იკელ არტეტამ წელს ორჯერ შეძლო ბლექბერნ როვერსის დამწუხრება. პირველად სეზონის სტარტზე, როცა არსენალმა მოულოდნელი მარცხი განიცადა უპირობო აუტსაიდერთან და მეორედ ახლა, როცა იგივე გუნდს არსენალმა კუდით ქვა ასროლინა. ეს ესპანელის მეოთხე გოლია მიმდინარე სეზონში.
"ჩვენ ძალიან ბევრი ფორვარდი გვყავს და ძნელია ასეთ დროს თავის გამოჩენა, მაგრამ მაინც შემექმნა რამდენიმე მომენტი და მოხარული ვარ რომ ერთი გოლის გატანა მოვახერხე." - ამბობს გახარებული არტეტა.
ესპანელი ნახევარმცველი თავის გოლს არაფრად აგდებს და აღფრთოვანებულია კაპიტნის, რობინ ვან პერსის თამაშით, რომელმაც უკვე 22-ე გოლი გაიტანა პრემიერლიგაში და საუკეთესო ბომბარდირობისთვის ბრძოლაში ჯერჯერობით უკონკურენტოა.