შაია ლაბაფი ფეთქებადი ხასიათით გამოირჩევა. ცოტა ხნის წინ მისმა თავშეუკავებლობამ მორიგი კონფლიქტი გამოიწვია. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მსახიობი ბარში იმყოფებოდა და შუა ღამისას ერთ-ერთ სტუმართან საქმის გარჩევა დაიწყო. დაცვამ ისინი მომენტალურად ქუჩაში გაიყვანა, სადაც ისინი სიტყვიერი შეურაცყოფიდან ფიზიკურზე გადავიდნენ. შაიამ სავარაუდოდ ზედმეტად განარისხა თავისი მეტოქე, ის მაშინაც დაუნდობლად აგრძელებდა მის ცემას, როდესაც მსახიობი მიწაზე დაეცა და წინააღმდეგობას ვერ უწევდა. მართალია ეს დიდი ხანი არ გაგრძელდა, ისინი გააშველეს. კონფლიქტის მიზეზი უცნობია, მაგრამ ყველასთვის ნათელი იყო, რომ შაია ძლიერი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.