შავი კოდალა მოიპოვება ევროპაში, აზიის დიდ ნაწილში.
საქართველოში შავი კოდალა ფართოდაა გავრცელებული როგორც მობინადრე ფრინველი. ვერტიკალრუად ვრცელდება 2000 მ – მდე.
შავი კოდალა ბინადრობს ტყეებში, ჭალებში, ზოგჯერ ბაღებში, ადამიანის სამოსახლოს მიდამოში. ბუდეს იკეთებს მაღალ ხეზე, ფუღუროში. დებს 3 – 5 კვერცხს. კრუხობა გრძელდება 12 – 14 დღემდე. ძირითად საკვებს შეადგენენ მწერები და მათი მატლები. მავნე მწერების მასობრივად განადგურებით შავ კოდალას სახალხო მეურნეობისათვის მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვს.
ცნობილია ამ ფრინველის რამდენიმე ქვესახე, რომელთაგან საქართველოში გვხდება დასავლური შავი კოდალა - Dryocopus martius penetorum