XeXe.Ucoz.Com
ოთხშაბათი, 2024-12-25, 8:11 AM
შესვლის ფორმა

სექციის კატეგორიები
თამაშები [356]
ქართული ფილმები [17]
ფილმები [309]
პროგრამები [192]
სიმღერები [54]
კლიპები [43]
ვიდეოები [72]
სურათები [74]
ანიმაცია [23]
მანქანები [6]
სპორტი [86]
ახალი ამბები [26]
სერიალები [34]
სხვა და სხვა [67]
მობილურისათვის [69]
ვებ-მასტერებს [15]
მონადირეებისათვის [13]
მხოლოდ გოგონებისთვის [6]
ჯავა თამაშები [15]
ქაუნთერი cs [351]

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი საგანი გიყვართ?
Всего ответов: 141

მინი-ჩეთი

საიტის მეგობრები

Block title






სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

მთავარი » 2011 » აპრილი » 26
cuteFTP

ეს არის ერთერთი საჭირო პროგრამა დიზაინების დასაყენებლად cuteFTP 
გადაწერეთ ყველამ ეს გაგიადვილებთ დიზოს დაყენებას და აღარ მოგიწევთ წვალებააა
ავტორი: jaba ნანახია: (709) კომენტარები(0) სრულად ნახვა
Abode Photoshop CS3 +Styles

ეს არის პოტოშოპი ვერსია CS3 + ჩაყოლებულია ბევრი კარგი სტილიც
ავტორი: jaba ნანახია: (818) კომენტარები(1) სრულად ნახვა
Kaspersky Anti-Virus 6.0.0.300 Final+Key

ყველასათვის ნაცნობი ანტივირუსის უახლესი და საბოლოო ვერსია v6.0.0.300 FINAL. იჭერს ნებისმერ ვირუსს, ადვილი გამოსაყენებელია, და კომპიუტერის რესურსებიც ბევრი არ ჭირდება. მოკლედ გირჩევთ დააყენოთ…
ავტორი: jaba ნანახია: (707) კომენტარები(0) სრულად ნახვა
NetLimiter v1.30 + Crack

გამოვიდა NetLimiter-ის ახალი ვერსია, რომელიც დაგეხმარებათ აკონტროლოთ თქვენს კომპიუტერში შემომავალი და გამავალი თითოეული ბაიტი. გარდა ამისა შეძლებთ აკონტროლოთ ტრაფიკის რაოდენობა, დაათვალიეროთ რომელი პროგრამა რომელ აიპის მიმართავს და რა სიჩქარით იღებს მონაცემებს, ასევე საჭიროებისამებრ შეუზღუდოთ სიჩქარე ნებისმიერ ინტერნეტში ჩართულ პროგრამას, გარდა ამისა თუ მოახერხებთ და თქვენს ქსელში ჩართულ ყველა ადამიანს დაუყენებთ ამ პროგრამას, მათაც შეუზღუდავთ ინტერნეტს…




ავტორი: jaba ნანახია: (585) კომენტარები(0) სრულად ნახვა
ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფია|Ilia Chavchavadzis Biografia

ყვარელი. ბავშვობა და სიყმაწვილე
1837-1847 წლები

კახეთში, მაშინდელი თელავის მაზრის სოფელ ყვარელში, 1837 წლის 27 ოქტომბერს (ძვ. სტ.) დაიბადა დიდი ქართველი მწერალი და მოაზროვნე ილია ჭავჭავაძე.

,,აწ მომწონს თავი, მეგობრებო, რომ დაბადება
თქვენ შორისა მხვდა, ბუნებისა თქვენის ვარ შვილი,
გრიგალთა, მეხთა, ქუხილთ შორის ქართვლად
გაზრდილი..."

-ასე მიმართავდა ილია თავის მშობლიურ მხარეს ლექსში: ,,ყვარლის მთებს".

ყვარელი, სადაც გაატარა მომავალმა პოეტმა ბავშვობა და სიყმაწვილე, საუკუნეების მანძილზე იყო საქართველოს აღმოსავლეთი საზღვრების კარიბჭე, რომელიც იცავდა ჩვენს ქვეყანას მომხვდური მტრის ამაოხრებელი შემოსევებისაგან და რბევებისაგან. ამის დასტურად აქ დღემდე არის შემორჩე
ნილი ძველი ბურჯებიანი ციხე-გალავანი და კოშკები...

ილიას პოეტურ მეხსიერებაში ღრმად აღბეჭდილა კახეთში, ალაზნის პირას გატარებული სიყმაწვილის დაუვიწყარი დღეები და აკი 1859 წელს არტურ ლაისტის სიტყვები რომ მოვიშველიოთ, დაწერა კიდეც უმშვენიერესი ლექსი ,,ალაზანს", რომლის მსგავსი კახეთზე არც მანამდის და არც შემდეგ დაწერილა:

,,მდინარევ, ჩემის მშობლიურ მთის ცრემლით შემდგარო!
აწ შენს კიდეზედ ვდგევარ, დაგცქერ მე, მეგობარო!
დაგცქერ ჭმუნვითა და შენს წყალში ვეძებ ჩ ... კითხვის გაგრძელება »
ავტორი: jaba ნანახია: (7441) კომენტარები(0) სრულად ნახვა
იაკობ გოგებაშვილი – Iakob Gogebashvili

იაკობ გოგებაშვილი - Iakob Gogebashvili
„ის იყო კარგად მოსული, ჩასხმული, მაღალი, მხარბეჭიანი და ლამაზი ვაჟკაცი, ომახიანი და მჭექარე ხმით. მაგრამ ამ ახოვანებას, მის რიხიანობას, როგორღაც არ ეხამებოდა სევდით მომზირალი სახე, ოდნავ ფერმკრთალი იერით და კეთილშობილური გამომეტყველებით. მისი წაბლისფერი თმა მუდამ ურჩობას ეწეოდა და ოდნავ შერხევაზე მის სპეტაკ შუბლს ხვეულ კულულებად ეფინებოდა. თვალები იშვიათი ჰქონდა, ფართო ღია ბაიებით. რიხიანი, უშიშარი და პირდაპირ შემხლელი, პირშივე მთქმელი სათქმელისა, ფიცხი და ამავე დროს განსაცვიფრებლად დინჯი იყო". – ასე იგონებენ ნაცნობები იაკობ გოგებაშვილს.

იაკობ გოგებაშვილი დაიბადა 1840 წლის 15 ოქტომბერს (27 ოქტომბერი) სოფელ ვარიანში (ახლანდელი გორის რაიონი). მამა – სვიმონი – მღვდელი იყო. სვიმონს სურდა, რომ შვილებიც სასულიერო პირები გამოსულიყვნენ, იაკობი კი დედასაც და მამასაც ბერად წარმოედგინათ. მართალია, იაკობი ძალიან სუსტი ბავშვი იყო, მაგრამ მეტად ჭკვიანი, გამჭრიახი და მკვირცხლი გონება ჰქონდა. უამრავ ლოცვას, ლექსსა და საგალობელს aდვილად ითვისებდა. თანატოლებს იაკობი ძლიერ უყვარდათ, რადგან ყოველთვის ნაირ-ნაირ მოთხრობებსა და ლექსებს უყვებოდა. მამისაგან სიმღერის ნიჭიც დაჰყვა. პატარა იაკობს ძალიან იზიდავდა სოფლის ბუნება. იგი საათობით აკვირდებოდა სხვადასხვა ყვავილებს, ცხოველებს, ანკარა მდინარეში მოფართხალე თევზებს. ალაბათ ამიტომაც შესძლო შემდგომში იაკობმა, ასე საინტერესოდ აღეწერა ეს მშვენიერი სამყარო „ბუნების კარში".
მაშინდელ დროში სოფლად სკოლები არ იყო, ბავშვებს წერა-კითხვას შინ ასწავლიდნენ ხოლმე. მაგრამ იაკობი ი ... კითხვის გაგრძელება »
ავტორი: jaba ნანახია: (2151) კომენტარები(0) სრულად ნახვა
შოთა რუსთაველი|Shota Rustaveli

ლექსები შოთა რუსთაველზე
„ვეფხისტყაოსანს"

ხელში აგიღებ… გაკოცებ,
კიდევ ჩაგკოცნი…
ჩაგცქერი;
წიგნი კი არა – ჟრჟოლა ხარ,
ჩამოქაფული ჩანჩქერის.

წიგნი კი არა – ბაღი ხარ,
ოქროს ცვარჩამოწვეთილი;
გაშლილი ბაირაღი ხარ,
ლექსის ფრთა გაუცვეთელი!

წიგნი კი არა – დილა ხარ,
ქართველი ხალხის ნათელი.
გულის ფესვებში გინახავ,
გულში ხარ გამონათალი.

ქაღალდზე გწერენ… სიტყვების
ნაცვლად ლალები სხდებიან;
გბეჭდვენ -
ნიშნები სტამბური
ვარდებად აყვავდებიან.

გკითხულობენ და გმღერიან
ლხენით გულ-დამერცხლებული;
შენგან ჰყავს ხალხის სიცოცხლეს
სიკვდილი დამარცხებული!

*
უთენებელი ბნელეთის
შენ ერთი გვყავდი მთეველი;
სიმდიდრე ბევრი წაგვართვეს,
შენ დაგვრჩი წაურთმეველი!

შენ არ გჭიროდა სახიზრად
გამოქვაბულთა წყვდიადი.
არწივის ფრთაში ჩასაფრდი,
ქოხის ნაცარში ბრწყინავდი.

გწვავდნენ და არ იწვებოდი,
ცეცხლში დიდების მხვეჭელი.
ვერც ქარიშხალი გფანტავდა,
ხეების ამომგლეჯელი.

შენ ხმალის ღარზედ ეწერე,
ანდერძი ოქროსხმოვანი:
„სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა
სიკვდილი სახელოვანი!"

*
წიგნო, წინ მიუძღვებოდი
ხალხს უკვდავების ნაღარით;
შენ გწერდა დიდი რუსთველი,
თავსოქროგადანაყარი.

შენ გწერდა ცისკრის კამკამი,
ხევთა ხმა, ზვავის ზრიალი;
შენს კალამს ორბი ჰზიდავდა,
ტყავს – ვეფხვი თანაზიარი.

შენ გწერდა ქალის წამწამი,
ვაჟკაცის მკერდი გმირული,
შენ ხალხი გწერდა მხედარი,
ბრძოლით გულამოკირული.

შენ ჩვენი სიჭაბუკე ხარ< ... კითხვის გაგრძელება »
ავტორი: jaba ნანახია: (2124) კომენტარები(0) სრულად ნახვა
აკაკი წერეტელი|Akaki Wereteli

აკაკი წერეთელი (1840-1915)

პოეტი და საზოგადო მოღვაწე. 1852 წლიდან ქუთაისის გიმნაზიაში სწავლობდა, 1863 დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტი. ერთხანს მოსკოვში ცხოვრობდა, შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. მონაწილეობდა "მამებისა" და "შვილების" ბრძოლაში. უდიდესი დამსახურება მიუძღვის "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დაარსებასა და მუშაობაში; ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, როგორც ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი პუბლიცისტური მოღვაწეობით, ისე ყოველთვიური ჟურნალის - "აკაკის თვიური კრებული" (1897-1900) დაარსებით. იყო სატირულ-იუმორისტული ჟურნალის - "ხუმარას", რედაქტორი. იგი ილია ჭავჭავაძესთან ერთად სათავეში ედგა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას საქართველოში. იღწვოდა ქართველი ხალხის სულიერი აღორძინებისათვის. ავტორია მრავალი ლექსისა და პოემისა. მისმა შემოქმედებამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართველი ხალხის სულიერი კულტურის ისტორიაში.

აკაკი წერეთლის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

აკაკი წერეთლის ფონდი 873 საარქივო საქმეს შეიცავს:
1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა;
2) შემოქმედებითი;
3) მიმოწერა;
4) სხვადასხვა.
ბიოგრაფია: აკაკი როსტომის ძე წერეთელი (დ. 21 ივნისი, 1840, სოფ. სხვიტორი, ახლანდელი საჩხერის რაიონი ― გ. 8 თებერვალი, 1915, იქვე), დიდი ქართველი პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.

დაიბადა ზემო იმერეთის შეძლებული თავადის როსტომ წერეთლ ... კითხვის გაგრძელება »
ავტორი: jaba ნანახია: (1478) კომენტარები(0) სრულად ნახვა
ვაჟა ფშაველა|Vaja Fshavela

ბიოგრაფია: ვაჟა ფშაველა (ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი) (14. VII. 1861, სოფ. ჩარგალი, ახლანდელი დუშეთის რ-ნი – 27. VII. 1915, თბილისი). ქართველი პოეტი. 8 წლამდე ჩარგალში იზრდებოდა მამის, თვითნასწავლი სოფლის მღვდლის პავლეს, და ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილის წვრილშვილიან ოჯახში. სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში. 1877 – 1879 წლებში – თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში. 1883 – 1884 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო. ხელმოკლეობის გამო დატოვა უნივერსიტეტი და დაბრუნდა სამშობლოში.

ვაჟა-ფშაველა მთის ხალხში დიდი გავლენით სარგებლობდა. იშვიათად თუ ჩამოდიოდა ბარად. სწორედ ფშავური ზამთრის გრძელ ღამეებში დაიწერა მისი გენიალური პოემები, მოთხრობები და ლექსები. ვაჟას პირველი კორესპონდენცია ”წერილი ხევსურეთიდან” 1879 წელს დაიბეჭდა (”დროება” №1); პირველი თარგმანი ერკმან-შატრიანის მოთხრობისა ”ფეოდალის აღზრდა” – 1880 წელს (”ივერია”, № 4); პირველი ლექსი ”მეომარი” – 1881 წელს (”იმედი”, № 3 – 4); პირველი მოთხრობა ”სურათი ფშავლის ცხოვრებიდან” – 1881 წელს (”დროება”, № 184). მისი შემოქმედება XIX საუკუნის ქართული კრიტიკული რეალიზმის უმაღლესი საფეხურია. პოეტის მხატვრული მსოფლგაგების ქვაკუთხედია ხალხურობა და რეალიზმი. პოეზიის ვაჟასეული გაგება, მისი რეალისტური კრედო წარმოჩენილია ლექსებში: ”მთას ვიყავ” (1890); ”სიმღერა” (1896); ”სიტყვა ეული” და სხვ.

ქართველ პოეტთა შორის ვაჟა ყველაზე ღრმად ჩასწვდა ბუნების საიდუმლოებას. პოეტისათვის მშვენიერება განფენილია სინამდვილის აუ ... კითხვის გაგრძელება »
ავტორი: jaba ნანახია: (926) კომენტარები(0) სრულად ნახვა
Eh SiYvarULo

ჭიქას დახედა შავი თვალებით,
მთვრალი იყო და მაინც დალია,
თავი დახარა... თქვა დანანებით:
...ეჰ, სიყვარულო, შენი ბრალია...
ისევ შემთხვევით, ეს მერამდენედ,
ერთმანეთს შეხვდნენ ჩვენი თვალები,
რა პატარაა ეს დედამიწა,
სიყვარულს ვერსად დაემალები..

ავტორი: jaba ნანახია: (742) კომენტარები(0) სრულად ნახვა
Adobe Acrobat X Professional v.10.0.3 RePack

პროგრამის შესახებ
დასახელება : Adobe Acrobat X Professional
ვერსია : 10.0.3
წელი : 2011
ენა : ინგლისური / რუსული
კრეკი : არ უნდა

პროგრამის აღწერა:
ამოვიდა პროგრამის უახლესი და განახლებული ვერსია. პროგრამა გაგიადვილებთ PDF ფორმატში ფაილის დოკუმენტის შექმნას, გავრცელებას, ნახვას, დაარქივებას და გამოყენებას (Adobe Portable Document Format). საუკეთესო საშუალებაა მათთვის ვისაც ყოველდღიურად შეხება აქვს დოკუმენტებთან. პროგრამა წარმოადგენს არა მარტო PDF ფაილების წასაკითხს, არამედ მისი საშუალებით თქვენ შეძლებთ PDF ფაილების შექმნას Microsoft Office, Outlook, Internet Explorer და ასევე ნებისმიერი პროგრამებისაგან, რომელსაც გააჩნია ბეჭდვის ფუნქცია.
ავტორი: gug101 ნანახია: (687) კომენტარები(0) სრულად ნახვა
Copyright MyCorp © 2024