გამოცემა "მარკამ," კრისტიანო რონალდოს კუთვნილი "პიჩიჩი" გადასცა.
როგორც იცით, სამეფო კლუბის პორტუგალიელმა გოლეადორმა, გასულ სეზონში, პრიმერაში 40 გოლის გატანით მოიპოვა ეს ჯილდო.
"რა თქმა უნდა, პიჩიჩი მნიშვნელოვანია ჩემთვის.დიდ მადლობას ვუხდი თანაგუნდელებს.ისინი რომ არა, ნამდვილად ვერ შევძელბდი ამ რაოდენობის გოლების შეყრას.რასაკვირველია, შევეცდები ჩემივე მიღწევს გაუმჯობესებას, მაგრამ თუ სხვა მოახერხებს ორმოცზე მეტი გოლის გატანას, არ გავვოცდები, რამეთუ შეუძლებელი არაფერია" - აღნიშნა რონიმ.
|