XeXe.Ucoz.Com
სამშაბათი, 2024-12-24, 9:38 PM
შესვლის ფორმა

სექციის კატეგორიები
თამაშები [356]
ქართული ფილმები [17]
ფილმები [309]
პროგრამები [192]
სიმღერები [54]
კლიპები [43]
ვიდეოები [72]
სურათები [74]
ანიმაცია [23]
მანქანები [6]
სპორტი [86]
ახალი ამბები [26]
სერიალები [34]
სხვა და სხვა [67]
მობილურისათვის [69]
ვებ-მასტერებს [15]
მონადირეებისათვის [13]
მხოლოდ გოგონებისთვის [6]
ჯავა თამაშები [15]
ქაუნთერი cs [351]

ძებნა

კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

ჩანაწერების არქივი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი საგანი გიყვართ?
Всего ответов: 141

მინი-ჩეთი

საიტის მეგობრები

Block title






სტატისტიკა

სულ ონლაინში: 42
სტუმარი: 42
მომხმარებელი: 0

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 3 » სტუმრად ჯოჯოხეთში
6:45 PM
სტუმრად ჯოჯოხეთში
"მაშასადამე გაიმართა ინგლისის პრემიერლიგის მორიგი ტურის მატჩები, ტურისა, რომელმაც პრინციპში ბევრი არაფერი შეცვალა, მოიგო ორივე მანჩესტერულმა კლუბმა, თუმცა ერთი კი არის, რომ ძალიან გაუჭირდა მორიგი და თითქოს დაგეგმილი სამი ქულის აღება გათამაშების ლიდერ "მანჩესტერ იუნაიტედს", რომელმაც შინ "ნორვიჩი" მიიღო და 2:0 უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა. გოლები ოლივეირა ანდერსონმა და შეცვლაზე შემოსულმა დანი ველბეკმა გაიტანეს, ამ გამარჯვებით ორკვირიანი პაუზის წინ "იუნაიტედი" პირველ ადგილზე დარჩა და შემდეგ ტურში, სტუმრად ლივერპულში, "ანფილდ როუდზე" "ლივერპულის" წინააღმდეგ სწორედ ლიდერის როლით ჩადის, სადაც მართლაც 90 წუთიან ბრძოლას ვიხილავთ. ასე თუ ისე გუნდმა მოახერხა და პრველ ადგილზე მივიდა ამ პაზუსი წინ ისიც ფაქტია, რომ გუნდს ეს პაუზა ჭირდებოდა, შედეგები კლუბისა ბოლო სამ შეხვედრაში არცთუ შთამბეჭდავი იყო, ორი ფრე და ბოლო გამარჯვება "ნორვიჩთან". ასე რომ პაუზამ გუნდს სულზე მიუსწრო. მიუხედავად ამ ყველაფრისა "იუნაიტედის" ქომაგებს მაინც საამაყოდ აქვთ საქმე, თუ რატომ ამაზე ახლავე მოგახსენებთ. საქმე იმაშია, რომ გუნდმა ზედიზედ მე-19 შეხვედრა მოიგო შინ "ოლდ ტრაფორდზე", რომელსაც "ოცნებათა თეატრს" უწოდებენ, თუმცა ვისთის როგორ, თუ ამ სტადიონზე მასპინძელთა ოცნებები რეალური ხდება, სტუმარ გუნდებზე ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით".

ფაქტია, რომ მანჩესტერული კლუბი რეკორდს რეკორდზე ამყარებს საშინაო შეხვედრებში, ისიც ფაქტია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ და "მანჩესტერ იუნაიტედი" გასვლაზე ორი აბსოლუტურად სხვა კლუბია. შეგახსენებთ, რომ თუნდაც ამ სეზონში გუნდმა რამდენიმე "დიდი მატჩი" ჩაატარა, თუმცა ყველა მათგანი შინ, თუ არ ჩავთვლით ინგლისის სუპერთასის შეხვედრას, სადაც ნეიტრალურ არენაზე ლონდონში, "უემბლიზე" მოუგო 3:2, სხვა ყველა ასეთი მნიშვნელობის შეხვედრაში შინ გაიმარჯვა, ჯერ "ტოტენჰემი" - 3:0, შემდეგ "არსენალი" - 8:2 და ბოლოს ლონდონის "ჩელსიც" - 3:1, როგორც ხედავთ "ოცნებათა თეატრში" გუნდი უბრალოდ შეუჩერებელია. ბოლო ვერმოგებული მატჩი პრემიერლიგაში "ოლდ ტრაფორდზე", გუნდს "ვესტ ბრომვიჩთან" მოსდის, როდესაც 2:0-ის დაწინაურების შემდეგ მხოლოდ ფრე გაახერხა 2:2, სხვათაშორის ეს ის იშვიათი მატჩი იყო სადაც მიუტევებელი შეცდომა დაუშვა მაშინდელმა მეკარემ გუნდისა, ედვინ ვან დერ სარმა, სწორედ მისი შეცდომის გამო გავიდა მეორე გოლი მის კარში, საბოლოოდ იმ შეხვედრის შემდეგ გუნდს აბსოლუტურად ყველა შეხვედრა აქვს შინ მოგებული და სულ რაოდენობა ამ შეხვედრებისა როგორც მოგახსენეთ 19-ს შეადგენს. ზოგადად გასულ სეზონში კლუბმა მხოლოდ ერთი მატჩი ვერ მოიგო შინ - იმავე "ვესტ ბრომვიჩთან" 2:2.

უკანასკნელი მატჩი, რომელშიც გუნდი დამარცხდა ლონდონის "ჩელსისთან" შეხვედრა იყო ჯერ კიდევ 2009/10 წლების სეზონში, როდესაც გუნდმა 1:2 წააგო და საბოლოოდ ეს ჩემპიონობის დაკარგვადაც დაუჯდა, რასაკვირველია იმ ყველაფერზე რაზედაც ზემოთ ვისაუბრეთ მხოლოდ და მხოლოდ პრემიერლიგას ეხებოდა, თორემ ლიგაზე გუნდმა უკანასკნელ შეხვედრაშიც დაკარგა ქულები და ვერ მოიგო - შვეიცარიული "ბაზელის" წინააღმდეგ - 3:3, თუმცა მანამდე ამ ტურნირზეც შესანიშნავი რეკორდით იწონებდა თავს. საერთოდაც ბოლოს როდის წააგო გუნდმა შინ თუნდაც ლიგაზე ამის თქმა უბრალოდ შეუძლებელია, რადგან ეს ძალიან ადრე მოხდა, ასე რომ "ოლდ ტრაფორდი", რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის" სახლია ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით შეიძლება რომ აუღებელ ციხესიმაგრედ მოინათლოს. დღეს ბევრი კლუბი თამაშობს "მანჩესტერ იუნაიტედზე" მაღალი დონის ფეხბურთს, ბევრი კი ვთქვით, თუმცა თუ სტატისტიკას გადავხედავთ უკანასკნელი წლებისა მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი კლუბი აჩვენებს მასზე უკეთეს ფეხბურთს ეს კატალონიური "ბარსელონაა", რომელიც საერთოდ სხვა პლანეტის ფეხბურთს თამაშობს, თუმცა თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ თუნდაც "ბარსელონა" "ოლდ ტრაფორდზე" ნამდვილად არ იქნება ფავორიტი, "ოლდ ტრაფორდის" შეხვედრებს მხოლოდ და მხოლოდ ერთი ფავორიტი ჰყავს და ეს "მანჩესტერ იუნაიტედია".

მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა ჯერჯერობით ყველა დიდი მატჩი მოიგო რაც ჩაატარა, მთავარი გამოცდები და გამოცდა კლუბს სწორედ უახლოეს მომავალში აქვს. გასაგებია, რომ ეს გუნდი შინ გაუტეხელია, თუმცა გუნდის ძალა სტუმრად ჩატარებულ შეხვედრებში ჩანს. გასულ სეზონში "ალისფერმა ეშმაკებმა" სტუმრად მხოლოდ ხუთი მატჩი მოიგეს სტუმრად და რომ არა ძლევამოსილი თამაში შინ, ჩემპიონები ნამდვილად ვერ გახდებოდნენ. ამ წელს კლუბი სტუმრად უფრო უკეთ თამაშობს, თუმცა რა ქულებიც დაკარგა ამ სეზონში სრული უმრავლესობა სწორედ სტუმრად მოდის, კერძოდ პრემიერლიგაში "სტოკთან" "ბრიტანია სტადიუმზე" - 1:1, ლიგაზე "ბენფიკასთან" ლისაბონში ასევე 1:1 და ერთადერთი შეხვედრა სადაც გუნდმა ქულები ვერ დაკარგა და ეს სტუმრად არ მომხდარა ეს "ბაზელთან" შეხვედრა იყო, რომელიც 3:3 დასრულდა. გუნდი შემდეგ მატჩს არც მეტი, არც ნაკლები "ამფილდ როუდზე" ჩაატარებს, სადაც ადგილობრივ "ლივერპულს" ესტუმრება და 90 წუთიან ომში გამარჯვების მოპოვებას შეეცდება, შეგახსენებთ რომ გასულ სეზონში ამ სტადიონზე მერსისაიდელებმა მეტოქე უშანსოდ დაამარცხეს 3:1, ის ერთადერთი პრესტიჟის გოლი მექსიკელმა ხავიერ ერნანდესმა თავით გაიტანა.

ასე რომ სასიამოვნო "ოლდ ტრაფორდის" ატმოსფეროდან სადაც ყველა და ყველაფერი "მანჩესტერ იუნაიტედისკენაა", ისინი აბსოლუტურად მტრულ გარემოში გადადიან, "ოცნებათა თეატრში" გუნდს 76 000 ადამიანი უმაგრებს ზურგს და გასაკვირი არაა, რომ ნებისმიერი ამ სტადიონზე ჩასული კლუბი წინასწარ განწირულია, აი რაც შეეხება სტუმრად "ენფილდზე" "იუნაიტედი" ფავორიტად ნამდვილად არ ჩაითლება და გასაკვირი არ იქნება, თუ ფერგის ბიჭებს ერთი ქულაც წარმატებად ჩაეთლებათ, თუმცა შეგახსენებთ რომ ეს "ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედია" - ორი მტრული ბანაკი, სადაც ნებისმიერ შეხვედრაში ნებისმიერი გუნდი გამარჯვებისთის იბრძვის, სწორედ ამიტომ ფიქსირდება ყველა იშვიათად ფრე ამ გუნდებს შორის. გასულ სეზონშიც, მართალია "ანფილდზე" მასპინძლებმა მოიგეს, თუმცა "ოლდ ტრაფორდზე" ნამდვილ ტრილერში დიმიტარ ბერბატოვის ჰეთრიკით მოგებული "იუნაიტედი" დარჩა, ასე რომ ახლა ყველაფერი თავიდან იწყება, წითელთა ბანაკი ერთმანეთის პირისპირ, შეგახსენებთ რომ ამ შეხვედრამდე ორივე გუნდი მაქსიმალურად ოპტიმალური შემადგენლობით მივა, "იუნაიტედს" მხოლოდ მარჯვენა მცველი რაფაელ და სილვა დააკლდება, რომლის ადგილსაც კრის სმოლინგი დაიკავებს, რაც შეეხება მასპინძლებს, მათ კაპიტანი სტივენ ჯერარდი დაუბრუნდათ და "ეშმაკებს" შინ საკუთარ ქომაგებთან ერთადერ უძლიერესი თერთმეტეულით დაუვხდებიან".

კატეგორია: სპორტი | ნანახია: 675 | დაამატა: jaba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024