28 ნოემბერს, 84 წლის ასაკში ფილტვების ანთებით გარდაიცვალა ცნობილი ამერიკელი კომიკოსი ლესლი ნილსენი.
ნილსენი კანადაში 1926 წელს დაიბადა. ტელეეკრანებზე კი 1950 წლიდან გამოჩნდა.
კინემატოგრაფიაში მოღვაწეობის მანძილზე მსახიობი სხვადასხვა ჟანრის ფილმებში იღებდა მონაწილეობას, მათ შორისაა ”პოსეიდონის თავგადასავალი”, სერიალები "დღითიდღე" და "პოლიციის დანაყოფი".
ნილსენის, როგორც კომედიური მსახიობის კარიერა, 1980 წელს ფილმ ”აეროპლანის” გამოსვლის შემდეგ დაიწყო. მსოფლიო აღიარება კი სურათმა ”შიშველი პისტოლეტი” მოუტანა.
მსახიობი ორჯერ იყო წარდგენილი ”ემის” ნომინაციაზე. პირველად 1982 წელს, მეორედ კი 1988 წელს.