კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი გეგმავს კინო-სამყაროში დაბრუნებას. ამის შესახებ საიტი Krone იუწყება. ამჟამად მსახიობი რამოდენიმე სცენარს განიხილავს. შვარცნეგერი 63 წლის არის. შესძლებს იგი მძაფრ-სიუჟეტიანი ფილმბის გმირის ამპლუაში დაბრუნებას? არნოლდ შვარცნეგეი თვლის, რომ როლები უნდა შეეფერებოდეს მის ასაკს. მსახიობის თაყვანისმცემლები ფიქრობენ, რომ ერთ-ერთი პროექტი, რომელიც მსახიობს შესთავაზეს With Wings as Eagles-ია. იგი "მამაცი გული"-ს სცენარის ავტორს, რენდოლ უოლესს ეკუთვნის. კითხვაზე, თუ როდის დაუბრუნდება მსახიობი კინოეკრანს, არნოლდი პასუხობს, რომ ჯერ არ იცის. მას კინოში დასაბრუნებლად ღირებული სცენარის არჩევა მოუწევს.