ExCluSiVe htt://xexe.ucoz.com სამი კვირის წინათ, "მსოფლიო სპორტმა”, პრომოუთერულ კომპანია Elite Boxing Promotion-ის მიერ, ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაცია შემოგთავაზათ, რომლის თანახმადაც, ყველაზე მაღალრეიტინგიანმა ქართველმა პროფესიონალმა მოკრივემ, ავთანდილ ხურციძემ მორიგი ბრძოლა საქართველოში უნდა ჩაატაროს. უცხოურ საკრივო სამყაროში "ტორნადოდ”, საქართველოში კი - "ჩაქუჩად” წოდებული საშუალოწონოსანი 12 მარტს, თბილისში, დომინიკის რესპუბლიკელ, ჯოვანი ლორენცოს დაუპირისპირდება. ბრძოლის მასპინძელი ქალაქი სწორედ Elite Boxing Promotion -მა შეარჩია. დეკემბრის შემდეგ, ქართველ მოკრივესთან დაკავშირებით, საკრივო სამყაროში ოფიციალურად აღარაფერი თქმულა და დაწერილა. გუშინ კი, ავთანდილ ხურციძისგან, მარტში ჩასატარებელი შეხვედრის თაობაზე სასაუბროდ შეხმიანებულებმა, სხვა საინტერესო სიახლეებიც შევიტყვეთ.
- შემდეგი ბრძოლის ჩატარების ადგილი და თარიღი ჯერ კიდევ დეკემბერში გამოცხადდა. ხომ არაფერი შეცვლილაი - ალბათ, ყველაფერი ისეა, როგორც დაიწერა, თორემ ინფორმაციაც გავრცელდებოდა. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ მარტში თბილისის სპორტის სასა
...
კითხვის გაგრძელება »
|