XeXe.Ucoz.Com
სამშაბათი, 2024-12-24, 8:34 PM
შესვლის ფორმა

სექციის კატეგორიები
თამაშები [356]
ქართული ფილმები [17]
ფილმები [309]
პროგრამები [192]
სიმღერები [54]
კლიპები [43]
ვიდეოები [72]
სურათები [74]
ანიმაცია [23]
მანქანები [6]
სპორტი [86]
ახალი ამბები [26]
სერიალები [34]
სხვა და სხვა [67]
მობილურისათვის [69]
ვებ-მასტერებს [15]
მონადირეებისათვის [13]
მხოლოდ გოგონებისთვის [6]
ჯავა თამაშები [15]
ქაუნთერი cs [351]

ძებნა

კალენდარი
«  იანვარი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

ჩანაწერების არქივი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი საგანი გიყვართ?
Всего ответов: 141

მინი-ჩეთი

საიტის მეგობრები

Block title






სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0

მთავარი » 2011 » იანვარი » 26 » ავთანდილ ხურციძე, მაიკ ტაისონი და როი ჯონსი თბილისში!
8:16 PM
ავთანდილ ხურციძე, მაიკ ტაისონი და როი ჯონსი თბილისში!

            

                  ExCluSiVe htt://xexe.ucoz.com

სამი კვირის წინათ, "მსოფლიო სპორტმა”, პრომოუთერულ კომპანია Elite Boxing Promotion-ის მიერ, ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაცია შემოგთავაზათ, რომლის თანახმადაც, ყველაზე მაღალრეიტინგიანმა ქართველმა პროფესიონალმა მოკრივემ, ავთანდილ ხურციძემ მორიგი ბრძოლა საქართველოში უნდა ჩაატაროს.
უცხოურ საკრივო სამყაროში "ტორნადოდ”, საქართველოში კი - "ჩაქუჩად” წოდებული საშუალოწონოსანი 12 მარტს, თბილისში, დომინიკის რესპუბლიკელ, ჯოვანი ლორენცოს დაუპირისპირდება. ბრძოლის მასპინძელი ქალაქი სწორედ Elite Boxing Promotion -მა შეარჩია.
დეკემბრის შემდეგ, ქართველ მოკრივესთან დაკავშირებით, საკრივო სამყაროში ოფიციალურად აღარაფერი თქმულა და დაწერილა. გუშინ კი, ავთანდილ ხურციძისგან, მარტში ჩასატარებელი შეხვედრის თაობაზე სასაუბროდ შეხმიანებულებმა, სხვა საინტერესო სიახლეებიც შევიტყვეთ.

- შემდეგი ბრძოლის ჩატარების ადგილი და თარიღი ჯერ კიდევ დეკემბერში გამოცხადდა. ხომ არაფერი შეცვლილაი
- ალბათ, ყველაფერი ისეა, როგორც დაიწერა, თორემ ინფორმაციაც გავრცელდებოდა. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ მარტში თბილისის სპორტის სასახლეში, დომინიკელ, ჯოვანი ლორენცოს უნდა შევხვდე.
- საქართველოში ბრძოლის ჩატარება შენი იდეა იყოი
- ამის უდიდესი სურვილი მქონდა, მაგრამ აქამდე ვერაფრით მოხერხდა. ახლა კი, პრომოუთერულმა კომპანიამ, რომელთანაც კონტრაქტი მაქვს გაფორმებული, კარგი საჩუქარი გამიკეთა. სწორედ ამ კომპანიის ხელმძღვანელებმა მიიღეს გადაწყვეტილება და საორგანიზაციო საკითხების მოგვარებითაც თავად არიან დაკავებულნი.
- საქართველოში ვისთან თანამშრომლობენი
- ვერაფერს გეტყვით, არ დავინტერესებულვარ და თვითონაც ერიდებიან ყველა დეტალზე საუბარს. ჩემი საქმეა - მაქსიმალურად კარგად ვივარჯიშო და შეხვედრას სრულ მზადყოფნაში შევხვდე.
- უკვე დაიწყე მზადებაი
- 15 იანვრიდან ვიწყებ. ყირიმში ორკვირიან ფიზმომზადებას გავივლი, შემდეგ კი, კიევში დავბრუნდები და ტაქტიკა-ტექნიკაზე გავაგრძელებ მუშაობას. სპარინგ-პარტნიორებსაც ჩამომიყვანენ.
- ალბათ, უკვე ნახავდი ლორენცოს ბრძოლების ვიდეოჩანაწერებს...
- მისი და ფელიქს შტურმის შეხვედრის ჩანაწერს ვუყურე და ერთხელაც დავინახე, რომ დომინიკელი ძალიან ძლიერი მოკრივეა. ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო, ვისაც აქამდე შევხვედრივარ. თუნდაც, მარტო ის რად ღირს, რომ ყველა ვერსიაში საუკეთესოებში ტრიალებს. შემტევი სტილის მოყვარულია, შეხვედრების უმეტესობა ნოკაუტით აქვს მოგებული. თუმცა, ასეთივე სტილის მიმდევრად ითვლებოდა კამერუნელი ჰასან ნდამ ნჯიკამიც, მაგრამ ყველამ კარგად ნახა, თუ როგორ იასპარეზა ჩემთან შეხვედრისას.
- იმ ბრძოლის შედეგი შენმა პრომოუთერებმა გააპროტესტეს. უშედეგოდ იბრძოლესი
- დაამტკიცეს, რომ მართლები ვიყავით. ყველას დაანახეს, რომ რამდენიმე რაუნდი აშკარად ადრიანად დასრულდა. ამასთან, მსაჯების სხვა უსამართლო გადაწყვეტილებებიც გაიშიფრა და მექსიკაში გამართულ საგანგებო სხდომაზე, კრივის მაღალჩინოსნებმა ჰასანს ულტიმატუმი წაუყენეს – ან ისევ ჩემთან შეხვედრაში უნდა დაეცვა ქამარი, ოღონდ მასპინძელ ქალაქს უკვე ჩვენ ავირჩევდით, ან ქამარი ვაკანტური უნდა გამხდარიყო. კამერუნელმა მეორე ვარიანტი არჩია. შემდეგი ბრძოლა მსოფლიოს ჩემპიონთან, გენადი გოლოვკინთან აქვს ჩასატარებელი და მისთვის ემზადება. მე კი, მარტში ისევ დროებითი საჩემპიონო ქამრის მოსაპოვებლად ვიბრძოლებ. იმ ქამრისთვის, რომელიც სამართლიანი მსაჯობის შემთხვევაში, შარშან უნდა მომეგო. არაუშავს, მსოფლიოს უძლიერესის ტიტულისთვის შეხვედრაც არაა შორს.
- შენი და ლორენცოს დაპირისპირებამდე თბილისურ რინგზე ალბათ რამდენიმე შეხვედრა გაიმართება...
- რა თქმა უნდა. პროგრამაში სავარაუდოდ 7-8 სარეიტინგო შეხვედრას შეიტანენ. მათში ალბათ, ქართველებიც მიიღებენ მონაწილეობას, თუმც ზუსტად ვერ გეტყვით. ის კი ნამდვილად ვიცი, რომ პირდაპირი ტელერეპორტაჟი რამდენიმე ქვეყანაში გადაიცემა, მათ შორის უკრაინაშიც. აქვე, ერთი ძალიან საინტერესო დეტალიც, თბილისში ოფიციალურ სტუმრებად ლეგენდარული მოკრივეები - მაიკ ტაისონი და როი ჯონსი იქნებიან მოწვეულები. ქართველ გულშემატკივრებს ძალიან კარგი საღამო ელით. მათ გასახარებლად თავს არ დავზოგავ.
- საახალწლოდ მშობლიურ ქალაქში, ქუთაისში ჩამოსვლა ვერ მოახერხეი
- ძალიან კი მინდოდა, მაგრამ თავი შევიკავე. მთლიანად მომავალ ბრძოლაზე ვარ კონცენტრირებული. მარტში რომ ჩამოვალ, მერე დავრჩები ერთი თვით.

30 წლის ჯოვანი ლორენცოს პროფესიულ რინგზე 32 შეხვედრა აქვს ჩატარებული. 29-ჯერ იმარჯვა და 3-ჯერ დამარცხდა. იგი საშუალო წონაში WBA-ისა და IBF-ის ვერსიებით, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის ექსპრეტენდენტია. ბოლოს ოთხ სექტემბერს იჩხუბა - უძლიერეს გერმანელს, ფელიქს შტურმს ქალაქ კიოლნში ესტუმრა, გვარიანი წინააღმდეგობაც გაუწია და ქულებით წააგო.
ასევე, 30 წლის ავთანდილ ხურციძე პროფესიულ რინგზე 2004 წლიდან გამოდის. ამ პერიოდში, საქართველოში არც ერთი ბრძოლა ჩაუტარებია. ანგარიშზე 22 გამარჯვება და 2 მარცხი აქვს, თუმცა, მეორე წაგებამ საკმაოდ დიდი ეჭვი გააჩინა – 30 ოქტომბერს, პარიზში, კამერუნელ ჰასან ნდამ ნჯიკამს ქართველმა მსოფლიოს ჩემპიონის დროებითი ქამრისთვის შეხვედრაში აშკარად აჯობა, მაგრამ მსაჯებმა ქულები საპირისპიროდ დაუთვალეს.
ლორენცოს ყველაზე მაღალი რეიტინგი IBF-ის ვერსიით აქვს – მე-5 ადგილზეა. WBA-სა და WBO-ში მე-7 პოზიციას იკავებს, ხოლო WBC-ში – მეთერთმეტეს. ხურციძე WBA-ს ვერსიით მე-3 ადგილზეა, WBO-ს ვერსიით კი - მერვეზე.

კატეგორია: სხვა და სხვა | ნანახია: 727 | დაამატა: jaba | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1


   3) jaba 
sg magari momkrivea es qutaiseli bichi wink wink wink wink


დრო: 2011-01-26 პროფილი | წერილის მიწერა | საიტი: ნახვა
PK   ! Эь•7f 
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024