„მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწრთვნელის სერ ალექს ფერგიუსონის აზრით „ბლექპულის" გავარდნა პრემიერ ლიგის დანაკარგია.შეგახსენებთ,რომ „ოლდ ტრაფორდზე" მარცხის შემდეგ „ბლექპული" ჩემპიონშიფში ჩამოქვეითდა.
„ბლექპულს უყვარს თავისი ფეხბურთით თამაში.ისინი ძალიან შემტევ და სანახაობრივ ფეხბურტს თამაშობენ.ეს პრემიერ ლიგისთვის დიდი დანაკლისი იქნება."-დასძინა ფერგიუსონმა Sky Sports-თან საუბრისას.
მატჩის დასრულების შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედი" დამსახურებულად იქნა 19-ე პრემიერ ლიგის ტიტულით დაჯილდოებული.
„ჩვენ ეს დავიმსახურეთ,ჩვენი გუნდი მთელი სეზონი გულიანად ირჯებოდა რათა მე-19-ე ტიტული მოეპოვებინათ."-დაასრულა ფერგიმ.