მიხოს ჰყავს მუნჯი შვილი. გადის წლები, ოჯახი შეგუებულია მის სიმუნჯეს. ერთხელაც ხაშლამის ჭამის დროს ბავშვი წამოიყვირებს:
– ამ ხაშლამას მარილი აკლია!
– ვა, შე შობელძაღლო, თუ ლაპარაკი იცი აქამდე ხმას რათ არ იღებდი?
– აქამდე ხაშლამას მარილი არასოდეს კლებია და რა უნდა მეთქვა?
– ექიმო, თქვენი გამოწერილი წამალი ძალიან მომიხდა.
– არ გადამრიო! სად იშოვე, გაფიცებ ყველაფერს?
სამშობიაროს მოსაცდელში კაცი ელოდება ცოლის მშობიარობას. ძალიან ნერვიულობს, ლამის არის ჭკუაზე გადავიდეს. როგორც იქნა გამოვიდა ბებიაქალი:
– გილოცავთ გოგო, შეგეძინათ.
– მადლობა ღმერთს, რომ გოგოა, ენაცვალოს მამა, მაგას მაინც არ მოუწევს ისეთი ნერვიულობა როგორიც მე დღეს გადავიტანე.
პატარა ბავშვი ეკითხება დედას:
– დედიკო, ლარიანი რომ გადამეყლაპოს გარეთ დახურდავებული გამოვა?
მიხო მაგარი ზარმაცი იყო. მხოლოდ მაროს მაგარი ჩხუბის მერე მოჰკიდებდა ხოლმე ხელს საქმეს.
ერთ დღისითაც, ბოსტანი გათოხნა, ღობე შეაკეთა, სახურავზე ავიდა კრამიტები გაასწორა. ერთი სიტყვით, ერთ საქმეს მორჩება მეორეს იწყებს, მეორეს მორჩება მესამეს იწყებს და ასე საღამომდე.
მარო მიხოს შემხედვარე, მალმალე ამოიღებდა ხოლმე ჯიბიდან ვიაგრის კოლოფს, დახედავდა და თავისთვის ბუტბუტებდა:
– არადა, სხვანაირედ უნდა ემოქმედა…
ექიმის კაბინეტში ქალი შევიდა ნახევარლიტრიანი ბოთლით ხელში.
– ეს შარდია, თქვენ როგორც მითხარით.
– ჯერ ერთი, შარდი ლაბორატორიაში უნდა ჩააბარო, მეორეც ეს შარდი კი არა ზეთია.
– უი! მეც არ გამიკვირდა, რატომ მეწვებოდა ტაფაში ყველაფერი.
– ბიჭო, ცოლი რატომ გაგექცა?
– მითხრა, შენს გაკეთებულ საჭმელებს ვერ ვიტანო.
რატომ ზიხარ მთვრალი საჭესთან? – ეკითხება პატრული მძღოლს.
– აბა, რომ დავწვე ჩამეძინება.
ეჭვმიტანილს კითხავენ პოლიციაში:
– წაართვით თუ არა მოქალაქეს 1000 ლარი?
– როგორ გეკადრებათ, ნახევარი საათი ვცემდი, რომ თავისი ნებით ეჩუქებინა.
პოლიციაში ქალბატონი რეკავს:
– იცით, მგონი სამი დღის წინ გაგვქურდეს, იქნებ მოხვიდეთ!
- კი, მაგრამ, ქალბატონო, აქამდე რატომ არ დარეკეთ? – გაიკვირვეს პოლიციაში.
– აქამდე? – დაბნეულად პასუხობს ქალი – სახლი კი იყო არეული, მაგრამ მეგონა ქმარი სუფთა პერანგს ეძებდა.
– ექიმმა მითხრა: ისე გიმკურნალებ ორ კვირაში ფეხზე გაივლიო.
– მერე შეასრულა დაპირება?
– კი როგორ არა, მკურნალობისთვის იმხელა ფასი გადამახდევინა, რომ მანქანა გავყიდე და ახლა ფეხით დავდივარ.
ორი ძმაკაცი საუბრობს:
– მაგარი სიდედრი მყავს, ძმაო, ცეცხლია ცეცხლი.
– ჩემი უფრო ნაკვერჩხალს ჰგავს, რომ შეაფურთხებ შიშინს იწყებს.
ღამით ცოლი აღვიძებს ქმარს. ქმარი აბუზღუნდება.
– რა გინდა?
– რაღაც მინდა გკითხო?
– ხო მიდი მალე მკითხე, მეძინება.
– ასეთი პატარა ხელფასის პატრონს რა ჯანდაბა გაძინებს?
– დედა, სკოლაში დიდთავას მეძახიან.
– ყურადღებას ნუ მიაქცევ. შვილო, ჩადი 10 კილოგრამი კარტოფილი ამოიტანე.
– რამე დიდი პარკი მომეცი.
– რათ გინდა, შვილო, ქუდში ჩაიყარე.
|