2 წლისშემდეგ ”ბარსელონა” და ”მანჩესტერ იუანიტედი” კვლავ შეხვდებიან ჩემპიონთა ლიგის ფინალში. თუმცა დრო არ ჩერდება და donbalon.com ადარებს გუნდების მაშინდელ და ახლანდელ შემადგენლობებს.
ახალი სახეები ”ბარსელონაში”
- მასკერანო. ტურეს წასვლის შემდეგ სწორედ ის არის მზად ჩემპიონთა ლიგის ფინალში სათამაშოდ.
- აფელაი. ჰოლანდიელი ფეხბურთელი ცდილობს გუნდში ახალი სისხლი შეიტანოს. ის, ბოიანი და ჟეფრენი შეიძლება გახდნენ ”ბარსას” წამყვანი ფეხბურთელების შემცვლელები ფინალში.
- აბიდალი. წინა ფინალი ფრანგმა ფეხბურთელმა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. 1/2 ფინალურ მატჩში, ”ჩელსისთან” მან წითელი ბარათი მიიღო. მაშინ ის სილვინიომ შეცვალა, თუმცა ავადმყოფობის შემდეგ დაბრუნებული ერიკი ყოველ მატჩში იღდგენს ფორმას და დიდი შანსი აქვს, რომ ლონდონში ძირითად შემადგენლობაში ითამაშოს.
- დანი ალვეში. ბრაზილიელიც წინა ფინალს დისკვალიფიკაციის გამო ტოვებდა. ახლა ალვეშს ჯანმრთელობასთან პრობლემები არ აქვს და მზად არის ტიტულის მოსაგებად.
- ვილია. ასტურიელი ოტო’ოს შეცვალს შეეცდება. ესპანელი თავდამსხმელი ”ბარსელონამ” სწორედ ასეთი შეხვედრებისთვის შეიძინა და გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან მის შედეგიან თამაშს.
წავიდნენ:
- სამუელ ეტო’ო. სწორედ კამერუნელი, რომელიც ”ბარსას” მიერ ნათამაშებ ბოლო 2 ფინალში ხსნიდა ანგარიშს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დანაკარგი, მაგრამ არა ერთადერთი. ახლანდელ ფინალში კატალონიელთაგან ვერ ითამაშებენ ანრი, სილვინიო და ტურე. 2009 წლის ”ბარსას” შემადგენლობაში იყვნენ ხორკერა, კასერასი, გუდიონსენი, ვიქტორ სანჩესი, ჰლები და მარკესი.
ახალი სახეები ”მანჩესტერში”
- ფლეტჩერი. მან წინა ფინალი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. ახლანდელ მატჩში ის წამყვანი ფიგურა იქნება და შეეცდება მოედნის ცენტრის გამაგრებას.
- ვალენსია. ეკვადორელი საბოოლ განიკურნა ურთულესი ტრავმისგან, რომელიც სეზონის სტარტზე მიიღო. სწრაფი ფეხბურთელი მზადაა ”უემბლის” დასაპყრობად.
- ჩიჩარიტო. მიმდინარე სეზონის აღმოჩენა. რუნისთან ერთად ის ემზადება კატალონიელთა დაცვის გასაკვირვებლად.
- რაფაელი. ბრაზილიელი რომის ფინალს დაესწრო, თუმცა მოედანზე ო’ში გამოვიდა.
- ნანი. პორტუგალიელი წელს ბწრყინვალე სეზონს ატარებს, თუმცა არის მოსაზრება, რომ ის რომის ფინალის მსგავსად შეხვედრას ”უემბლიზეც” სათადარიგო სკამზე დაიწყებს.
წავიდნენ:
- რონადლო. პორტუგალიელი ითვლება ”ეშმაკების” ყველაზე მნიშვნელოვან დანაკარგად. ასევე გუნდი დატოვა ტევესმა, მაკედამ (არენდით ”სამპდორიაში”) და კარიერა დამთავრებულმა გარი ნევილმა.