XeXe.Ucoz.Com
ოთხშაბათი, 2024-05-15, 10:54 AM
შესვლის ფორმა

სექციის კატეგორიები
თამაშები [356]
ქართული ფილმები [17]
ფილმები [309]
პროგრამები [192]
სიმღერები [54]
კლიპები [43]
ვიდეოები [72]
სურათები [74]
ანიმაცია [23]
მანქანები [6]
სპორტი [86]
ახალი ამბები [26]
სერიალები [34]
სხვა და სხვა [67]
მობილურისათვის [69]
ვებ-მასტერებს [15]
მონადირეებისათვის [13]
მხოლოდ გოგონებისთვის [6]
ჯავა თამაშები [15]
ქაუნთერი cs [351]

ძებნა

კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

ჩანაწერების არქივი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი საგანი გიყვართ?
Всего ответов: 141

მინი-ჩეთი

საიტის მეგობრები

Block title






სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 3 » გვარდიოლას მატჩის შემდგომი კომენტარი
6:44 PM
გვარდიოლას მატჩის შემდგომი კომენტარი


"ელ მოლინიონზე" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ხსენებული სტადიონი ერთ-ერთი რთულია თავისი გუნდისთვის.



მიუხედავად იმისა, რომ გუშინ მესის წინააღმდეგ წესების დარღვევისას 100%-ანი პენალტი არ დაინიშნა, პეპ გვარდიოლა არ მიეცა მსაჯების კრიტიკას, თუმცა თავისი მოსაზრება კორექტულად მაინც გამოხატა: "იმ ეპიზოდში რა მოხდა კონკრეტულად არ დამინახავს, ვინაიდან შორს ვიდექი, მაგრამ ხალხმა უნდა იცოდეს, რომ თუ ლეო ეცემა საჯარიმოში, ესეიგი მას უბიძგეს. ჩვენ ვსაუბრობთ ფეხბურთელზე, რომელიც საჯარიმოში შესვლისას არ იწყებს იმაზე ფიქრს, თუ სად დაეცეს, არამედ ითვლის თუ რამდენ მეტოქეს გასცდეს, რომ გოლი გაიტანოს. მისი უმთავრესი ღირსება ისაა, რომ ყოველთვის წინ იხედება, კარისკენ. მესი არასდროს სიმულირებს."



იმ ფაქტს, რომ "ბარსელონა" მიმდინარე სეზონში პირველად მოექცა გათამაშების ცხრილის სათავეში, გვარდიოლა "განპირობებულ გარემოებას" უწოდებს. "ბლაუგრანას" მწვრთნელმა განაცხადა, რომ "მიუხედავად დაკარგული ქულებისა, როგორც ესპანეთის ასევე ევროპულ ტურნირებში, ჩვენ მაინც ვლიდერობთ ყველა გათამაშებაში."



პეპი ძალიან აფასებს "ელ მოლინიონზე" მოპოვებულ სამ ქულას. "ჩვენ შევხვდით არაჩვეულებრივ "სპორტინგს". ის, რომ ჩვენ მეორე ტაიმში არც ისე კარგად ვითამაშეთ, ჩვენი სისუსტე კი არა, მათი დამსახურებაა. კიდევ გავიმეორებ, რომ "სპორტინგი" საშინაო არენაზე ერთ-ერთი რთული მეტოქეა ლა ლიგაში. ორი წლის წინაც 0:1 ვიმარჯვეთ, შარშან კი მეგობრულად დავშორდით ერთმანეთს (1:1)."



გვარდიოლამ აღნიშნა, რომ თავისი გუნდი მეორე ტაიმში დიდი ენთუზიაზმით არ გამოირჩეოდა. "პირველი ტაიმის პირველი 30 წუთის განმავლობაში ძალიან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ შემდეგ საქმე კარგად არ მიგვდიოდა და ბურთს ისე არ ვაკონტოლებდით, როგორც გვსურდა. გარდა ამისა, "სპორტინგი" ჩაკეტილი იყო დაცვაში, მჭიდროდ თამაშობდნენ და თავისუფალ ზონებს არ გვიტოვებდნენ."



პეპმა კომენტარი გააკეთა პედროს თამაშზეც და აღნიშნა: "მე მესმის, რომ მისთვის არც ისე ადვილი იყო 10 მცველის წინააღმდეგ თამაში." საბოლოო ჯამში "ბარსელონას" მწვრთნელი მეტად კმაყოფილია მიღწეული შედეგით.



ბოლოსკენ პეპის მიმართ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა თავისი აღფრთოვანება გამოხატა მისი აღზდისადმი და იმ არაჩვეულებრივი თვისებებისადმი, რომლითაც პეპი წარმოადგენს როგორც კლუბს, ასევე საკუთარ თავს. ამაზე გვარდიოლამ უპასუხა: 'არ ღირს ასე მოხიბლვა, ვინაიდან მეც მაქვს უარყოფითი თვისებები, თან არც ისე ცოტა. რაშიც სრულებით დარწმუნებული ვარ არის ის, რომ სავალდებულოა, აფასებდე იმ ორგანიზაციას, რომელსაც წარმოადგენ."
კატეგორია: სპორტი | ნანახია: 632 | დაამატა: jaba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024