მარტში მომხდარ ინციდენტამდე ერიკ აბიდალი საუკეთესო სეზონს ატარებდა თავის კარიერაში. ფრანგმა მაინც შეძლო და მესამედ მოიგო ლა ლიგა, ხოლო წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალი ელის. მარტში მან შეიტყო, რომ ღვიძლის სიმსიმნე ჰქონდა. ოპერაციამ წარმატებულად ჩაიარა და რამდენიმე კვირის შემდეგ აბიდალი დაბრუნა. მან რამდენიმე წუთი ითამაშა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ. ფრანგმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა "უეფას" ოფიციალურ საიტს, სადაც ისაუბრა თავის დაავადებაზე, განკურნებაზე, "უემბლის" მსტიურ მნიშნველობაზე "ბარსელონას" ისტორისთვის. როგორც იცით, ერიკ აბიდალმა გამოტოვა 2009 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი რომში.
– რა იგრძენით, როდესაც სიმსიმნის შესახებ შეიტყვეთ?
– ამან მე ცოტათი შემცვალა. ამ დროს ყოველთვის ცუდზე ფიქრობ და ნაკლებად ელოდები კარგს. ასეთ მომენტში ფიქრობ: რა მოხდება ხვალ, თუ მე აღარ ვიქნები? როგორ გადაიტანს ამას ჩემი ოჯახი? ყველაფერი დავალაგე გონებაში. თავში სულ სხვა ფიქრები მიტრიალებდა. ეს ჰგავდა ჩემს არდადეგებს, რომელიც არასდროს დამიგეგმავს. მე მხოლოდ ხვალინდელ დღეს ვგეგმავდი.
– შეგიძლიათ ფინალში ასპარეზობა?
– შევეცდები ფორმაში ჩავდგე. უბედნიერესი ვარ გუნდში დაბრუნებით. ყველაფერი ნელ–ნელა ნაბიჯ–ნაბიჯ იქნება, რადგანაც ძალიან მძიმე ტრავმა გადავიტანე. თავს კარგად ვგრძნობ, თუმცა 100 %–ით მაინც არ ვარ მზად. შემიძლია გუნდის დახმარება, მაგრამ არანაირი პრობლემა არ იქნება, თუ ფინალს გამოვტოვებ. მე ფანტასტიური სამუშაო მაქვს და მთავარია ჯანმრთელობას გაუფრთხილდე.
– თქვენ ამბობთ, რომ "ბარსელონა" არის გუნდი, სადაც ყოველთვის გსურდათ თამაში...
– როდესაც პატარა ვიყავი, ჩემი კუმირი იყო დიეგო არმანდო მარადონა, ორმელიც მაშინ "ბარსას" ღირსებას იცავდა. იმ ასაკში მსურდა ბევრი გოლი გამეტანა და განმეხორციელებინა დრიბლინგები. "ბარსელონა" ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. ვიცოდი, რომ ძალიან ბევრი შრომა იყო ამისთვის და დღეს ეს ოცნება ამიხდა.
– ლიონელ მესი არის ექსტრაორდინალური ტალანტის მქონდე პიროვნება. როგორ უმკლავდებით მას ვარჯიშებზე?
– ეს ჩვენი პატარა საიდუმლოა. თუ ამაზე გიპასუხებთ, მაშინ ოპონენტებიც იგივეს გაიმეორებენ. ლეოს შემთხვევაში მცველს ექნება ასეთი პრობლემა: არ იცის რა გააკეთოს ომავალში, რა იქნება ლეოს მომდევნო სვლა. ის სხვა პლანეტიდანაა. მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია და მისი ასაკიშთვის უჩვეულოდ ბევრი ტიტული აქვს. მისი კარიერის საუკეთესო წლები ჯერ კიდევ წინ არის და ვუსურვებ კიდევ ბევჯერ აიღოს ოქროს ბურთი და მოხსნას ამ მხრივ რეკორდი. ჩვენ ეს ყელაფერი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში, მადრიდის "რეალის წინააღმდეგ მატჩში ვიხილეთ. მან 4–5 ფეხბურთელი მოატყუა და შეუძლებელი შეძლო.
– თქვენ ვერ მიიღეთ მონაწილეობა რომის ფინალში. რა მოგონებები გაქვთ რომიდან?
– მასიური თამაში იყო. გვსურდა წარმოდგენა დაგვედგა და ეს შევძელით. ამიტომაც გვაქვს ასეთ დევიზი – "მეტი, ვიდრე კლუბი". ყოველი ფანი, სათადარიგოზე მჯდომი თუ მოედანზე მყოფი, დარწმუნებული იყო საკუთარი თავში, რამაც განაპირობა ჩემპიონობა. ფსიქოლოგიურად 100%–ით მზად ვიყავით. ყველა ფეხბურთელი, რომელმაც ითამაშა რომში იყო ფანტასტიური.
– "უემბლი" არის ლეგენდარული ადგილი და პრესა მუდამ 1992 წელზე საუბრობს. ასე არ არის?
– ეს იყო "ბარსელონას" პირველი ევროპული თასი. შესანიშნავი იქნება თუ კდიევ ერთხელ გავაკეთებთ ამას "უემბლიზე". მე მქონდა შესაძლებლობა მეთამაშა ამ სესანიშნავ მოედანზე საფრანგეთის ნარკების მაისურით და ეს დაუჯერებელი იყო.
– ვის უქომაგებს საფრანგეთი? ერიკ აბიდალის გუნდს თუ გუნდს, სადაც ერიკ კანტონა ასპარეზობდა?
– "მანჩესტერში" ასპარეზობს პატრის ევრა, ეს არ დაგავიწყდეთ. შანსები 50/50–ზეა. ბევრ ფრანგს უთამაშია როგორც "ბარსელონაში", ისე "მანჩესტერში". კარგი იქნება თუ საუკეთესო გაიმარჯვებს და დიდი იმედი მაქვს, ეს ჩვენ ვიქნებით. წყარო: uefa.com