გული ტირის, სისხლი დუღს,
სამშობლო დაფლეთილია და სდუმს.
ჩემი ქვეყანა გაყიდეს, უმოწყალოდ გაწირეს,
ფეხით გათელეს, რიონი სისხლად აქციეს.
ჩემო პატარა ქვეყანავ მე მჯერა,
მე მჯერა ისევ გაბრწყინდები,
ისევ სიამაყით აღივსები,
სიყვარულით გამდიდრდები.
შენ ხარ ჩემი საფიცარი,
ჩემი გულის სატკივარი.
მიყვარს შენი ცა და მიწა,
მათ გარდა მე ხომ ქვეყნად არაფერი მინდა,
ვეფერები შენს ზღვას,
ჩემს ბედს ვანდობ შენს მთას,
ჩემ თავს ვანაცვალებ შენს ბარს, შენს მიწა, წყალს.
მინდა ჩაგეხუტო, მინდა სხვას ვაჩვენო რა განძი გვაქვს აქ.
ვიხსენებ შენს წარსულს და ვტირი,
სისხლით გაჟღენთილ მიწას ვეხები,
ფრთხილად ვეხები,
შენს დარდებს ვერასდროს ვერ შევეჩვევი,
მე სიცოცხლისთვის მჭირდები,
შენზე ფიქრებით არასდროს ვიღლები,
შენს მზეს ვეფიცხები,
შენს ტყე ღრეს არასდროს ვერიდები,
გეხები და მაინც მენატრები.
ჩემო სამშობლო მიყვარხარ და მარად მეყვარები.