"სტემფორდ ბრიჯის" გმირი ბრუნდება ინგლისში, ამჯერად ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად, რომელიც "უემბლიზე" გაიმართება. მას შემდეგ, რაც მონაწილეობა მიიღო რომის ფინალში და გაიტანა გამაწყვეტი გოლი მსოფლიო ჩემპიონატზე, ანდრესი აცხადებს: "ყველაფერზე მეტად ახლა გამარჯვება მსურს. ასეთი მომენტები ხშირი ნამდვილად არ არის ჩვენს ცხოვრებაში".
ანდრეს ინიესტა საუკეთესო სეზონს ატარებს. მის გოლებსა და ფინტებს აღფრთოვანებაში მოჰყავს ფანები. სტადიონზე შეკრებილი პუბლიკა ყოველთვის ოვაციებით ხვდება მას. ანდრეს ინიესტას სჯერა თავისი გუნდის და ცდილობს მესამედ მოიგოს ჩემპიონთა ლიგა. ინგლისი ძალიან კარგ მოგონებებთან ასოცირდება მისთვის. მოედანი სხვაა, თუმცა მიზანი იგივე: კვლავ თასის მოგება. მან ინტერვიუ მისცა "ბარსა ტვ"–სა და "ბარსელონას" ოფიციალურ საიტს.
– ევროპულ თასებთან დაკავშირებით რა მოგონებები გაქვთ?
– ევროპული თასის ტურინირი ყოველთვის ძალიან განსხვავებულია, ძალიან სანახაობრივი, სადაც ფეხბურთელებიც და ფანებიც განსაკუთრებულად იხარჯებიან. ყოველთვის ვოცნებობდი ასეთ ტურნირში მიმეღო მონაწილეობა და მე ეს ოცნება ამიხდა, 2–ჯერ მოვიგე ჩემპიონთა ლიგა.
– რა გახსოვს 1992 წლის 20 მაისიდან?
– ნამდვილად არ მახსოვს როდის და ვისთან ერთად ვუყურებდი ამ მატჩს. მაშინ სულ რაღაც 8 წლის ვიყავი. მე მახსოვს იმ მატჩის მომენტები, სურათები. ვაანალიზებდი ამ თასის მნიშნველობას, რადგანაც ეს ჩვენი პირველი ევროპული ტიტული იყო.
– და "ოცნების გუნდი"?
– ჩემი გმირები სწორედ მანდ თამაშობდნენ: გვარდიოლა და ლაუდრუპი. მიყვა
... კითხვის გაგრძელება »
სამეფო კლუბის ვარსკვლავმა, კრიშტიანო რონალდომ, განაცხადა, რომ მისი გოლები, მთლიანად გუნდის დამსახურებაა...
”ჩემთვის დიდი პატივია, გავუტოლდე ან გადავასწრო ისეთი რანგის ფეხბურთელებს, როგორებიც, უგო სანჩესი და ზარა იყვნენ”.
”ინდივიდუალური პრიზები ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა გუნდური წარმატება ყოველთვის პირველ ადგილზე დგას. ჩემთვის, პრიორიტეტულია კოლექტიური მუშაობას შედეგად გამარჯვების მიღწევა. ერთ წელიწადში 38 გოლის გატანა არ არის იოლი. მინდა ავღნიშნო, რომ ჩემი შედეგი, მთლიანად გუნდის დამსახურებაა, რისთვისაც თითოეულ ფეხბურთელს მადლობას ვუხდი” - განაცხადა რონალდომ.
მართალია, ”ლევანტესათან” გაგორებული ფრით ”ბარსელონამ” მიმდინარე სეზონის ჩემპიონის ტიტული გაიფორმა, მაგრამ აღნიშნული თამაში ნამდვილად არ გამოდგა იღბლიანი ლიონელ ანდრეს მესისთვის. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა ვერა და ვერ აიღო მეტოქის კარი, მიუხედავად რამდენიმე არაჩვეულებრივი გარბენისა და მეტოქის დაცვის ხაზის ფეხბურთელების შესანიშნავად მოტყუებისა.
ადრიდისტა თავდამსხმელი პირველი მოთამაშეა ლა ლიგის ისტორიაში ვინც გაიტანა სამი ან მეტი გოლი ექვსჯერ ერთ სეზონში
კრისტიანო რონალდოს ჰეთ-ტრიკი ხეტაფეს წინააღმდეგ იყო მეოთხე - ამ სეზონში და მეხუთე მას შემდეგ რაც მადრიდის "რეალს" შეუერთდა. თავდამსხმელმა წელს შვიდჯერ შესძლო დუბლის შესრულება. ის პირველი მოთამაშეა ლა ლიგის ისტორიაში ვინც გაიტანა სამი ან მეტი გოლი ექვსჯერ ერთ სეზონში. აქამდე ამ რეკორდს რომარიო და ლანგარა ლიდერობდნენ.
წლეულს, რონალდომ 52 მატჩი ითამაშა (32 ლა ლიგაში, 12 ჩემპიონთა ლიგაში და 8 თასში) და 26 მათგანში კარის ბადე შეარხია, საშუალოდ იგი ორ მატჩში ერთ გოლს იტანდა. მაგრამ CR7 ამაზე არ გაჩერებულა. ფაქტიურად პირიქით. 26 მატჩიდან 13-ში მან 3 ან მეტი გოლი გაიტანა.
მადრიდისტა თავდამსხმელმა ამ სეზონში 49 გოლის გატანა შეძლო და 82-ის გატანა მას მერე რაც ესპანეთის დედაქალაქში მოვიდა 2009-ის ზაფხულს. ბოლო ორ სეზონში მან ოცდაორჯერ მოახერხა ერთზე მეტი გოლის გატანა თამაშში (15-ჯერ დუბლი, 5-ჯერ ჰეთ-ტრიკი და 2-ჯერ პოკერი). მან მადრიდის "რეალში" ნათამაშები 87 მატჩიდან 49-ში გაიტანა (56.3%).
235 გატანილი გოლით, როგორც პროფესიონალი ფეხბურთელი, რონი თავისი მეორე ოქროს ბუცის და პირველი პიჩიჩის (ლა ლიგის საუკეთესო გოლეადორი) მოპოვების ზღვარზეა. ასევე მას შეუძლია მოხსნას სეზონში გატანილი 38-გოლიანი რეკორდი, რომელიც ზარასა და უგო სანჩესის სახელზეა..
არსენალის განაპირა მცველის განცხადებით მათ ჯერ კიდევ აქვთ გაჩემპიონების შანსი, თუმცა მისივე განცხადებით ამისთვის აუცილებელია საკუთარ თამაშებზე იყვნენ კონცენტრირებულნი და ყურადღება არ მიაქცნიონ მათი მეტოქე გუნდების თამაშებს.
პრემიერ-ლიგის თასის მოპოვებისთვის კი მხოლოდ სამი გუნდი მანჩესტერი, ჩელსი და არსენალი იბრძვის. ბევრი თვლის, რომ ლონდონელებმა ჩემპიონობის შანსი დაკარგეს, თუმცა ბევრიც პირიქით ფიქრობს. მანჩესტერს ორივე ლონდონურ გუნდთან აქვს სათამაშო და ჩემპიონის ბედი სწორედ ამ შეხვედრებში გადაწყდება.
სანია კი წარმატების მთავარ საწინდრად საკუთარ თამაშებზე კონცენტრირებას მიიჩნევს.
” ჩვენ მხოლოდ ჩვენს გუნდზე ვფიქრობთ და არ გვსურს ფოკუსირებული ვიყოთ სხვა გუნდებზე. ჩვენ ერთმანეთს უნდა ვეთამაშოთ, ასე რომ ეს იქნება შესანიშნავი თამაში ჩვენთვის.
ჩვენთვის მთავარია ფოკუსირებულნი ვიყოთ ჩვენს გუნდზე და გავიმარჯვოთ” - განაცხადა სანიამ
არსენ ვენგერი აღიარებს,რომ კარგად ესმის გულშემატკივრების მდგომარეობის და ისევე გრძნობს თავს,როგორც მათი უმეტესობა.
პრემიერ ლიგის თასის მოპოვება არსენალმა ბოლოს 2003-2004 წლებში შეძლო. მართალია ვენგერს ამ ექვსი წლის განმავლობაში ჰქონდა გამარჯვების შანსები, მაგრამ საბოლოოდ არ გაუმართლა. ახლა კი ის კვლავ ელოდება გამარჯვებას და სეზონის ასე თუ ისე წარმატებით ჩამთავრებას.
ფრანგმა ყველაზე რთული პერიოდის განმავლობაში წარმატებით უხელმძღვანელა გუნდს, ისე რომ არასდროს დაუკარგავს არსენალს კონკურენტუნარიანი გუნდის სახელი. თუმცა ახლა იგი აღიარებს, რომ ამდენწლიანი უტიტულობით დაიღალნენ ფანები და ნამდვილად საჭიროა პრემიერ ლიგის მოგება,რადგან კვლავ მოიპოვონ მათი სრული ნდობა.
"ჩვენი მიზანი იყო აგვეშენებინა ახალი სტადიონი. ვიცოდით,რომ ოთხი-ხუთი
... კითხვის გაგრძელება »
მოკლე აღწერა : ხშირად გატანილ გოლზე უფრო ლამაზი მისი ემოციური აღნიშვნაა. გთავაზობთ ვიდეოს, სადაც აღწერილია 20 საუკეთესო გოლის აღნიშვნა და რაც მთავარია 10-ეულში სამი ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელი მოხვდა და პირველი ადგილი კი – თემურ ქეცბაიამ დაიკავა…