XeXe.Ucoz.Com
სამშაბათი, 2024-12-24, 9:33 PM
შესვლის ფორმა

სექციის კატეგორიები
თამაშები [356]
ქართული ფილმები [17]
ფილმები [309]
პროგრამები [192]
სიმღერები [54]
კლიპები [43]
ვიდეოები [72]
სურათები [74]
ანიმაცია [23]
მანქანები [6]
სპორტი [86]
ახალი ამბები [26]
სერიალები [34]
სხვა და სხვა [67]
მობილურისათვის [69]
ვებ-მასტერებს [15]
მონადირეებისათვის [13]
მხოლოდ გოგონებისთვის [6]
ჯავა თამაშები [15]
ქაუნთერი cs [351]

ძებნა

კალენდარი
«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ჩანაწერების არქივი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი საგანი გიყვართ?
Всего ответов: 141

მინი-ჩეთი

საიტის მეგობრები

Block title






სტატისტიკა

სულ ონლაინში: 44
სტუმარი: 44
მომხმარებელი: 0

მთავარი » 2011 » მაისი » 21 » ძაღლის ჭირი
9:21 PM
ძაღლის ჭირი
ჭირით ყველა სახის ცხოველი ავადდება, მაგრამ უფრო ამთვისებელია 2-5 თვის ასაკის ლეკვი. ძუძუ სწოვის ასაკში ლეკვი იშვიათად ავადდება. ვაქცინირებული და ბუნებრივად დაავადებამოხდილი დედის ლეკვი, როგორც წესი არ ავადდება. კოლოსტრალური იმუნიტეტი შენარჩუნდება ლეკვში 2 კვირა დედიდან მოცილების შემდეგ. თუ მას ამ ვადის გასვლის შემდეგ არ აუცრიან, ის შეიძლება დაავადდეს.
ინფექციის აღმძვრელის წყაროა დაავადებული ცხოველი, რომელიც გამოყოფს ვირუსს გარემოში ინკუბაციის და რეკონვალესცენციის პერიოდში. ვირუსი იმყოფება თვალისა და ცხვირის გამონადენში, ფეკალში და სხვა სეკრეტში ჩვეულებრივად 10-51 დღე. დაავადებამოხდილმა ძაღლმა შეიძლება ვირუსი გამოყოს 3 თვის, ენოტმა-9, სხვა ბეწვიანმა ნადირმა 3-5 თვის განმავლობაში.
ჯანმრთელი ცხოველი სნებოვნდება ავადმყოფთან ან დაავადებამოხდილთან ერთად შენახვის პირობებში, დაინფიცირებული საკვების მიღებისას, რესპირაციული გზით და დაგრილებისას. დადგენილია ვირუსის გადაცემის ვერტიკალური გზაც, პლაცენტით-ავადმყოფი დედიდან შთამომავლობაზე.
ჭირის ვირუსის გადაცემის ფაქტორია: ჭირის ვირუსით დაინფიცირებული ცხოველის მოვლის საგნები, მომვლელის სპეციალური ტანსაცმელი, საკვები, მწერი, ფრინველი და მღრნელი მარტო მექანიკური გადამტანი კი არ არიან, არამედ შეიძლება მათ ვირუსი გამოყონ ისე, რომ დაავადების ნიშნები არ გამოავლინონ.
ბუნებაში ჭირის აღმძვრელის რეჭირით ყველა სახის ცხოველი ავადდება, მაგრამ უფრო ამთვისებელია 2-5 თვის ასაკის ლეკვი. ძუძუ სწოვის ასაკში ლეკვი იშვიათად ავადდება. ვაქცინირებული და ბუნებრივად დაავადებამოხდილი დედის ლეკვი, როგორც წესი არ ავადდება. კოლოსტრალური იმუნიტეტი შენარჩუნდება ლეკვში 2 კვირა დედიდან მოცილების შემდეგ. თუ მას ამ ვადის გასვლის შემდეგ არ აუცრიან, ის შეიძლება დაავადდეს.
ინფექციის აღმძვრელის წყაროა დაავადებული ცხოველი, რომელიც გამოყოფს ვირუსს გარემოში ინკუბაციის და რეკონვალესცენციის პერიოდში. ვირუსი იმყოფება თვალისა და ცხვირის გამონადენში, ფეკალში და სხვა სეკრეტში ჩვეულებრივად 10-51 დღე. დაავადებამოხდილმა ძაღლმა შეიძლება ვირუსი გამოყოს 3 თვის, ენოტმა-9, სხვა ბეწვიანმა ნადირმა 3-5 თვის განმავლობაში.
ჯანმრთელი ცხოველი სნებოვნდება ავადმყოფთან ან დაავადებამოხდილთან ერთად შენახვის პირობებში, დაინფიცირებული საკვების მიღებისას, რესპირაციული გზით და დაგრილებისას. დადგენილია ვირუსის გადაცემის ვერტიკალური გზაც, პლაცენტით-ავადმყოფი დედიდან შთამომავლობაზე.
ჭირის ვირუსის გადაცემის ფაქტორია: ჭირის ვირუსით დაინფიცირებული ცხოველის მოვლის საგნები, მომვლელის სპეციალური ტანსაცმელი, საკვები, მწერი, ფრინველი და მღრნელი მარტო მექანიკური გადამტანი კი არ არიან, არამედ შეიძლება მათ ვირუსი გამოყონ ისე, რომ დაავადების ნიშნები არ გამოავლინონ.
ბუნებაში ჭირის აღმძვრელის რეზერვუარია გარეული ცხოველები(განსაკუთრებით ენოტი და მელია), ასევე მაწანწალა ძაღლი.
ჭირი შეიძლება აღინიშნოს წლის ყველა დროს, მაგრამ შემოდგომაზე და გაზაფხულზე ვლინდება ხშირად ეპიზოოტიის სახით. ძაღლში დაავადების განვითარებას ხელს უწყობს ჭიის ინვაზიის არსებობა, მოციონის უქონლობა და ნათესაური მოშენება, ავიტამინოზი, ცივი ნესტიანი ამინდი, უხარისხო კვება.
ძაღლში ბუნებრივი დასნებოვნებისას ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 14-21 დღე და მეტი. ბეწვიან ნადირში( მელა, ყარსაღი, წაულა)-9-30 დღე და ზოგჯერ 90 დღე.
კლინიკურად ჭირი ვლინდება მრავალფეროვნად, არჩევენ: ფილტვის, ნაწლავის, ნერვულ, კანის და შერეულ ფორმებს. ჭირი შეიძლება მიმდინარეობდეს ელვისებურად, მწვავედ, ქვემწვავედ, ქრონიკულად, აბორტულად, ტიპიურად და ატიპიურად.
ჭირის "კლასიკური” ფორმისას პირველი ნიშნებია ჩირქიანი კონიუქტივიტი, მშრალი ხველა, რინიტი; ექსუდატი ხმება თვალებსა და ცხვირის გარშემო ქერქის სახით. სხეულის ტემპერატურის ამაღლება (>40°), ცხოველი მოდუნებულია, უარს ამბობს საკვებზე.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანებისას ამას ემატება ღებინება და დიარეა. ნევროლოგიური სიმპტომები შეიძლება განვითარდნენ დასენიანებიბიდან 3 კვირაში. ნერვული სიმპტომები (კრუნჩხხვები, მიოკლონუსი, ატაქსია, პარალიჩი) ვითარდება უცაბედად ან თანდათანობით და შეიძლება პროგრესირებდნენ.

ძაღლებს, რომლებმაც გადაიტანეს ჭირი, აღენიშნებათ ცხვირისა და თათების ბალიშების ჰიპერკერატოზი, კბილის ემალის განუვითარებლობა.
ჭირით ავადმყოფ ძაღლის მკურნალობის დროს მხედველობაში უნდა მივიღოთ ის , რომ ყველა ქიმიოთერაპიულ საშუალებას არ აქვს ვირუციდული მოქმედება, მაგრამ შეუძლიათ ორგანიზმის ზოგადი ტონუსის ამაღლება და სეკუნდარული ბაქტერიული ინფექციის თავიდან არიდება.
ავადმყოფობის დასაწყისში საჭიროა კუნთში კალციუმის გლუკონატის შეყვანა 1-5 მლ. დოზით ცხოველის მასის შესაბამისად.ვიტამინოთერაპია, პროტეინოთერაპია, ინფუზიო-გლუკოზა5%, რინგერი, იზოტონური ხსნარი.
პარეზის თავიდან ასაცილებლად ცხოველში შეჰყავთ 0,05%-იანი პროზერინი 1 მლ, კანქვეშ, 10 და მეტი დღის განმავლობაში. ღრმა პარეზის დროს -1%-იანი
სტრიქნინის ხსნარი სამკურნალო დოზით.
კუნთების დამბლის დროს კარგია მასაჟი, ფიზიოთერაპია.
ცენტრალური ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციის შესანარჩუნებლად რეკომენდებულია კუნთში 1 მლ ცერებროლიზინის შეყვანა, ყოველდღე, 20-30 დღის განმავლობაში.ზერვუარია გარეული ცხოველები(განსაკუთრებით ენოტი და მელია), ასევე მაწანწალა ძაღლი.
ჭირი შეიძლება აღინიშნოს წლის ყველა დროს, მაგრამ შემოდგომაზე და გაზაფხულზე ვლინდება ხშირად ეპიზოოტიის სახით. ძაღლში დაავადების განვითარებას ხელს უწყობს ჭიის ინვაზიის არსებობა, მოციონის უქონლობა და ნათესაური მოშენება, ავიტამინოზი, ცივი ნესტიანი ამინდი, უხარისხო კვება.
ძაღლში ბუნებრივი დასნებოვნებისას ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 14-21 დღე და მეტი. ბეწვიან ნადირში( მელა, ყარსაღი, წაულა)-9-30 დღე და ზოგჯერ 90 დღე.
კლინიკურად ჭირი ვლინდება მრავალფეროვნად, არჩევენ: ფილტვის, ნაწლავის, ნერვულ, კანის და შერეულ ფორმებს. ჭირი შეიძლება მიმდინარეობდეს ელვისებურად, მწვავედ, ქვემწვავედ, ქრონიკულად, აბორტულად, ტიპიურად და ატიპიურად.
ჭირის "კლასიკური” ფორმისას პირველი ნიშნებია ჩირქიანი კონიუქტივიტი, მშრალი ხველა, რინიტი; ექსუდატი ხმება თვალებსა და ცხვირის გარშემო ქერქის სახით. სხეულის ტემპერატურის ამაღლება (>40°), ცხოველი მოდუნებულია, უარს ამბობს საკვებზე.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანებისას ამას ემატება ღებინება და დიარეა. ნევროლოგიური სიმპტომები შეიძლება განვითარდნენ დასენიანებიბიდან 3 კვირაში. ნერვული სიმპტომები (კრუნჩხხვები, მიოკლონუსი, ატაქსია, პარალიჩი) ვითარდება უცაბედად ან თანდათანობით და შეიძლება პროგრესირებდნენ.

ავადმყოფობის დასაწყისში საჭიროა კუნთში კალციუმის გლუკონატის შეყვანა 1-5 მლ. დოზით ცხოველის მასის შესაბამისად.ვიტამინოთერაპია, პროტეინოთერაპია, ინფუზიო-გლუკოზა5%, რინგერი, იზოტონური ხსნარი.
პარეზის თავიდან ასაცილებლად ცხოველში შეჰყავთ 0,05%-იანი პროზერინი 1 მლ, კანქვეშ, 10 და მეტი დღის განმავლობაში. ღრმა პარეზის დროს -1%-იანი
სტრიქნინის ხსნარი სამკურნალო დოზით.
კუნთების დამბლის დროს კარგია მასაჟი, ფიზიოთერაპია.
ცენტრალური ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციის შესანარჩუნებლად რეკომენდებულია კუნთში 1 მლ ცერებროლიზინის შეყვანა, ყოველდღე, 20-30 დღის განმავლობაში.

კატეგორია: მონადირეებისათვის | ნანახია: 1039 | დაამატა: jaba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024