მადრიდის ”რეალის” მთავარი მწვრთნელი ახალ თამაშს თამაშობს. ამჯერად მან განაცხადა, რომ არ იცის, თუ როგორ გაუმკლავდებიან მისი შეგირდები ”ბარსელონას”.
”რეალი” და ”ბარსელონა” ეხლა ერთ დონეზე არიან. ”ელ კლასიკომ” შეიძლება გადაწყვიტოს ჩემპიონის ბედი. ჟოზე მოურინიო ღელავს ახალ ვარსკვლავებზე, რომლებიც კლუბში ამ ზაფხულს მივიდნენ.
ჟოზე მოურინიო: ”არა მხოლოდ ჩემთვის, ეს მათთვისაც პირველი ”კლასიკოა”. ჩვენ წინასწარ ვერ ვიტყვით, თუ როგორ ითამაშებენ ისინი ასეთ სიტუაციაში. ფიზიკურად ისინი შესანიშნავად არიან მომზადებულები. აი ”ბარსელონა” უფრო მეტად შეთამაშებული გუნდია. ჩვენ მხოლოდ 3-4 თვე გვქონდა შესათამაშებლად. ყოველ შემთხვევაში ჩვენ სიტუაციის განვითარების ყველა ვარიანტისთვის მზად უნდა ვიყოთ და მსოფლიოს სუპერ მატჩი ვაჩვენოთ”.