ფილმის შესახებ დასახელება :ლელობურთი სოფელ შუხუთში გამოშვების წელი :2009 ჟანრი :კაცის კვლა რეჟისორი :არ საჭიროებს როლებში :შუხუთლები
ფილმის აღწერა :19 აპრილია, აღდგომა, გრილი დღე - ლელობურთისთვის საგანგებოდ გამოწერილი. ლანჩხუთში, შუხუთის ცენტრში, ხალხმრავლობაა, თუმცა ადრე აქ ათიათასამდე მაყურებელიც ყოფილა. მოსეირეები საქართველოს თითქმის ყველა ქალაქიდან ჩამოსულან. ყველა თამაშის დაწყებას ელოდება. საათის ხუთზე ბურთი ააგდო შუხუთის ტაძრის მღვდელმა, მამა საბამ. ყიჟინამ არემარე ააზანზარა. ტრადიციულად, ზემოურები და ქვემოურები იბრძვიან საჭინკიესა და საკირიეს ღელეების დასალაშქრად. დანარჩენი ვიდეოში
ინფორმაცია ფაილზე ფორმატი: Mp4 ხარისხი: TSRip გახმოვანება:კრიმაჭული ხანგრძლივობა:1:40:26 ზომა: 700 MB
19 აპრილია, აღდგომა, გრილი დღე - ლელობურთისთვის საგანგებოდ გამოწერილი. ლანჩხუთში, შუხუთის ცენტრში, ხალხმრავლობაა, თუმცა ადრე აქ ათიათასამდე მაყურებელიც ყოფილა. მოსეირეები საქართველოს თითქმის ყველა ქალაქიდან ჩამოსულან. ყველა თამაშის დაწყებას ელოდება. საათის ხუთზე ბურთი ააგდო შუხუთის ტაძრის მღვდელმა, მამა საბამ. ყიჟინამ არემარე ააზანზარა. ტრადიციულად, ზემოურები და ქვემოურები იბრძვიან საჭინკიესა და საკირიეს ღელეების დასალაშქრად.
ბურთი სკოლისა და საკრებულოს შენობის შუაში მოექცა. არცერთი მხარე არ თმობს. ორივე ძლიერია. აქ იღბალიც აუცილებელია, ერთი ციცქნა ბიძგიც ხშირად გადამწყვეტია. აზარტი დიდია - გამოუცდელები გამოსასვლელი ტანსაცმლით შედიან და ზოგი ნიფხავ-პერანგით გამოდის. მოედანზე ტანსაცმლის ნაფლეთებსა და ცალ-ცალ ფეხსაცმელს მრავლად ნახავთ. სასწრაფო ორჯერ გამოიძახეს. ერთი უგონოდ იყო, მეორეს ფეხი მოტყდა. „უწესო რაგბიში" ასეთი რამეები ხშირად ხდება, მაგრამ მაინც არ უშინდებიან.
ქვემოურები უპირატესობას ეუფლებიან, ზემოურები არ თმობენ. მათ ახლახან გარდაცვლილი ლელობურთელის, შოთა ნიკოლაიშვილის საფლავზე სურთ ბურთის მიტანა, მაგრამ ქვემოურებმა თითქმის მიაღწიეს ღელეს. ასეთ დროს მხოლოდ ერთხელ შემოუტრიალებათ თამაშის ბედი, ისიც ათწლეულების წინ. მაშინ "ატეკის” დირექტორმა, ევგრაფი შევარდნაძემ წაგება რომ იგრძნო, მძღოლების მობილიზაცია გამოაცხადა და წაგებული თამაში შემოაბრუნა.
ამჯერად ასე აღარ მოხდა, საღამოს 8 საათისთვის ქვემოურებმა ერთხელ კიდევ აჩვენეს, თუ რას ნიშნავს ერთობის ძალა და ბურთი ღელეზე გადაიტანეს. ლამაზი სანახაობა იყო ღელეში გაკეთებული „ცოცხალი ხიდი". გამარჯვების ყიჟინამ იქაურობა გააყრუა. ბურთი იქვე, ღელესთან მცხოვრები, აწ გარდაცვლილი ცნობილი ლელობურთელის, ვატული იმნაიშვილის ეზოში შეიტანეს. საბოლოოდ იმის საფლავზე გააქვთ, ვისმა დაღუპვამაც ბოლო თვეებში ყველაზე მეტად დასწყვიტათ გული. ეს ლელოს ტრადიციაა.
ვეტერან ლელობურთელ ქალს თინა იმნაიშვილს ახალგაზრდობაში ორჯერ გაუტანია ლელო. თანაგუნდელებად ჰყავდა ნინა, ვერიჩქა ფირცხალაიშვილები, სარა კალანდარიშვილი, ცნობილი ლელობურთელის, ივანე იმნაიშვილის ქალიშვილები - ცუცუკია და შუქფარა, ტატიანა დოლიძე, თინა ჩიჩუა. დღეს ქალბატონი თინას შვილიშვილი თამაშობს ლელოს. მუხლებმა მიმტყუნა, თორემ თამაშის შუაგულში მოვექცეოდიო - ამბობს ბებია.
- ერთ წელს ლელო ქალებმა გავიტანეთ. მე ხელთ ვიგდე ბურთი, ელვის უსწრაფესად გადავუგდე სარა კალანდარიშვილს, სარამ ნინა ფირცხალაიშვილს, ნინამ კი - ვერიჩქას.
- როგორ, იქ მამაკაცები არ იყვნენ?
- მამაკაცები ქალებს არ გვაკადრებდნენ ბურთის წართმევას, მხოლოდ გვაფრთხილებდნენ, რომ სწრაფად გადაგვეცა ჩვენიანისთვის. უაღრესად ბედნიერი ვიყავი მაშინ, როცა ბურთით ქარივით მივქროდი ჩემიანებთან ერთად ლელოსკენ. თითქოსდა ახლაც მესმის ყიჟინა, „ვაშას” ექო და თან ვხედავ ალმების ფრიალს.
- ყველა ქალი ხომ თქვენსავით ძლიერი არ არის?
- აქ ძალა ბოლო ადგილზეა. ფიორა ქალიც რომ აწვებოდეს წრის „გორგოსიალს" გარედან, ესეც გამარჯვების საწინდარია. მეტოქეს რომ ნემსიც შეეჩეხოს, წონასწორობას დაკარგავს.
- როგორ მოგონთ ახლანდელი ლელობურთი?
- საყოველთაო ინტერესის ცეცხლი არ ღვივის. აი, ჩვენ წინ რომ დგას, მთასავით ბიჭი, რა დაუმაგრდება იმას, მაგრამ მწვრთნელები აღარ არიან. დაუვიწყარი ლელობურთელი ივანე იმნაიშვილი ასეთებს თამაშის აზარტში შეიყვანდა. მისი ქალიშვილებიც კი თამაშობდნენ. აბა, გაებედათ და არ ეთამაშათ!
- რა არის დაუშვებელი თამაშის დროს?
- ნემსის ჩხველეტა, დანის ხმარება, ჩხუბი. ეშმაკობა - კი. ხშირად ქუდს ააგდებენ, ინერციით წრე გაედევნება, ამ დროს ქუდის ამგდები ბურთს ხელთ მოიგდებს და გაქუსლავს. ხშირად ბურთიანს ხალხი ზედ შესდგება ხოლმე და რომ არ გაიგუდოს, მოთამაშეები ხელებს ასწევენ - ეს იმას ნიშნავს, რომ თამაში უნდა შეყოვნდეს!
- რიცხობრივ უპირატესობას აქვს მნიშვნელობა?
- რა თქმა უნდა, აქვს! დაუვიწყარი ლელობურთელი კოსტა ორაგველიძე წინა დღით კოლმეურნეობის მანქანით ლელობურთელებს აფრთხილებდა. ახლაც უნდა გამოინახოს ასეთი ინიციატორი, რომელიც გააფრთხილებს ნიგოითელებს, ჩოლობარგელებს, ჭყონაგვრელებს, ქვიანელებს, ჯაპანელებს. აფიშებიც უნდა გაიკრას. მაშინ ყველა ენთუზიაზმით აინთება. მახსოვს, სტუმრები ქურთუკს გაიხდიდნენ და წრეში შევარდებოდნენ, აი, ამას ჰქვია ლელო!
- რას უსურვებთ მომავალ „ლელოებს"?
- ვაჟკაცურ, სამართლიან შემართებას უღრუბლო ცის ქვეშ, სასურველ მომავალთან ერთად.
|