XeXe.Ucoz.Com
ხუთშაბათი, 2024-11-21, 11:02 PM
შესვლის ფორმა

სექციის კატეგორიები
თამაშები [356]
ქართული ფილმები [17]
ფილმები [309]
პროგრამები [192]
სიმღერები [54]
კლიპები [43]
ვიდეოები [72]
სურათები [74]
ანიმაცია [23]
მანქანები [6]
სპორტი [86]
ახალი ამბები [26]
სერიალები [34]
სხვა და სხვა [67]
მობილურისათვის [69]
ვებ-მასტერებს [15]
მონადირეებისათვის [13]
მხოლოდ გოგონებისთვის [6]
ჯავა თამაშები [15]
ქაუნთერი cs [351]

ძებნა

კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ჩანაწერების არქივი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი საგანი გიყვართ?
Всего ответов: 141

მინი-ჩეთი

საიტის მეგობრები

Block title






სტატისტიკა

სულ ონლაინში: 8
სტუმარი: 8
მომხმარებელი: 0

მთავარი » 2011 » მარტი » 27 » ჟოზე მოურინიო: მოგებებისა და კონფლიქტების 300 დღე
4:43 PM
ჟოზე მოურინიო: მოგებებისა და კონფლიქტების 300 დღე
ჟოზე მოურინიომ "სანტიაგო ბერნაბეუს" მოედანზე "თეთრების" მწვრთნელის რანგში ფეხი 2010 წლი 31 მაისს დადგა. მას შემდეგ ზუსტად 300 დღე გავიდა, სწორედ ამ ხნის მანძილზე იყო "მადრიდის რეალის" გემი პორტუგალიელი სპეციალისტის ხელში.


კლუბი ჯერ კიდევ ინარჩუნებს ჩემპიონობის შანსს, "თეთრები" ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალშიც გავიდნენ და ამას დამატებული "მესტალიაზ" სამეფო თასის დაუფლებისთვის იბრძოლებენ. ამ ხანგრძლივი გზის მანძილზე, მოურინიოს, როგორც თავად ამბობს, მოუწის არამარტო სათამაში დაბრკოლებების გადალახვამ, არამედ საარბიტრო, საკალენდარო, პრესის და თავად კლუბის რამოდენიმე წარმომადგენლის დაბრკოლებისაც კი.

პლიუსები

ლა ლიგა

კლუბი ხუთი ქულით ჩამორჩება "ბარსელონას". ამასთანავე სეზონის ბოლომდე ჯერ კიდევ ცხრა ტურია სათამაშო, რაც მთავარია, მათ შორისაა სათამაშო ტური "სანტიაგო ბერნაბეუზე". კლუბის წარმატების საიდუმლო მათ საშინაო არენაზე კარგ თამაშშია:14 თამაშიდან 14 მოგება. 46 გატანილი გოლი და 6 გაშვებული. "მადრიდის რეალს" შეუძლია იამაყოს იმით, რომ ერთადერთი კლუბია, რომელსაც საშინაო შეხვედრა არ აქვს წაგებული.

ჩემპიონთა ლიგა და სამეფო თასი

მოურინიომ მოახერხა 1/8 ფინალური წყევლის დაძლევა. 7 წლიანი წარუმატებლობის შემდეგ, პოტუგალიელმა "მადრიდის რეალი" ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გაიყვანა. ეს გზა მან საკმაოდ დამაჯერებლად გაიარა. გარდა ამისა, 2003-2004 წლების შემდეგ, "თეთრები" პირველად გავიდნენ სამეფო თასის ფინალში. ერთი წლის წინ, ამ დროისთვის "მადრიდის რეალი" ზემოთხსენებული ორივე ტურნირიდან გამოვარდნილი იყო...

კარიმ ბენზემა

"მე მოვახერხებ და ბენზემას ცივ სისხლს ადუღებას ვაიძულებ"–თავდაჯერებულად გამოაცხადა მოურინიომ სეზონის დასაწყისში. მან ერთ–ერთ პრეს–კონფერენციაზე გამოაცხადა, რა "მაშინ როცა შემადგენლობაში კატა გყავს, უფრო მცირე რაოდენობის გოლი გაგაქვს" და "ის გატანილი გოლების მხრივ რამოსსა და კარვალიოსაც კი ჩამორჩება", გადაწყვიტა პირდაპირ შეტევაზე გადასულიყო. ამას დამატებული დაუსრულებელი მოთხოვნები ახალი ფორვარდის შეძენასთან დაკავშირებით. ბოლოს და ბოლოს მან საკუთარ მიზანს მაინც მიაღწია. პორტუგალიელი სპეციალისტის ხელში შესანიშნავად ათამაშდა მარსელო, ხოლო ოზილი კი გუნდს ბრწყინვალედ მეორგო.

დისციპლინა

დღეიდან , "მადრიდის რეალის" შემხედვარეს, არავის ეჭვი არ შეეპარება, თუ ვინაა აქ მასპინძელი. მოურინიომ საკუთარი პრინციპულობით სრული ავტონომია და ავტორიტეტი დაიმსახურა, ამას შესაბამისად მოყვა პატივისცემა ფეხბურთელების მხრიდან. როგორც ჩანს, "ბლანკოსების" ფეხბურთელები მზად არიან საკუთარი მწვრთნელის გამო თავი გაწირონ, რაც ადრე კლუბში აშკარად არ შეიმჩნეოდა. მოურინოომ შეძლო და თითოეულ ფეხბურთელს ჩაუნერგა , თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ის კლუბისთვის.

მხარდაჭერა

ჟოზე მხარდამჭერი პოსტერები და წამოძახილები ბუნებრივ მოვლენად იქცა "სანტიაგო ბერნაბეუზე". სტადიონზე, სადაც იშვიათად თუ აქცევნდნენ ყურადღებას კლუბის მთავარ მწვრთნელს. ამის ნათელი დადასტურებაა–ფან კლუბის გადაწყვეტილეა, რომ პორტუგალიელს სრული და აბსოლიტური მხარდაჭერა გამოეცხადოს. 148 ფან–კლუბზე მეტმა 10 000–ზე მეტი მთავარი მწვრთნელი მხარდამჭერი წერილები მოაგროვა. შეიქმნა სპეციალური ელექტრონული მისამართი, რომელზეც ყველა მსურველს შეუძლია წერილის გაგზავნა: todosconmou@hotmail.com( შენიშვნა: Todos con Mou ქართულად ითარგმნება, როგორც "ყველა მოუს გვერდით")

... და მინუსები

5:0 "კამპ ნოუზე"

ყველაზე დიდი ლაქა მოურინიოს რეპუტაციაზე "მადრიდის რეალში" მოსვლის შემდეგ. ნოემბრის "ელ კლასიკოს" "ბლანკოსები" ლიდერის რანგში ხვდებოდნენ, მაგრამ თამაშის განმავლობაში კატალონიურ გრანდს ვერაფერი ვერ დაუპირისპირეს.

კონფლიქტები

მსაჯებთან მოურინიოს კარგი ურთიერთობა ნამდვილად ვერ აეწყო. თავიდან პორტუგალიელმა განაცხადა, რომ " "ბარსა" თითქმის ყოველთვის მეტოქის წინაშე უმრავლესობაში თამაშობს", შემდეგ ცენზურა არაფრად ჩააგდო და ისე შეეხო "მადრიდის რეალი" "მურსიას" დაპირისპირების მთავარ არბიტრს, რის გამოც გაგდება დაიმსახურა და ბოლოს, "სევილიასთან" შეხვედრის შემდეგ საზოგადოებას წარუდგინა კლოს გომესის სამსაჯო ბრიგადის მიერ დაშვებული 30 შეცდომის ჩამონათვალი.

კიდევ ერთი თემა, რომლის გამოც მოურინიო სულ წუწუნებს, არის კალენდარი. პორტუგალიელი ირწმუნება, რომ თამაშების განრიგი "ბარსელონას" სასიკეთოდაა შედგენილი. ამ მხრივ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მან მიიღო მხარდაჭერა პრეზიდენტისგან, რომელმაც მის საქციელს "რაინდული" და "კლუბის ინტერესების დამცველი" უწოდა. ეს მიუხედავად მოუს დაპირისპირებისა მანოლო პრესიადოსთან, გრეგორი მანსანოსთან, უნაი ემერთან და ასევე მიუხედავად, რეგულარული დაპირისპირებისა პრესის წარმომადგენლებთან.

დაპირისპირება ვალდანოსთან

"მე მხოლოდ და მხოლოდ ფლორენტინოსა და ხოსე ანხელ სანჩესს ვაღიარებ"–მოურინიოს ეს ფრაზა ვალდანოსთან კონფლიქტის ნათელი დადასტურება გახდა. ვალდანოს აუკრძალეს კლუბის მონახულება თამაშის წინ, მის შემდეგ და ვალდებაბასზე წვრთნის დროს. ყველაფერი თავიდან "ცხრიანთან" დაკავშირებული პრობლემით დაიწყო, ამის შემდეგ კონფლიქტი უფრო და უფრო განვითარდა.

სასჯელი

"უეფამ" მოურინიო "აიაქსთან" შეხვედრისას მოწყობილი შოუს გამო ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. მაშინ როცა, თამაშის ბედი კარგა ხნის გადაწყვეტილი იყო, ჟოზემ ერჟი დუდეკისა და იკერ კასილასის დახმარებით ერთგვარი სპეცოპერაცია მოაწყო. ურჩია რა, სერხიო რამოსსა და ხაბი ალონსოს მიეღოთ ყვითელი ბარათები, რათა ფლეი–ოფების შესაძლო გამოტოვება თავიდან აერიდებინათ. ამით მან "მადრიდის რეალის" იმიჯს ზიანი მიაყენა.

პორტუგალია

შემოდგომაზე პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში სიტუაცია აირია, პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციას სურდა მათი ეროვნული ნაკრები უახლოეს შეხვედრებში მოუს გაეყვანა მოედანზე, რაზეც "ბლანკოსების" მხრიდან მტკიცე უარი მიიღეს. "არ მესმის რატომ არ მიშვებენ"–განაცხადა მოურინიომ, რაზე ვალდანომ მოკლედ და კონკრეტულად მოუჭრა: "ჩვენთვის ოფიციალურად არავის არ მოუმართავს"...
კატეგორია: სპორტი | ნანახია: 652 | დაამატა: jaba | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024