XeXe.Ucoz.Com
სამშაბათი, 2024-12-24, 9:04 PM
შესვლის ფორმა

სექციის კატეგორიები
თამაშები [356]
ქართული ფილმები [17]
ფილმები [309]
პროგრამები [192]
სიმღერები [54]
კლიპები [43]
ვიდეოები [72]
სურათები [74]
ანიმაცია [23]
მანქანები [6]
სპორტი [86]
ახალი ამბები [26]
სერიალები [34]
სხვა და სხვა [67]
მობილურისათვის [69]
ვებ-მასტერებს [15]
მონადირეებისათვის [13]
მხოლოდ გოგონებისთვის [6]
ჯავა თამაშები [15]
ქაუნთერი cs [351]

ძებნა

კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28

ჩანაწერების არქივი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი საგანი გიყვართ?
Всего ответов: 141

მინი-ჩეთი

საიტის მეგობრები

Block title






სტატისტიკა

სულ ონლაინში: 57
სტუმარი: 57
მომხმარებელი: 0

მთავარი » 2011 » თებერვალი » 21 » ლეოპატრა - ალერსიანი "კნუტი"
6:16 PM
ლეოპატრა - ალერსიანი "კნუტი"
                       
                   თბილისის ზოოპარკს ახალი ბინადარი ჰყავს - თეთრი ლომი, რომელსაც კლეოპატრა ჰქვია. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ბოკვერია, იგი ცხოველთა მეფის ტახტის ერთადერთი მფლობელია მთელ საქართველოში, სადაც ლომები რამდენიმე საუკუნის წინ გადაშენდნენ.

16 წლის ირინა აფხაიძეს სიხარულისგან სუნთქვა შეეკვრა, როდესაც კლეოპატრას ზურგზე ხელი გადაუსვა. ბოკვერმაც ერთი მადიანად გაიზმორა, ძირს გაიშხლართა და კატასავით აკრუტუნდა. "ოცნება ავიხდინე, ლომს ჩავეხუტე... რა კარგია, რომ თბილისელ მხეცებს მეფე ეყოლებათ. ახლა ისე მიხარია, ალბათ მთელი ღამე არ დამეძინება. მის სანახავად ხშირად ვივლი ზოოპარკში", - თვალებგაბრწყინებული ამბობდა ირინა და ლომისთვის შეუფერებლად თვინიერ კლეოპატრას ეფერებოდა.

თბილისის ზოოპარკში 90-იან წლებში ლომი ბინადრობდა, მაგრამ მაშინ, როცა საქართველოში მხეცებისთვის კი არა, ადამიანებისთვისაც ძლივს იშოვებოდა საკვები. 1992 წელს თბილისში მყოფ ერთ-ერთ უცხოელ ჟურნალისტს დაჩიავებული მეფე-ლომი რომ უნახავს, ამის შესახებ დაუწერია კიდეც. ცხოველთა დაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჰუმანიტარული დახმარებაც გამოუგზავნია ლომის გადასარჩენად, მაგრამ ლომს ამის შემდეგ დიდხანს აღარ უცოცხლია...

დღეს სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია. კლეოპატრას ყველა თავს ევლება.

ზურაბ გურიელიძე, თბილისის ზოოპარკის დირექტორი: - დიდი ხანია ვცდილობთ ლომის ჩამოყვანას თბილისის ზოოპარკში, მაგრამ აქამდე სულ ხელი გვეშლებოდა. საბედნიეროდ, შემოთავაზებული ვარიანტებიდან არც ერთი იყო მაინცდამაინც სახარბიელო ეგზემპლარი, რომ გული დაგვწყვეტოდა, თან ყველა ზრდასრული იყო. სჯობს ახალგაზრდა, "კნუტი" ლომი მოიყვანო, რადგან მისი შეგუება ახალ გარემოსთან გაცილებით იოლია. უცებ გამოჩნდა 7 თვის კლეოპატრა. ეს არის უიშვიათესი ჯიში, რომელზეც ყველა ზოოპარკი ოცნებობს, რადგან ბუნებაშიც ძალიან ცოტა დარჩა ამ მოდგმიდან. თეთრი ლომი XX საუკუნის 60-70-იან წლებში აღმოაჩინეს. მანამდე მის შესახებ მხოლოდ ლეგენდები დადიოდა. ამბობდნენ, რომ სამხრეთ აფრიკაში ბინადრობდნენ თეთრი ლომები, რომელიც თვალით თითქმის არავის ენახა. ერთხელაც მაძიებლები ორ თეთრ ბოკვერს წააწყდნენ. ამის შემდეგ ამ პოპულაციის ბედი ტრაგიკულად წარიმართა, კოლექციონერ მონადირეთა სურვილმა, შინ ჰქონოდათ მოკლული თეთრი ლომის თავი, ეს სახეობა გადაშენების პირას მიიყვანა. ახლა თეთრ ლომებს სპეციალურ საშენებსა და ზოოპარკებში თუ ნახავთ, სადაც ამრავლებენ და შემდეგ აბრუნებენ ბუნებაში.

თბილისის ზოოპარკი არასდროს ყოფილა საერთაშორისო რანგის ზოოპარკების სიაში, ამ სტატუსს ნელ-ნელა ვუახლოვდებით. როდესაც ფლობ გადაშენების პირას მყოფ ცხოველებს, ანუ ეხმარები მათ გადარჩენაში და ასევე აკმაყოფილებ სხვადასხვა კრიტერიუმს, სხვა სტატუსი გენიჭება. ამის დასტურია ისიც, რომ პორტოს ზოოპარკმა საჩუქრად გადმოგვცა შავი, ულამაზესი იაგუარი. საერთაშორისო ასოციაციაში შესასვლელად ჩვენ უკვე ოფიციალურადაც გავაკეთეთ განაცხადი.

კლეოპატრას მოყვანას ერთი საინტერესო მოვლენა დაემთხვა ზოოპარკში. ცხოველთა მეფის გამოჩენისას ორმა მაიმუნმა გალიის კარის გაღება მოახერხა და გაიქცნენ. ერთ-ერთი ზოოპარკის ტერიტორიაზევე დააკავეს, მეორემ კი შეძლო ხილიანის ქუჩაზე, ზოოპარკის ზედა მხარეს განთავსებულ "რუსთავი 2"-ის ოფისში შევარდნა. თვითმხილველები ხუმრობენ, მაიმუნი "ღია ეთერს" ითხოვდა და რადგან მისი სურვილი ტელევიზიაში სასაცილოდ არ ეყოთ, ერთ-ერთი ოპერატორი ამოიღო მიზანში, სკამიდან გადააგდო და მის კომპიუტერს მიუჯდაო. თუმცა არ დასცალდა, მხარში დასაძინებელი ნემსი მოხვდა და მალევე კლავიატურაზე ამოუშვა ხვრინვა. მოკლედ, მისმა გამოჩენამ დიდი მხიარულება გამოიწვია.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 761 | დაამატა: jaba | რეიტინგი: 4.6/7
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024