1/2 ფინალები ძირითადში დავიწყე, ხოლო ფინალში სათადარიგოზე დამსვეს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ამბობდა კარგად ითამაშაო. ეს ძალიან დიდი შოკი იყო ჩემთვის, არავინ მოელოდა ამას. თუმცა მოედანზე გამოსვლის შემთხვევაში ყველაფერს გავაკეთებდი მოსაგებად. მეორე ნახევარში შევედი მეოდანზე და სიტუაციაც რადიკალურად შეიცვალა, თუმცა პირვანდელმა გადაწყვეტილებამ ძალიან მატკინა გული.



– ელაპარაკეთ ფრენკ რაიკაარდს?



– დიახ.



– გაბრაზდი, რომ მან სათადარიგოზე დაგტოვა?



– არა. ეს მისი გადაწყვეტილება არ იყო. მე მას ვესაუბრე, თუმცა ეს საუბარი ჩვენ ორს შორის დარჩება.



– მაგრამ ამ ფაქტმა შენ ვერ შეგაჩერა, მეორე ნახევარი უმაღლეს დონეზე ჩაატარე...



– მე ვგრძნობდი, რომ გუნდისთვის ყველაფერი უნდა გამეკეთებინა. ბრაზი გულში ჩავიკალი და ყველაფერი გავიღე მოსაგებად.



– შენ პრაქტიკულად ტრავმირებული იყავი რომის ფინალში. როგორი იყო ის 15 დღე, როდესაც ლაზარეთში იყავი?



– ძალიან რთული დღეები იყო. თანაც იმ დროის გაიმართა "კოპა დელ რეის" ფინალი, სადაც გამგზავრებაც კი ვერ მოვახერხე. ძალიან ვღელავდი, თუმცა საკუთარ თავს ვამხსნევებდი და მჯეროდა, რომ ფინალისთვის მზად ვიქნებოდი. 100%–ით მზად ნამდვილად არ ვიყავი, თუმცა ბედნიერი ვარ იმით, რომ გუნდს დავეხმარე ჩემპიონთა ლიგის მოგებაში. შრომას თავისი შედეგი ყოველთვის მოაქვს.







– ახლაც რომ იგივე მდგომარეობაში იყოთ, ნებისმიერ ფასად ითამაშებდით ფინალში?



– ეჭვიც არ შეგეპაროთ. მე მიყვარს ეს კლუბი, ჩემი თანაგუნდელები. ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა და დარწმუნებული ვარ იგივეს გავაკეთებდი.



– თქვენ ყველა ტურნირზე იასაპრეზეთ ამ სეზონში და გაიტანეთ 9 გოლი. არის თუ არა ეს შრომისა და რწმენის შედეგი?



– ეს ჩემი საუკეთესო სეზონია. როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად. მე ვაგროვებდი გამოცდილებას მრავალი წლის მანძილზე და ახლა საკუთარი თავის რწმენა მაქვს. ბევრი შრომა არის საუკეთესო საშუალება, რათა საკუთარი თავის რწმენა შეგემატოს, ხოლო ამას წარმატება მოაქვს. ცდილობ გააუმჯობესო საკუთარი თამაშის სტილი, გახდე უფრო სპეციფიური ვიდრე ადრე იყავი.



– სხვათაშორის, თქვენ ადრეც შეხვდით "მანჩესტერ იუნაიტედს" ფინალში და დაამარცხეთ ისინი. იქნება თუ არა ეს საუკეთესო მატჩი?



– შესაძლოა. ვფიქრობ ამ ორმა გუნდმა დაიმსახურა და ამიტომაც არიან დღეს ფინალში. ეჭვი არ ეპარება არავის იმაში, რომ ორივე გუნდს უყვარს ფეხბურთის თამაში. მათაც მოიგეს ეროვნული ჩემპიონატი და ბოლო წლების განამვლობაში სულ ფინალში არიან. ძალიან კარგი თამაში იქნება.



– დღევანდელი "ბარსა" უკეთ ასპარეზობს, ვიდრე 2009–ში?



– დიახ. ჩვენ გავუმჯოვესდით. შევიტანეთ კორექტივები საკუთარ თამაშებში და ვაგრძელებთ ტიტულების მოგებას.



– შეგვიძლია 2 წლის წინანდელი ფინალი შევადაროთ 28 მაისის ფინალს?



– ყველა თამაში განსხვავებულია, თუმცა "ბარსა" არ შეცვლილა. მუდამ ერთი სტილით ვთამაშობთ, შევინარჩუნოთ ბურთი, შევქმნათ მომენტები და შევბოჭოთ მეტოქე. "მანჩესტერელებიც" შეიცვლანენ და განვითარდნენ. ნამდვილად არ ვიცი რა მოხდება ამ მატჩში. "მანჩესტერი" შესანიშნავი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, ამიტომაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს.



– ისინი თვლიან, რომ ბევრად ძლიერები არიან, ვიდრე იმ დროს, როდესაც გუნდში ჰყავდათ კრიშტიანო და ტევესი. თქვენ რას ფიქრობთ?



– დიახ, მეც ასე ვფიქრობ. ახლა გუნდი სრულიად შეიცვალა და არ არის მხოლოდ ერთ ან ორ ფეხბურთელზე დამოკიდებული. გუნდი შეიკრა.



– რა მოგწონს "იუნაიტედში"? რა არა?



– მომწონს გუნდი. ისინი ერთ მუშტად არიან შეკრული. არ აძლევენ მეტოქეს შეტევების საშუალებას. კარგი დაცვა ჰყავთ და ძალიან სწრაფი ფეხბურთელები, რომლებიც კონტრ–შეტევებზე სწრაფად გადმოდიან. როდესაც ფინალში ხვდები "მანჩესტერ იუნაიტედს" ყველა დეტალს ყურადღება უნდა მიაქციო.






– არიან თუ არა გიგზი და სქოულზი შენთვის მაგალითები?



– ისინი ცოცხალი ლეგენდები არიან. მათ უამრავი მატჩი ითამაშეს, დაამხეს რეკორდები, მოიგეს ყველაფერი და კიდევ უმაღლეს დონეზე ასპარეზობენ. ისინი ჩვენთვის, ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, მაგალითები უნდა იყვნენ. ძალიან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ მათგან.



– როგორ შეხვდებით 28 მაისს?



– გუნდი ძალიან კარგ ფორმაში გაემგზავრება ინგლისში. ძალიან კარგი განწყობით გავალთ ჩემპიონთა ლიგის ფინალში. დიდი ენერგია დავხარჯეთ მადრიდის "რეალთან" მატჩებში. ახლა კი კონცენტრირებულნი ვართ "უემბლის" ფინალზე. "უემბლისთვის" სრულ მზადყოფნაში ვიქნებით.



– წარმოგიდგენიათ თქვენი თავი, რომელიც გოლს იტანს ფინალში?



– ნამდვილად არ მიფიქრია ამაზე, ფანები კი შეიძლება ფიქრობდნენ. 2–ჯერ გავიტანე გადამწყვეტი გოლი, "ჩელსისა" და ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, არ უნდა გამორიცხონ ის ფაქტიც, რომ შემიძლია გოლის გატანა, მაგრამ ეს ყველაზე ნაკლებ სავარაუდოა. მე მხოლდო მსურს, რომ გავიმარჯვო ჩემპიონთა ლიგის ფინალში, დავბრუნდე ბარსელონაში და აღვნიშნო ეს გამარჯვება.



– იმ შემთხვევაში, თუ მოიგებთ ჩემპიონთა ლიგას, აპირებთ რაიმე დაპირების შესრულებას? ის პირობა, რაც დათქვით მსოფლიო ჩემპიონატზე, ჯერ არ შეგისრულებიათ...



– საკმარისი დრო არ მქონდა (იცინის). წელს არანაირი დაპირება არ მაქვს, ამაზე ფიქრის დრო არ მქონდა, მაგრამ შესანიშნავი იქნება თუ გავიმარჯვებთ.
წყარო: fcbarcelona.cat

კატეგორია: სპორტი | ნანახია: 725 | დაამატა: jaba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024