XeXe.Ucoz.Com
ოთხშაბათი, 2024-12-25, 9:04 PM
შესვლის ფორმა

სექციის კატეგორიები
თამაშები [356]
ქართული ფილმები [17]
ფილმები [309]
პროგრამები [192]
სიმღერები [54]
კლიპები [43]
ვიდეოები [72]
სურათები [74]
ანიმაცია [23]
მანქანები [6]
სპორტი [86]
ახალი ამბები [26]
სერიალები [34]
სხვა და სხვა [67]
მობილურისათვის [69]
ვებ-მასტერებს [15]
მონადირეებისათვის [13]
მხოლოდ გოგონებისთვის [6]
ჯავა თამაშები [15]
ქაუნთერი cs [351]

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი საგანი გიყვართ?
Всего ответов: 141

მინი-ჩეთი

საიტის მეგობრები

Block title






სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

მთავარი » 2011 » აპრილი » 15 » ესსე – "რეალობა საზღვრებს გარეთ"
9:32 PM
ესსე – "რეალობა საზღვრებს გარეთ"
მახსოვს, როცა სკოლიდან ,,შატალოზე” მივდიოდით და ვინმე რჩებოდა, მას ,,კომუნისტს ვეძახდით. ჩვენს წარმოდგენაში ,,კომუნისტი” მშიშარას ნიშნავდა. ნაწილობრივ სიმართლეა, რომ საბჭოთა კავშირში შიში უცხო რამ არ იყო და სწორედ მისი მეშვეობით მყარდებოდა წესრიგი, მაგრამ, მე მგონია, რომ ჩვენი კლასელები, რომლებიც კლასში რჩებოდნენ, ,,კომუნისტები” არ იყვნენ, რადგანაც ისინი საკუთარ ინტერესებს იცავდნენ. სწორედ ინდივიდუალიზმის პრობლემა იყო საბჭოეთში და ვინც განსხვავებულ აზრს გამოთქვამდა, ან ციმბირში ასახლებდნენ, ან კიდევ ხვრეტდნენ.

ფაქტები კი მეორდებიან, მაგრამ არა იდენტურად, ისინი დროის შესაბამისად იცვლებიან.

დღესდღეისობით საქართველოში მსგავსი პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობაში აღნიშნულია, რომ ყველას აქვს განსხვავებული აზრის გამოთქმის უფლება, ხალხი მაინც ერიდება განსხვავებული აზრის გამოთქმას, ყველაზე მეტად კი რელიგიასთან დაკავშირებულ საკითხებში, რადგანაც ქართველისთვის იგი წმინდათა წმინდაა(ჩვენ ხომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ).

მაგრამ, დღეს ინდივიდუალიზმს არ ებრძვიან ციმბირით ან სიკვდილით დაშინებით, მას კონფორმიზმით ებრძვიან. ,,ინდივიდები” ხშირად ხდებიან შეურაცხყოფის, დამცირებისა და ხალხისაგან(და არა საზოგადოებისაგან!) გარიყვის საგანი.

ყველაზე მეტად რაც მაღიზიანებს, ესაა უპირობოდ მიღება ყველა აზრის, უმსჯელობა, რასაც არაფერი ჰქვია თუ არა ფანატიზმი. გამოვყოფდი რამოდენიმე საკითხს, რაც ყველაზე მეტად დასაფიქრებელია:

1. ფუნდამენტალიზმი.

ხშირად გვესმის, რომ ,,ქართველობა” და ,,მართლმადიდებლობა” იდენტური ცნებებია, რაც აბსურდია რა თქმა უნდა. საქართველოში ოდითგანვე რწმენის მრავალფეროვნება იყო. ამის მაგალითია თუნდაც დავით აღმაშენებლის მეჩეთში შესვლა. როცა ასეთ ცნებებს ვაიგივებთ, ცხადია შეურაცხყოფას ვაყენებთ იმ არამართლმადიდებლებს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ისინი არ გვჭირდება და ჩვენს იდენტურობას არღვევენ. ქრისტიანობა კი პირველ რიგში შემწყნარებლობა, ტოლერანტობა და სხვისი რწმენის პატივისცემაა.

2.ფანატიზმი.

მახსოვს, როგორ გამაღიზიანა ,,ოდნოში” მამა მათეს სურათის ნახვამ. პირადად ამ მღვდლის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ როცა სასულიერო პირების კულტივირება ხდება, ცხადია გამაღიზიანებელია.

ალბათ არ მოიძებნება ოჯახი(რომელიც თავს ,,მორწმუნე” ოჯახად თვლის) პატრიარქის ,,პლაკატი” ქრისტეს ხატის გვერდით არ ჰქონდეს გაკრული. პატრიარქი იმის გარდა, რომ ჩვენი ,,მხსნელია”, ამავდროულად ყველაზე ,,ბრძენი” ადამიანია საქართველოში. ეს ,,ბრძენი” კი ამბობს, რომ ,,უცხოეთში სწავლა ქართველს ქართულ ღირებულებებს აკარგვინებს”. ამაში იგულისხმება, რომ ისინი ქართველებად აღარ მიიჩნევიან, რადგანაც ,,ჩვენი” ფასეულობების გარეშე ,,ასეთი ვეღარ იქნები”.(გავიხსენოთ ის ფაქტიც, რომ ილია მეორე უცხოეთში სწავლობდა).

3.გაუნათლებლობა.

გამოკითხვა რომ ჩავატაროთ, ალბათ 10-დან 2-ს თუ ექნება წაკითხული ბიბლია. ამას იმით ხსნიან, რომ თითქოს მთავარია ღმერთის სიყვარული და სიკეთის კეთება. მაშინ ჩნდება კითხვა: რაღა საჭიროა ბიბლია, თუ ქრისტიანობა ასე მარტივად გაიგება?

გახსოვთ მმკ-ს(მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი) აქტივისტებმა ილიას სტუდენტები რომ სცემეს და სახალხოდ აგინეს? სწორედ გაუნათლებლობის შედეგი იყო, როცა ქრისტეს შესაპყრობად გეთსიმანიაში რომაელები მივიდნენ, პეტრემ რომ იძრო ხმალი და მღვდელმთავრის მონას ყური ჩამოათალა. ქრისტემ კი უთხრა პეტრეს:,,თავის ადგილას ჩააბრუნე ეგ მახვილი, ვინაიდან ყველა მახვილის ამღები მახვილითვე დაიღუპება”.

ასეთია იმ ადამიანების ქრისტიანული გაგება, ვინც ჩემი ნაცნობის მსგავსად იძახის:,,იეჰოველების და პედარასტების დედაც…”, იმ ადამიანების, ვინც თავს ,,მართმადიდებელს” უწოდებს და არა ,,მართლმადიდებელს”, იმ ადამიანების, ვისაც მორწმუნეობა ეკლესიაში ყოველკვირეული სიარული ჰგონია.

ამ ,,მართმადიდებლების” ქცევები სხვა არაფერზე მიუთითებენ თუ არა შიშზე, რომელიც კომფორტული გაგების დაკარგვის შიშია. ამ კომფორტული აზროვნებით ჰგონიათ, რომ პატრიარქი გადაგვარჩენს, თვითონ კი არაფერს აკეთებენ, ამ კომფორტული გაგებით წყნარად ცხოვრობენ იმის ნაცვლად, რომ რეალობა დაინახონ, და აღარაფერი დარჩენიათ თუ არა ლანძღვა იმათ მიმართ, ვინც მათ გაგებას საფრთხეს უქმნის. ამიტომ არ მიკვირს, როცა მეუბნებიან: ,,ნუ ჭედავ…” , ,,ათეისტი ხარ!” , ,,იეჰოველი გახდი?”.

სხვა - ...

კატეგორია: სხვა და სხვა | ნანახია: 711 | დაამატა: jaba | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024