ინგლისური პრესა გვამცნობს რომ გალათასარაის ხელმძღვანელები დიდიე დროგბას თაობაზე სულ მალე ჩელსისთან შეთანხმებას მიაღწევენ.ამ ინფორმაციას ადასტურებს გალათასარაის პრეზიდენტი,ის ამბობს რომ დროგბას ტრანსფერი მხოლოდ და მხოლოდ დროის საკითხია.სავარაუდოთ ამ ინფორმაციას ოფიციალურად დაადასტურებს ლონდონური მხარე.პრესის ცნობით ამ ორი გუნდის ხელმძღვანელები ფარულად აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს და როდესაც ამ ტრანსფერის ფინალი წარმატებული აღმოჩნდა,თურქები დიდიეს მიმართ გაჩენილ ინტერესებს აღარ მალავენ.ჯერჯერობით არ სახელდება თუ რა თანხის გადახდას აპირებენ თურქები კოდ დივუარელის სანაცვლოდ,თუმცა გეტყვით იმასაც რომ დიდიეს მსგავსად გალათასარაის სურს შეიძინოს ჩელსის კიდევ ერთი კოდ დივუარელი თავდამსხმელი სოლომონ კალუ,ისინი მზად არიან კალუს ნაცვლად 11 მილიონი ევრო გადაიხადონ