სამეფო კლუბის გერმანელმა ფეხბურთელმა, სმაი ხედირამ, ინტერვიუში აღნიშნა, რომ მიესალმება შაჰინის ტრანსფერს.
-როგორ უყურებთ შაჰინის ტრანსფერს? - კონკურენცია არ მაშინებს, ჩემი აზრით კარგია როდესაც გუნდში ერთ პოზიციაზე ბევრი ფეხბურთელი გყავს. მივესალმები ნური შაჰინის გადმოსვლას ის კარგი ადამიანი და შესანიშნავი ფეხბურთელია. მას შეუძლია კარგი სამსახური გაუწიოს სამეფო გრანდს.
- როგორ ფიქრობთ, მიმდინარე სეზონი შთამბეჭდავი იყო თქვენთვის? - ჩემთვის ყველაფერი შთამბეჭდავი იყო: კლუბის სახელი, სტადიონი, ქვეყანა, ქალაქი და რათქმაუნდა გულშემატკივარი
მადრიდში თავს ბედნიერად ვგრძნობ, მე ერთი სიტყვაც კი არ მესმოდა ესპანურად და ვერ ვგებულობდი რას ითხოვდა ჩემგან მთავარი მწვრთნელი, მაგრამ ამ პრობლემის დაძლევაში მადრიდის რეალის ფეხბურთელები დამეხმარნენ.
”დარწმუნებული ვარ მომავალ სეზონში ჩვენ არაერთი ტიტულის მოგებას შევძლებთ და გავახარებთ გულშემატკივრებს, ჩვენ ხომ მათთვის ვთამაშობთ ფეხბურთს” - ამ სიტყვებით დაასრულა ინტერვიუ გერმანელმა ნახევარმცველმა.